შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას შალვა ჯაბახიძე უხელმძღვანელებს11:17 2016-03-07
პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში 1999 წლიდან მსახურობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე წარადგინა.
როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი სენაკიდან იტყობინება, მინისტრმა ჯაბახიძე სამხედროებს წარუდგინა და მის მიღწევებზე ისაუბრა.
პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში 1999 წლიდან მსახურობს. სარდლობამდე ის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის მეთაური იყო.
ჯაბახიძის სამხედრო ბიოგრაფია აფხაზეთის ომით იწყება, სადაც ის მოხალისედ წავიდა და შავნაბადის ბატალიონში ფაქტობრივად ომის დამთავრებამდე იბრძოდა.
ჯაბახიძეს მიღებული აქვს ჯილდოები, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები - "გენერალი კვინიკაძე", "გენერალი მაზნიაშვილი", ასევე "სამშობლოსთვის თავდადებული," გარდა ამისა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და აშშ-ს მედლები საბრძოლო დამსახურებისთვის 2006-2007 წლებში.
http://www.newposts.ge/?l=G&id=101476-ხ