თვალში მომხვდა კაზზე დაწერილი პოსტები, კოლხიდაზე. ყველა შინმოუსვლელს ეძახის და გულში მაინც გაიფიქრებს ალბათ ''ოხ ეს ქართული ხარისხი''...მაგრამ რეალურად რა ხდებოდა იქ ლაპარაკობენ კი ამაზე?
ხშირად მიყვებოდა ახლობელი რომელიც ერთ-ერთი საამქროს უფროსი და ინჟინერი-ოსტატი იყო კაზზე ინფორმაციებს. შეიძლება მიკერძოებულად ჩათვალონ მაგრამ არამგონია ასე არაფრად ჩასაგდები ყოფილიყო მისი აზრი....

რასაც მოსკოვიდან მიიღებდა დავალებას ქარხანა იმას ასრულებდა, რა ტექნოლოგიასაც გადასცემდნენ ვალდებული იყო ის გამოეყენებინა, ასეთ პირობებში როცა მოსკოვი თავის ქარხნებს უფრო მეტ ''პატივში'' ამყოფებდა ვიდრე ქუთაისისას რა უნდა ექნა კაზს?
მახსოვს ყვებოდა, ხელით ვაწყობდით ქარხანაში და მერე მოგვცეს ბელორუსიიდან ამწყობი მეორადი გამონაცვალი საბჭოური კონვეიერი, რომელიც დაყენებიდან მეორე დღესვე აჭრეს რადგან არ იმუშავა და ისევ ძველებურად კეთება გავაგრძელეთ, სამაგიეროდ როცა რუსეთში გამიშვეს მივლინებით იქ კამაზის ქარხანაში არასაბჭოური, იტალიური და გერმანული ჩარხები ეყენათ კომუნისტებს და ''თავისი ქვეყნის'' წარმოებას დაჰკანკალებდნენ თავზე განსხვავებით კაზისა
ამიტომ ხარისხი იქ უკეთესი იყო

სხვადასხვა ნაწილებს სხვადასხვა საამქროები აკეთებდა, ანუ ერთი მანქანა გაივლიდა სხვადასხვა საამქროებს და ბოლოს გამოდიოდა აწყობილი, ვერცერთ მანქანა ვერ გაივლიდა
ხაზს ისე რომ ერთ საამქროს მაინც არ ჩაეგდო საქმე და ცუდი ნაწილებით არ მოემარაგებინა
პრობლემა იმაში მდგომარეობდა რომ ჯერ საბჭოური მიდგომა რა იყო რაოდენობა და არა ხარისხი და მერე შევარდნაძემ თავისი გარდამავალი დროშების მოგებისათვის ხომ დააა სამარა წარმოება, დროშებისთვის უნდა ეწარმოებინათ დიდი რაოდენობით პროდუქცია, ამიტომ ხარისხი ქართლი პროდუქციის გაფუჭდა სსრ ში და მითუმეტეს ამ დროს რა მოუვიდოდა ქარხანას რომელსაც დრო ტექნიკურად გათვლილი აქვს და ვერ შეამცირებს?
დაიწყეს ნორმაზე მეტი სატვირთოს გამოშვება და ხარისხიც მიწასთან გასწორდა
მაგ. ერთ-ერთ საამქროში გადამცემ სავალი ნაწილის წარმოება ხდებოდა სადაც მაღალ ტემპერატურაზე მგონი თუ კარგად მახსოვს აზოტის ზემოქმედებით ხდებოდა იმ ნაწილის დამუშავება და ამით ნაწილის ცვეთის თავიდან აცილება ხდებოდა, ამას ჭირდებოდა მგონი 48 საათი, როცა ხელმძღანელობა მოდის და ეჩხუბება ინჟინრებს რომ გინდა თუ არა ამდენი უნდა აწარმოოო როგორ შეემცირებინა ის 48 საათი ინჟინერს? ხოდა დაიკიდებდნენ იმ ნორმებს,ჩალიჩით სხვაგვარად გააკეთებდნენ იგივე ფერი რომ მიეღო ნაწილს და ამოუშვებდნენ, აბა რა მოუვიდოდა კოლხიდას იმ ნაწილით რომ ივლიდა? ლოგიკურად გაფუჭდებოდა იმდენი ცვეთით. ასეთ დღეში აგდებდნენ ყველა საამქროს.
სამაგიეროდ მერე შევარდნაძე გახარებული სიამაყით იბღინძებოდა მოსკოვში პარტიულ შეკრებაზე, აი ქუთაისის ავტოქარხანა ამდენ სატვირთოთი ამარაგებს საბჭოეთსო და გარდამავალ დროშასაც გადასცემდნენ ზარზეიმით , ქარხნის წარმოებული პროდუქტი კი დასამარდა ამ დროს


