SosoChik
რამე აზრიანი დაწერო ამ ბელეტრისტიკის მაგივრად
აუცილებელი კი არ არის რომ მეკამათო
ვის არ შეშლია, რა მოხდა მერე ...
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
ოსას შეუძლია ერთდროულად მხოლოდ 2 რაკეტის გამიზნვა სხვადასხვა სიხშირეებზე.
რაკეტას მიეწოდება 4 სიხშირეზე 3 სახის ანალოგური სიგნალით მხოლოდ 3 სხვადასხვა კომანდა. Pitch, Yaw და რადიოამფეთქის ჩართვა
ამის გამო ოსა მოწყვლადია ელექტრონული ბრძოლის მიმართ
დერბის ან ნებისმიერ სხვა აქტიურრადარიან რაკეტას სჭირდება თანამედროვე დატალინკი, რომელიც იქნება დაცული კონტრზომებით და რომლითაც რაკეტა მიიღებს არა ანალოგურ სიგნალს და კომანდებს, არამედ ციფრულ ინფორმაციას, მიზნის მდებარეობას შესახებ და ტრაექტორიის პარამეტრებს , მიმართულება (შეიძლება პარაბოლაც) და სიჩქარე. გასროლის შემდეგ კი მიიღებს ცვლილებებს ამ პარამეტრებში. ამის საფუძველზე რაკეტა გამოითვლის შეხვედრის წერტილს და თავის კურსს.
იმისთვის რომ მოხდეს ასეთი რაკეტის ინტეგრირება ოსასთან, საჭიროა დატალინკი. თანამედროვე რადიოგადამცემი, რომელიც ფართო დიაპაზონში გადასცემს ციფრულ დაშუფრულ ინფორმაციას რაკეტას.
ოსას გენერატორი ამ საქმისთვის არ გამოდგება.
ოსას აპლინკის ანტენა რამდენად გამოდგება საკითხავია. სიმძლავრე 100კვ აქვს და 18 ან 3 გრადუსი.
თუმცა საკითხავია რა სიხშირეზე სამუშაოდ არის ეს ანტენა შექმნილი და რამდენად ეფექტური იქნება რადიო დატალინკის დიაპაზონში დიდ მანძილებზე.
რაკეტის Tracking მიმღები ანტენა სავარაუდოდ გამოდგება. იმიტომ რომ ძველი რაკეტის "სმენასა" და თანამედროვეს "სმენას" შორის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს
საჭირო იქნება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და პროცესორი, რომელიც გააანალიზებს მიღებულ ინფორმაციას (შეიძლება ანალოგურსაც) და გადაქმნის მას ფიცრულ მონაცემებად იმ ფორმატში რასაც აღიქვავს დერბი თუ ნებისმიერი სხვა რაკეტა.
მარა შეკითხვის ავტორმა ეს ჩემზე უკეთ იცის დარწმუნებული ვარ.
* * *
+ ოსას აპლინკის ანტენათი შესაძლებელი იქნება მონაცემების გადაცემა მხოლოდ 18 გრადუსიან კონუსში. ერთდროულად რამდენიმე რაკეტის სროლა მხოლოდ ასეთი შეზღუდვით შეეძლება.
This post has been edited by მილიტარისტი on 27 Sep 2016, 22:56