მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დაიწყო
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2016“ ორფოლოს სასროლეთზე დღეიდან იწყება. საერთაშორისო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს სწავლების დაწყება მიულოცა.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ ძალიან კარგი სწავლების გახსნა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ერთად არიან ჩვენი ძმები უკრაინიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და აშშ-ის საზღვაო ძალებიდან. მიხარია, რომ აქ ზუსტად ის ხალხია, ზუსტად ის ქვეყნებია, ვისაც ასე ძალიან სჭირდება მშვიდობა. ეს სწავლება ზუსტად იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, საქართველო არ არის მარტო, უკრაინა არ არის მარტო, რუმინეთი და ბულგარეთი არ არიან მარტო, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მარტო და თითოეული ჩვენგანი დიდ საქმეს ვაკეთებთ. გმირობას არც ეროვნება და არც რელიგია აქვს. მიხარია, რომ აქ გამოიჭედება ის სამხედრო ძმობა, რაც ასე აუცილებელია წარმატების მისაღწევად“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
სწავლების ოფიციალურად გახსნის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცრები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა სწავლებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების ხელმძღვანელისგან, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძისგან „Agile Spirit 2016“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები მოისმინა.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
სამხედრო წვრთნების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება.
„Agile Spirit 2016“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სამეთაურო საშტაბო სწავლება ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე 3 სექტემბერს დაიწყება.
სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 9 სექტემბერს დასრულდება.
Multinational Military Exercise Agile Spirit 2016 Launched
The multinational military exercise Agile Spirit 2016 has started today on Orpolo firing range in Akhaltsikhe. Chief of General Staff, Major-General Vakhtang Kapanadze opened the international exercise and congratulated the Georgian and foreign military personnel on the beginning of training.
“It is a great honor for me to open this exercise. I am very delightful that our brothers from Ukraine, Romania, Bulgaria and the U.S. Navy Forces are here with us. I am very glad that people represented here and their countries appreciate peace. This training is a symbol that Georgia, Urkaine, Romania, Bulgaria and the U.S. are not standing alone and we are doing great job. Heroism does not have nationality and religion. I am very glad that friendship will be forged here that is very important for future success,” said General Kapanadze.
The representatives of the Georgian Armed Forces and local government of Samtskhe-Javakheti region attended the official opening ceremony.
Following the official part of event, Chief of General Staff got familiar with the infrastructure of the exercise and was briefed by the Exercise Commander Colonel Malkhaz Makaradze about the scheduled activities and future plans within Agile Spirit 2016.
The military exercise is conducted by the General Staff of the Georgian Armed Forces and the U.S. Marines. Participating nations of the exercise also are: Bulgaria, Romania, Ukraine and Latvia.
The goal of the exercises is to maintain and strengthen relations with the U.S. and partner countries, support the regional security, improve defensive and offensive operation skills.
Agile Spirit 2016 includes the command post and field exercises. The CPX will start on the territory of the IV Mechanized Brigade in Vaziani on September 3.
The exercise will be officially closed on September 9.












