https://www.nytimes.com/2017/06/18/world/mi...amic-state.htmlსირიაში რუსულ და ამერიკულ კოალიციებს შორის კონფლიქტი სახეზეა
ამჯერად აშშ-ს F/A18-მა ჩამოატრაწა ასადის სუ 22 ალ ტაბქასთან. ეს ქალაქი სირიის ცენტრშია ასადის ტბის სამხრეთ კიდეზე
აპრილში ამერიკელებმა აერომობილური ოპერაცია ჩაატარეს და ალ ტაბქასთან გადასხეს "სირიის დემოკრატიული ძალების" მებრძოლები თავისი ამერიკელი მრჩევლებიანად
ამ ოპერაციის შესახებ შეატყობინეს რუსებს
ოპერაციას საჰაერო მხარდაჭერას უწევდა ავიაცია რა თქმა უნდა. სუ 22-ის ჩამოგდები სუპერჰორნეტი ავიამზიდ ბუშიდან იყო აფრენილი
გაფრთხილების მიუხედავად ალ ტაბქასთან გამოჩნდა ასადის სუ 22 და მებრძოლების სიახლოვეს ბომბები ჩამოყარა
როგორც ამერიკელები ამბობენ ღია არხზე პილოტის გაფრთხილებას შეეცადნენ უშედეგოდ
სუპერჰორნეტმა ამის შემდეგ ულაპარაკოდ აჭამა სუ 22-ს
პილოტის ბედი უცნობია
შეგახსენებთ მანამდე ამერიკელებმა საჰაერო იერიში მიიტანეს პროასადისტებზე სირიის სამხრეთ დასავლეთში, რომლებიც უახლოვდებოდნენ "სირიის დემოკრატიული ძალების" პოზიციებს
და ფ15-მა ჩამოატრაწა ირანული დრონი, რომელმაც საჰაერო იერიში მიიტანა აშშ კოალიციის პოზიციებზე
ასადისტებმა ესროლეს საუდების ფ15-ს თუმცა განადგურდა თუ არქ ჯერ უცნობია, კადრებში პირდაპირი მოხვედრა არ ჩანს, თუმცა რაკეტა ძალიან ახლოს ფეთქდება თვითმფრინავთან
პ.ს.
ეს გაუგებრობები ხდება იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია (მატისი განსაკუთრებით) ისეთივე ჩმორები ჰგონიათ როგორც ობამა თავისი გადატვირთვის პოლიტიკის იდეებით.
ალბათ მალე მიხვდებიან, რომ აშშ აღარ იხევს უკან ძალის გამოყენებაზე
This post has been edited by მილიტარისტი on 19 Jun 2017, 09:25