https://www.warhistoryonline.com/war-articl...he-griffin.htmlაშშ-ს არმიამ იარაღის მწარმოებლებს დაუხასიათა თავისი ინტერესი მობილური დაცული საცეცხლე ძალის შესახებ
ასეთ საბრძლო მანქანა შესქაძლოა მიიღონ შეიარაღებაში მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფებისთვის, რომლებსაც სხვა სახეობებთან შედარებით საცეცხლე ძალა ნაკლები აქვთ
შედეგად ჯენერალ დაინამიკსმა წარმოადგინა მსუბუქი ტანკის ეს პროექტი
მწარმოებელი თვითონ ამ მანქანას ეძახის ტექნოლოგიის დემონსტრატორ "გრიფინ"-ს
მასში გაერთიანებულია 3 პროგრამის ტექნოლოგია
1. აბრამსის კოშკურა
2. საექსპერიმენტო ქვემეხი XM360, რომელიც ასევე აბრამსის მოდერნიზაციისთვისაა განკუთვნილი. ამ ქვემეხში გამოყენებულია უკუგორვის შემცირების ახალი ტექნოლოგია სახელწოდებით Rarefaction Wave Gun, რაც იძლევა მისი უფრო მსუბუქ ჯავშანმანქანებში გამოყენების საშუალებას.
3. ბრიტანული Ajax-ის შასი
ეს კი არი ნიმუში იმის, თუ რატომ არის ბრედლი ერთერთი საუკეთესო ან ყველაზე საუკეთესო ქსმ მსოფლიოში
ორიგინალური ბრედლი ისედაც არანორმალურად დამძიმდა დაცვის დონით სჯობს უახლესი მძიმე ქსმ-ების გარდა ყველას
ახალი თაობის ეს ბრელდლი კი 45 ტონამდე (!!!) დამძიმდა. ორიგინალური იყო 27 ტონა, A2 ვერსია უკვე 34 ტონამდე დამძიმდა და შეიძინა წინიდან 30 მმ-ს და რპგ7-ისგან დაცვის უნარი
ბრედლის ამ ახალ ნიმუშში გაზრდილია შიდა სივრცე, ფსკერის დაცვა და შეცვლილია ჯავშანიც
* * *
http://www.dtic.mil/ndia/2010/armament/Wed...AMikeBixler.pdfრაც შეეხება ამ ახალ ტექნოლოგიას Rarefaction Wave Gun, შემოკლებით Raven
ამ ტექნოლოგიის წყალობით მიიღწევა ჭურვის მეტი საწყისი სისწრაფე ლულაში ნაკლები წნევის წარმოქმნით
ინოვატორმა ამერიკელმა იარაღის მწარმოებლებმა კალიბრის გაზრდის ნაცვლად მოიფიქრეს როგორ გაეზარდათ ჭურვის ჯამშანგამტანობა იგივე კალიბრში
ეს არის უუკუგორვო ქვემეხის და საკეტიანი ქვემეხის ნაზავი. ქვემეხს აქვს საკეტი და ამავე დროს არხებიც საკეტთან, საიდანაც მაღალი წნევის აირები გამოდის ლულიდან უკან
ლულაში წნევა მცირდება, მაგრამ ამავე დროს წარმოიქმნება ამ აირების ტალღაც, რომელიც ჭურვზე ზემოქმედებს ლულიდან გამოსვლამდე და ანიჭებს მას საჭირო აჩქარებას
ამ ტალღის ფიზიკა ვერ გავიგე. მაგრამ კვლევის შედეგები ასეთია
შედარება საკეტიან ქვემეხთან:
საწყისი სიჩქარე, მ/წმ: საკეტი - 1,135; Raven - 1,131
ლულის გაცხელება (∆T), K: საკეტი - 3.61, Raven - 2.13; საკეტთან შედარებით 41%-ით ნაკლები
ძალის მომენტი, ნიუტონი * წამი: საკეტი - 1,031; Raven - 402; საკეტთან შედარებით 61%-ით ნაკლები
აბრამსს ახალი ქვემეხი მისცემს საშუალებას ლულაში იგივე წნევის და იგივე უკუგორვის წარმოქმნით მიაღწიოს მეტ საწყის სიჩქარეს
მსუბუქ ტანკებს ეს ტექნოლოგია მისცემს საშუალებას ჰქონდეთ აბრამსის ამჟამინდელი ლულის საწყისი სიჩქარე ნაკლები უკუგორვით და ამავე დროს მიაღწიონ მეტ სწრაფსროლას
საარტილერიო ქვემეხებს ეს ტექნოლოგია მისცემს საშუალებას შეინარჩუნონ მაღალი სროლის ტემპი დიდი ხნით
This post has been edited by მილიტარისტი on 26 May 2017, 19:53
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Si vis pacem, para belum.