საქართველო ჩეხური წარმოების იარაღის შეძენას აპირებსპარასკევს, 23 ივნისს, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ კომპანიების - "აერო ვოდოხოდის", "ვოპ ცზ"-ის, "ვრ ჯგუფის", "ტატრას", "დსიას", "ომნიპოლისა" და "ერას" წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათ დაინტერესებულ აუდიტორიას კომპანიების ძირითადი მიმართულებები, ისტორია და წარმოების არეალი გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კომპანიები აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკას, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო სივრცეებისთვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არსებული სიტუაცია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ არის, რეალურად, ოპტიმისტური. ასევე მიიჩნევს, რომ თავდაცვის თვალსაზრისით ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის განსხვავება არ არის და ორივე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს.
"მნიშვნელოვანია სამხედრო წარმოების კომპანიებისა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა შეხვედრაც. ჩვენ შეგვიძლია, მრავალფეროვანი პროდუქტი შემოგთავაზოთ ხარისხის შესაბამის ფასად. სამხედრო წარმოების კომპანიებისა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ისაუბრებენ ამ საკითხზე და, შესაძლოა, დაიგეგმოს შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რათა გაეცნონ წარმოების პროცესსა და კომპანიების საქმიანობას - ეს არის საქართველოსთან არსებული ურთიერთობის ნაწილი", - განაცხადა მარტინ სტროპნიცკიმ.
კონკრეტულად რა ტიპის სამხედრო თანამშრომლობაზეა საუბარი და ხომ არ გეგმავს საქართველო ჩეხეთისაგან სხვადასხვა ტიპის შეიარაღების შეძენას? თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დეტალები საიდუმლოა.
სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჩამოთვლილი კომპანიები საკმაოდ სერიოზული მწარმოებლები არიან. ჩეხეთთან ურთიერთობის მაგალითი იყო 2006-2007 წლებში, როდესაც საქართველომ შეიძინა შეიარაღების საკმაოდ სოლიდური პარტია. ამას გარდა, ნებისმიერი თანამშრომლობა ნატოს წევრი სახელმწიფოს საბრძოლო კომპლექსის წარმომადგენლებთან წინ გადადგმული ნაბიჯია.
"საკმაოდ სერიოზული კომპანიებია, მუშაობენ სხვადასხვა ტიპის იარაღის წარმოებაზე. ასევე, იქნება საუბარი სამხედრო ტექნიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ქართული შეიარაღების ტიპების მოდერნიზაციასა და ნატოს სტანდარტებზე გადაყვანაზე. ჩეხეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო და მუშაობს ნატოს სტანდარტებზე.
"ჩეხური და ქართული საწარმოები, ორივე მრავალპროფილიანი საწარმოებია და მათ თავისუფლად შეუძლიათ, ითანამშრომლონ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებაში უკვე გამოიყენება ჩეხური წარმოების იარაღები: პისტოლეტი - "ჩე-ზე 75 შადოუ", რომელიც სხვადასხვა დანაყოფის შეიარაღებაშია; საბრძოლო ტანკი "ტ-72 სიმ1"; საარტილერიო სისტემა "რმ-70", 152 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "სპგჰ დანა", კომპანია "აერო ვოდოხოდის" მიერ წარმოებული სავარჯიშო საფრენი აპარატი "ლ-39 ალბატროსი" და სხვა.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=37189რას ვყიდულობთ ნეტა ??
This post has been edited by dimonds on 27 Jun 2017, 00:26