კაბინები რომ შეეღებათ მეტალი უნდა დამუშავებულიყო-გაწმენდილიყო და მერე შეეღებათ, მაგრამ როგორ აკეთებდნენ სიჩქარეში? ზეთიან მოთხვრილ კაბინას ტილოთი მიადგებოდნენ და მერე ჰაიდა მიასხამდნენ საღებავს, დიდი ხანი იდო გეგმაში და არ დააწია საშველი მთავრობამ რომ დაეყენებინათ დანადგარი რომელზეც დაკიდებნენ კაბინებს და წრეზე ატარებდა და კაბინას ჩაუშვებდა საღებავში და მერე ამოწევდა. ხანდახან ბევრი დრო გვქონდა და კარგი პარტია გამოდიოდა კაზის რუსებს გახარებული მიჰყავდათო იხსენებს... აი ასეთი იყო შინმოუსვლელი დამცირებული ქართული კოლხიდას ბედი

სხვათაშორის ბოლო ეს მოდელი 4540 მართლაც კარგი იყო პროექტით, ტყუილად არ იყიდნენ კანადელები საბჭოეთის მიყრუებულ რესპუბლიკაში,როცა ევროპის წარმოება იყო იქვე.
მაგარი გამავლობა ჰქონდა, მახსოვს ბავშვობაში ტალახში ჩარჩენილი კამაზი როგორ გამოიყვანა, ბევრი დადებითი ქონდა ამ მხრივ. მაგრამ სსრ დაიშალა, საქართველომ კაზი დაიკიდა და ქარხანას თავისივე ხელით მოუღო ბოლო. იმის მაგივრად რომ თუდნაც ელემენტარული ნაგვის მანქანად, სახანძროდ, სამხედროდ დაეწყო შესყიდვა და ქარხანას წარმოების უნარი შერჩენოდა ვიღაც ბეჟუაშვილს მიჰყიდეს. რომელ ბიზნესმენს აინტერესებს ქართული წარმოება რომელიც დიდად მომგებიანი არაა და მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს შეიცავს? ჰოდა ეს ქარხანაც 6-10 მილიონიანი ინვესტიციის ნაცვლად რითაც საკმაოდ გაძლიერდებოდა, ამის მაგივრად ნაწილ-ნაწილ დაშალეს, გაყიდეს დანადგარები და ამ გზით მაქსიმუმი მოგება ამოიღო ბეჟუაშვილმა, ამოწურა ქარხანა. ის მცოდნე სპეციალისტები კი სახლში დაჯდა და ასაკთან ერთად ქრება ცოდნა, ბოლო ინჟინრები და სპეციალისტები ქრებიან ნელ-ნელა.
არადა დღეს რომ შეენარჩუნებინათ, განა ცუდი იქნებოდა? რატომ უნდა იაროს ჯარისკაცმა კრაზით და კამაზით? ფრანგები ასე სულელები არიან რომ მ4 და ჯ36 ებს საკუთარი იარაღი ამჯობინეს???
ან ცუდი იქნებოდა ტატრადან 8X8 შასის ლიცენზია რომ გვეყიდა და ქუთაისის ქარხანას გამოეშვა? მშვენიერი უნივერსალური ბაზა გვექნებოდა არტილერიისთვის და ჯავშანტრანსპორტიერებისთვის....მაგრამ ჩვენ ჩვენივე ბედნიერებას და განძს ჩვენივე ხელით ვუღებთ ბოლოს

..........დღეს რეალურად აღარც ქარხანა არსებობს, აღარც დანადგარები, აღარც გამოცდილება და აღარც სპეციალისტები

პს. იმედია მოდერი პოლიტიკურ პოსტში არ ჩამითვლის.....როგორც არ უნდა ვეცადოთ სამხედრო მრეწველობაა და თუ ისტორიას გადავქექავთ ხოლმე მცირედით მაინც გვიწევს შეხება ამ თემასთან

)))))))