რუსულ სამხედრო აკადემიაში სამხედრო სტრატეგიის საკითხებზე ლექციის დასასრულს ლექტორმა გენერალმა მსმენელ ოფიცრებს ჰკითხა, თუ ჰქონდათ რაიმე სახის შეკითხვები მოსმენილი ლექციის გარშემო. ერთი ოფიცერი კითხულობს:
- მესამე მსოფლიო ომი იქნება?
- იქნება. - უპასუხა გენერალმა.
- რუსეთი იმონაწილევებს?
- იმონაწილევებს.
ახლა მეორე ოფიცერმა იკითხა:
- ვინ იქნება ჩვენი მტერი?
- ყველაზე სავარაუდოა, რომ ჩინეთი, - თქვა გენერალმა.
აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმეა. შემდეგ მესამე ოფიცერი კითხულობს:
- მაგრამ ჩვენ ხომ სულ 150 მილიონი ვართ, ჩინელები კი - მილიარდნახევარი: ათჯერ მეტი. როგორ ვაპირებთ მოგებას?
გენერალს გაეღიმა:
- თანამედროვე ომში ჯარისკაცების რაოდენობა კი არაა გადამწყვეტი, არამედ - სარდლობის უნარი და ქვეყნისა და არმიის შესაძლებლობები. მაგალითად აგერ, ახლო აღმოსავლეთში, სულ ცოტა ხნის წინ, ზედიზედ რამდენიმე ომი მიმდინარეობდა, სადაც 5 მილიონი ებრაელი 150 მილიონ არაბს ებრძოდა და ისრაელი ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა.
კვლავ სიჩუმეა აუდიტორიაში და ბოლოს, სულ უკანა რიგში მჯდომმა ოფიცერმა დასვა საბოლოო შეკითხვა:
- და ებრაელები საკმარისად გვყავს?