შევარდნაძის დროს "დაჰფოფინებდნენ" უფრო "შინაგან ჯარს"დარწმუნებული ვარ,კატეგორიულად უარყოფენ იქ ნამსახურები ხალხი.მაგრამ ასე იყო.ეს "ფოფინიც" ფარდობითი იყო.თავდაცვის სამინისტრო არ იყო ჯერ დალაგებული და ორგანიზებული.უფრო ზუსტად იყო სრული "ბარდაკი" საშუალო და დაბალ დონეზე."მხედრიონს"(საერთოდ რისთვის იქმნებოდა(თან ვის მიერ) და რად გადაიქცა...) ისედაც ჰყავდა "პატრონი".თუმცა "მხედრიონს" როგორც ასეთს არც ჰქონდა დაა რც უნდოდა სინამდვილეში იგივე შეიარაღება,რაც ჯარს ვთქვათ.საერთოდ ეკიდა ედუარდას ხელსიფულებას ჯარიც,ფლოტიც და ავიაციაც.სხვა თუ არაფერი,არ ენდობოდა და ეშინოდა საკუთარი ჯარის.
მიშას დროს...მე პირადად მიშას დროს არ ვიყავი საქართველოში და ვიცი ის,რასაც ვხედავდი შორიდან.კი ბატონო,შეიქმნა ეს "საექსპედიციო ჯარი",რომელიც შევარდნაძის დროინდელ ჯართან შედარებით ოცნება იყო,მაგრამ თავიდან ბოლომდე გათვლილი "ერთჯერდ მოხმარებაზე",ანუ აფხაზებისა და ოსების დასაშოშმინებლად.ავიაციაში არ ვიცი ზუსტად რა ხდებოდა.ფლოტში ცნობილია რაც ხდებოდა.ოქრობიჭმა და შემდგომ მისმა მემკვიდრეებმა ყველაფერი გააკეთეს მის მოსაშლელად.რატომ?

არა,ოქრობიჭს ფლოტის ჯინი არ სჭირდა.სხვა რამ აწუხებდა.სხვა რამეებს ჩალიჩობდა ჯიგარი.მიმხვედრი მიხვდება ზოგადად მაინც თუ დაუკვირდება კარგად მოვლენათა მსვლელობას.მე ვერ გამოვიტან საჯარო სივრცეში ყველაფერს.მიშაც არ ენდობოდა საკუთარ ჯარს,განსაკუთრებით აგვისტოს კატასტროფის შემდეგ და დაიწყო სასამართლოები "დეზერტირობის" მუხლით,"მოღალატეთა მხილებები",უბრალოდ ჯარიდან ხალხის გაყრები,ძაღლობიდან და უშისროებიდან ხალხის დანიშვნა ჯარში((!!!)მიმიქარავს ბოლსევიკების დროინდელი კომისარები და პოლიტხელმძღვანელები) და ა.შ.გარეგნულად ყველაფერი დავარცხნილი დარჩა,კი.ფლოტს ავიაციაც მიაყოლეს ზედ.ჩემთვის პირადად ჯერ კიდევ გამოცანაა რა ვალდებულებები აიღო ხელისუფლებამ სარკოზის შუამავლობით

მოვლენათა განვითარება რაღაცაზე მეტყველებს,მაგრამ სამწუხაროდ დარწმუნებული ვერ იქნები კაცი.
ბიძო და ქოცმმართველობა ჩემი აზრით იყო ნაცმმართველობის გაგრძელება,უფრო მსუბუქ და დავარცხნილ ფორმებში.ერი გეგმის ნაწილებია მხოლოდ.შეიარაღებული ძალებისადმი დამოკიდებულებაც არ შეცვლლა შესაბამისად.ერთი ფაქტი რჩება ფაქტად:რუსეთშ ხომ არა და არ აწყობს ჩვენი შეიარარებული ძალების განვითარება...კი არა არსებობაც.არც ქართული ფლოტის არსებობა მის ზურგსა და ფლანგზე(ამ საკითხს შევეხები შესაბამის თემაში) და ბუნებრივია არც ავიაციის ყოლა.საუბედუროდ რუსებისა და ჩვენი
დასავლელი პარტნიორების" ინტერესები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს!დანარჩენი უფრო "იდეოლოგიური დივერსიაა",რომელიც წარმატებით ხორციელდება და ბევრი ჩვენიც იტაცებს დიდი აღტკინებით და დიდი მცოდნის ტონით.აბა ვენ თუ არ ვიცით,სხვამ ვინ იცის?ჩვენ როგორც ვიცით,ისეა ჭეშმარიტი და მორჩა!აჰა შენ "სატოპკე" ათას გადამთიელს!
რაც შეეხება ავიაციას.ავიაცია კი მიყვარს,მაგრამ დიდად ვერ ვერკვევი,რომ განვიხილო წვრილმანები.ეს უფრო შესაბამისი სპეციალისტების საქმეა,რომლებიც დიდი მონდომებით ჩამოვაშორეთ თავიანთ საქმეს.ჩემი აზრით არსებობს სამოქმედო სივრცე.სადაც უნდა იმოქმედოს როგორც ჩვენმა,ისე მტრის ავიაციამაც და ეს სამოქმედო სივრცე თუ არ ვტყუვდები,არის საკმაოდ მცირე...საკმაოდ მცირე საიმისოდ,რომ ვინმემ აქ ბეღურების გუნდივით შემოყაროს ათასობით თვითმფრინავი,ანდა ჩვენ ავაფრინოთ აეროდრომებიდან.რომ ვიყოთ რუსეთის მასშტაბების,ანდა აშუშუსავით მოდებული მსოფლიოს,მაშინ სხვა ამოცანები და მოთხოვნები გაგვიჩნდებოდა.მაშინ დიდი სივრცე გვექნებოდა გადასაფარი და ასევე მრავალი მოწინააღმდეგე აშუშუს შემთხვევაში საკუთარ ქვეყნიდან შორს და დანაკარგების სწრაფი შევსების შესაძლებლობის არქონით.
ჩემი აზრით უნდა გამოვიდეთ ჩვენი მასშტაბებიდან და სამოქმედო სივრცის ზომებიდან და არა იქედან,თუ ვის რამდენი თვითმფრნავი აქვს შეიარაღებაში.
ამდენად რაიმე
დასაბუთება ავიაციის არყოლისა ეკონომიკური სიძნელეებით არის ან უბრალოდ სრული უცოდინარობა ამ საკითხის,ანდა შეგნებული "საბოტაჟი"! ნუ გამაგრძელებინებს ახლა აქ ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობას და დასაბუთებებს.მხოლოდ ბრმა ვერ ხედავს რა ხდება ქვეყანაში და როგორ