ვაგრძელებ თემის ირგვლივ.
ზოგადად რა სპეციფიკის არის ძრავები, რომლებიც გამოიყენება ჯავშანტექნიკაში
გარდა იმისა, რომ ასეთ ძრავებს მოეთხოვებათ უდიდესი გამშლეობა უწყვეტი მუშაობის პირობებში, ტემპერატურის დიდი ამპლიტუდის ფარგლებში, მტვერში თუ ნესტში და ა.შ.
მაგალითად ავღანეთში სამშვიდობო მისიაში არის კატეგორია მანქანებისა, რომლებიც ფაქტიურად არ ითიშება. ისინი ასრულებენ ისეთ ამოცანებს ისეთ ადგილებში, რომ მათ უნდა შეეძლოთ ნებისმიერ წამს დაიწყონ გადაადგილება. ასეთი მანქანები არ იცვლება, ამის ფუფუნება ქვედანაყოფებს არ აქვთ, იცვლება მათი პირადი შემადგელობა.
თვეების განმავლობაში ძრავები განუწყვეტლივ მუშაობს მტვრით გაჯერებულ ჰაერში სიცხეში.
გარდა გამძლეობისა ძრავებს, რომლებსაც ავალიათ დიდი წონების დაძვრა-გადაადგილება, სჭირდებათ შედარებით მეტი ბრუნვის მომენტი და ნაკლებად სჭირდებათ მაღალი ბრუნი წუთში ვიდრე მეტი ბრუნი წუთში ნაკლები ბრუნვის მომენტით.
http://auto.howstuffworks.com/auto-parts/t...sus-torque2.htmTorque moves the vehicle from a stop and helps it get up steep hills. As such, more torque is required to start a heavier vehicle than a lighter one. That's why torque is useful when towing -- torque is what allows you to pull heavy loads. When you see car ads on TV, they often discuss horsepower figures for performance and sports cars, while you're more likely to hear about torque in truck commercials [source: General Motors].
"ბრუნვის მომენტი ძრავს მანქანას ადგილიდან და ეხმარება მას ავიდეს დამრეც ბორცვებზე. მეტი ბრუნვის მომენტი არის საჭირო უფრო მძიმე მანქანის დასაძრავად ვიდრე მსუბუქი მანქანისა. ამიტომაც ბრუნვის მომენტი სასარგებლოა ტვირთის გაწევისას - ბრუნვის მომენტია რაც გაძლევს საშუალებას გადაადგილო მძიმე ტვირთი. მანქანების რეკლამებში უფრო ხშირად განიხილავენ ცხენის ძალებს სპორტული მანქანებისთვის, ხოლო სატვირთო მანქანების რეკლამებში უფრო მეტად ბრუნვის მომენტის შესახებ საუბრობენ [წყარო: ჯენერალ მოტორსი]"
ამავე დროს
https://www.quora.com/High-torque-gives-low...oes-this-happenმეტი ბრუნვის მომენტი გვაძლევს ნაკლებ სისწრაფეს, ხოლო ნაკლები ბრუნვის მომენტი მეტ სისწრაფეს
იმიტომ რომ მეტი ბრუნვის მომენტის მისაღებად ცილინდრში საწვავის აფეთქებისას წარმოქმნილი ენერგია უნდა განაწილდეს მეტ კუთხურ გადაადგილებაზე, მარტივად რომ ვთქვათ მუხლა ლილვი და დგუშის სვლა უნდა იყოს დიდი
ასეთ შემთხვევაში კი ბრუნვის სიჩქარე (ბრუნი წუთში) არის დაბალი, რაც ვერ უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის განვითარებას.
საპირისპიროდ, ძრავები რომლებიც არის შექმნილი სისწრაფისთვის, მათ ახასიათებთ მეტი ბრუნი წუთში. მათი კონსტრუქცია არის შესაბამისი. ასეთ ძრავებში ენერგია ნაწილდება ნაკლებ კუთხურ გადაადგილებაზე, რაც იძლევა მეტ ბრუნვის სიჩქარეს, სამაგიეროდ ასევე ამცირებს ბრუნვის მომენტსაც. ასეთ ძრავებს არ სჭირდებათ დიდი დეტალები, ისინი სიმძლავრეს უფრო მაღალი ბრუნით უზრუნველყოფენ ვიდრე მაღალი ბრუნვის მომენტით.
ამ ყველაფრის გამო სატვირთო მანქანებსა და ჯავშანტექნიკაში გამოიყენება ისეთი ძრავები, რომლებსაც აქვთ რაც შეიძლება დიდი მუხლა ლილვი და დგუშის სვლა, ამიტომაც არის ეს ძრავები ასეთი დიდი.
ასევე ამიტომ გამოიყენება ასეთ მანქანებში დიზელის საწვავი. დიზელი იწვის ბენზინთან შედარებით ნელა, საწვავის ენერგია ნაწილდება უფრო მეტ დროზე, რაც უფრო აძლიერებს ბრუნვის მომენტს მარტივად რომ ვთქვათ დიზელის ნელი წვა უკეთესია ნელა მბრუნავი ძრავებისთვის.
ამავე მიზეზით აქვთ მეტი ტორქი ელექტრო ძრავებს, ელექტრომაგნიტური ძალა როტორზე მოქმედებს გამუდმებით
ამიტომ აირჩიეს უკრაინელებმა საკუთარი ჯავშნის ძრავებისთვის ოპოზიტური სქემა. ასეთ ძრავებშიც მუხლა ლილვზე საწვავის აფეთქების ენერგია ზემოქმედებს თითქმის უწყვეტად.
This post has been edited by მილიტარისტი on 20 Jun 2016, 22:48