xDavid_Sარ ვიცოდი ნოჟი კონტაქტის კონტეინერებში თუ თავსდებოდა :/
ჩვენები სერიოზულს არაფერს არ ფიქრობენ ამ მხრივ მგონი და.... ასეთი რამ რომ გაკეთდეს კაი იქნებოდა...
1) სim-1-ის კომპლექტი Т-72АВ-ებიდან და Т-72М1-ებიდან Т-72Б1-ებზე რომ გადაიტანონ, რადგან :
ა) ამ უკანასკნელს უკეთესი ჯავშანი აქვს
ბ) უფრო ძლიერი ძრავა აქვს (თუმცა კაი იქნება თუ შეცვლიან ძრავს საერთოდ)
გ) აქვს 1А40-1 და აქვს შესაძლებლობა КУВ-ის გამოყენების (უკრაინული "კომბატები" ხომ გვაქვს)... ზოგიერთი (ვარაუდებზე დაყრდნობილი) ინფორმაციით Б1-ში ვერ ეტევაო sim-1-ის ნაწილებიო, თუმცა მეეჭვება
2) მოხდეს კორპუსის (მ.შ კოშკურის) მაქსიმალური დაფარვა კონტაკტ-1-ის კონტეინერებით და ელემენტები შეიცვალოს ნოჟით
3) კოშკურის და კორპუსის უკანა ნაწილების რეშოტკებით დაფარვა.... ძალიან რომ არ დამძიმდეს ალუმინიც წავა მგონი
4) ბორტების ქვედა ნაწილის (PT-91-ის ზოგიერთ მოდელსაც აქვს ასე) და შუბლა ნაწილის (როგორც PT-91-ზე და T-80-ზეა) რეზინაქსოვილის ხალიჩით დაფარვა
5) მეტყვიამფრქვევისთვის კოშკურის გაკეთება... ერაყულ ტეშკებზე როგორცაა... და ტყვიამფრქვევისთვის რამე კაი კოლიმატორი ან ჰოლოგრაფიული სამიზნე... რადნოი კოლიმატორი არ ვიცი რამდენად კარგია
6) საკვამლე ყუმბარების კოშკურის მეორე მხარეს დამატება...
7) შალგებისთვის რეზინის ბალიშები - ეს ნაკლებმნიშვნელოვანია
8) ეკიპაჟისთვის კევლარის ჩაფხუტები (რუსებს მგონი ფორმაც ქონდათ, რომელსაც ცეცხლისგან და ნამახვრევებისგან უნდა დაეცვა... დაჟე კორპუსის ნაწილიც მგონი შიგნიდან კევლარითაა დაფარული)
9) ტანკზე გარედან "ტელეფონის" დამაგრება , როგორც TUSK-ზეა... ქვეითებთან კავშირისთვის...
10) ქარის სენსორების დაყენება... ჩვენ Т-55АМ-2-ებს ეყენა... კაი იქნებოდა თუნდაც ასეთებს თუ დააყენებენ...
11) ჭურვები - 125მმ ქვეკალიბრული ჭურვები დიდი ჯავშანგამტანობით არ გამოირჩევა , ამიტომ კაი იქნება თუ ძირითადი ნაწილი თუ კუმულაციურები იქნება... უკრაინულები ან სხვა... საუკეთესო 125მმ-ები.... ასევე მართვადები
12) ძრავი - იუგოსლავებმა შეძლეს და 760 ცხ.ძ В-46 (ინდექსი შეიძლება მეშლება) 1000ცხ.ძმდე გააძლიერეს... და ამავე გზით რომ გავაძლიეროთ ჩვენც В-84-ები...
13) კაი იქნება კოშკურის შუბლა ჯავშანი თუ შეიცვლება და რამე უკრაინული ჩაშენებული დაყენდება
14) APU - ასევე უკრაინული წარმოების
15) ძრავის განყოფილების კერამიკული ნაწილით დაფარვა... სითბური ფონის შესამცირებლად
პ.ს ზოგიერთ Б1-ში ТНА-4-3-იც აყენია (БРДМ-ებში და БРМ-1К-ებშიც ეყენა ხოლმე მგონი) თუმცა sim-1-ს არა მგონია ეს დაჭირდეს... მარა შეიძლება სათადარიგო ვარიანტში ესეც ეგდოს
პ.პ.ს ბევრი მოვინდომე
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101