gugusha-lსრულფასოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რა შეეძლო ჩვენს ქვეყანას. ქაღალდზე შემადგენლობაც შესაბამისი იყო და ფულსაც ჭამდა შესაბამისს.
ეგაა პრობლემა, ქაღალდზე რომ გყავს საჰაერო და საზღვაო ძალები, მაგრამ ნორმალურად შენახვის ერთი ადგილი არ გაქვს და რაში ხარჯავ ფულს, ვერ გაგიგია.
ძალიან ბევრი უსაფუძვლო ლეგენდა დადის, მაგალითად რომ საჰაერო და საზევაო ძალებს არ ექცეოდა ყურადღება და მარტო სახმელეთო არმიას დაჰფოფინებდნენ, არ აკლებდნენ არაფერს.
2008 წელს რას წარმოადგენდა ჩვენი არმია? ყველაფერი ჰქონდა?
ბუკის ერთად ერთი!!! გამშვები, სპაიდერის ყველაზე ბიუჯეტური ვერსიის ერთი ბატარეა და რამდენიმე ოსა - ეს იცავდა სულ ქართულ ცას.
ბევრია?
არმია სატვირთოებითა და სამოქალაქო პიკაპებით მოძრაობდა ჯავშნის უქონლობია გამო.
რეზერვი ყვითელი ავტობუსებით დაგვყავდა.
ლეგენდა ჩვენი არტილერიის სიძლიერეზე ვიკიპედიის დონეზე კვდება 2 წუთში, როცა რუსულ არტილერიას ადარებ, ბრიგადისა და დივიზიის დონეზე.
სადაა აბა სახმელეთო არმიაზე აქცენტი, რა უყიდეს არმიას?
ამ დროს მი-24-ებისთვის იმ რაოდენობის შეიარაღება იყო დამარაგებული, დღემდე ომი გაგრძელებულიყო, ჯერ არ გვექნებოდა გახარჯული.
რა აზრი აქვს ფორმალურად სრულფასოვან საჰაერო ძალებს, თუ რეალური ბრძოლისუნარიანობა 0-ზეა?
* * *
zzz77ჰო გვინდა რაღაც, რომ მიფრინდეს დამრღვევთან, ფრთები უქნიოს, კაბინიდან შუა თითი დაანახოს...
თუ ვერ დაეწია, ერთ კარგ გინებას მაინც მიაწევს და მობრუნდება უკან