თავდაცვის მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილის კანდიდატურა განიხილება
12 JULY, 2016 1 დღის და 59 წუთის წინ 4971
თავდაცვის მინისტრის პოსტზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის კანდიდატურა განიხილება.
ამის შესახებ Front News-ს მთავრობის კულუარებში განუცხადეს.
კახა კახიშვილთან კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრი პირადად აწარმოებს და მასზე თანხმობა ბიძინა ივანიშვილსაც მიცემული აქვს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
Front News-ის ინფორმაციით, კახიშვილი ბოლო პერიოდში ამერიკის ელჩს იან კელსაც რამდენჯერმე შეხვდა, სადაც შესაძლოა, საუბარი მის მომავალ თანამდებობასაც ეხებოდა.
როგორც ცნობილია, კახა კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში თავდაცვის საკითხებზე მუშაობდა.
კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად 2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა.
"რესპუბლიკურმა პარტიამ" ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შესაბამისად, "რესპუბლიკელი" მინისტრები - თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ, გიგლა აგულაშვილი კი მთავრობაში რჩება.
http://frontnews.ge/ge/news/104719ამათ ხო არ აჟრიალებთ ტო?
აკი კობალაძეო?