t-90არადა სწორს გეუბნება

მაკაროვის დამცველა ბლოკავს როგორც სასხლეტს (თითს ვერ გამოკრავ ანუ) ასევე დამცემსაც (რო მოახდინო რაღაც სასწაული და დაუშვა სასხლეტი) დამცემის მოქმედებისას ნემსა მაინც ბლოკირებულია.
მეორე ის, რომ დაშვებულ სასხლეტიანი მაკაროვიდან გასროლას გაცილებით დიდი ძალა ჭირდება, ვიდრე შეყენებულ დამცემიანი გლოკის დაშვებას

იარაღის უსაფრთხოებას რაც შეეხება, სწორი თქვა სკაუტამ, უსაფრთხოების ყველა წესი სისხლითაა დაწერილი + ამას ცალკე წესებია პისტოლეტისთვის დამატებით, ხოლო იარაღზე საუბრისას, უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია არასდროსაა... იარაღის მოხმარებისას კი არა ლამპუჭკის შეცვლისას არ დაუცვიათ უსაფრთხოების წესი და დაბრედილა ხალხი.
მაკაროვს რაც შეეხება, ეს თემა მე წამოვიწყე... და რატო: იარაღზე და კონკრეტულად პისტოლეტებზე საუბრისას 100 ადამიანიდან 95 აღნიშნავს და ხაზს უსვამს რო მაკაროვი მიუხედავად მისი იმ დადებითი თვისებებისა, რომელიც რიგითი მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი და პრაქტიკული მაინც ღლეობაა, იმიტომ რომ ძალიან არაზუსტია

ხოდა აქ უბრალოდ მე გავუსვი ხაზი იმას, რომ არამარტო მაკაროვია იმდენად ზუსტი რო 15 მეტრიდან თვალში, ხოლო 30 მეტრიდან შუბლში დაასვა ნებისმიერ მსურველს ტყვია, არამედ ჩემს ხელში მოხვედრილი ყველა პისტოლეტით შეიძლება ამის გაკეთება
მე კიდევ ვიმეორებ, იმ დანიშნულებით რითაც მე მჭირდება იარაღი, მაკაროვი მირჩევნია გლოკს (თუ რატომ წინა გვერდებზე ავხსენი) გლოკს სამარიაჟოდ მეც დიდი სიამოვნებით შევიძენ ცოტა ხანში

თუმცა ამის შემდეგ ნამდვილად არ გადავეწერები რუსული იარაღის მოძულეთა კატეგორიაში