#53198492 · 2 Aug 2018, 15:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zzz77
QUOTE | ხმელეთზე ბევრი რამეა დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე,მეთაურობაზე და მებრძოლის სულისკვეთებაზე |
QUOTE | მეთაურობაზე და მებრძოლის სულისკვეთებაზე |
ორივე დეფიციტურია როგორც ვიცი. მაგრამ. რაც არ უნდა მოტივირებული ჯარი გყავდეს, როცა თავზე მტრის ავიაცია ბატონობს, ჩალის ფასი აქვს მაგ შენ ქვედანაყოფებს. თუ არ გინდა რომ დაგიხოცონ, სადმე უღრანი ტყის ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომპლექსიუნდა გააკეთო და იქ დამალო. მაგრამ გამოხვალ გარეთ და იქვე მოგკლავენ. იმიტომ რომ ავიაცია ომის მეფეა.... როცა მტერს აქვს რაღაც, შენ მისი საპირწონე უნდა გქონდეს თუ გინდა შეეწინააღმდეგო. მხოლოდ პევეოთი ვერაფერს იზავ. ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. პევეო განკუთვნილიაკ ონკრეტული ობიექტების დასაცავად და არა ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დასაცავად.
QUOTE | 5000 უტევდეს ტანკებით ავიაციით და ვერ იღებდეს |
აღება თუ უნდა აიღებენ, მით უმეტეს ავიაციის განხრიტ მოწინააღმდეგე არ ეყოლება. პრობლემები ნაკლებია.
QUOTE | სირიის მაგალითი აიღე,ეხლა კი გარდატეხა მოახერხეს მაგრამ რა მსხვერპლის გაწევა უწევდათ რუსული ავიაციის დახმარების ფონზეც კი. |
ცუდი მაგალითია, სირიაში სამოქალაქო ომია და არა 2 ქვეყანას შორის მიმდინარე კონფლიქტი განადგურებაზე. მანდ მაგ ქვეყნისმ ეთაურს მაგ ქალაქის სრული დანგრევა იდეაში არ აქვს, რა გამოსდის ცალკე თემაა, მაგრამ სამოქალაქო ომი პრინციპულად და არსით განსხვავდება სამამულო ომისგან.
QUOTE | ჰაერში სიტუაცია სხვანაირია,იქ ტექნოლოგიურ უპირატესობას უნდა ფლობდე |
დღეს არავინ გიშლის მერე ეგ უპირატესობა იქონიო. შენით შეგიძლია აწარმოო რაც გინდა, 21 საუკუნეში ხარ. არის ამისი ბევრი შესაძლებლობა, აეროდინამიკის მხრივ კიდევ მიგ-29, სუ-27 ან მათი ჩინური ანალოგები, საკმარისზე უკეთესები არიან ნებისმიერი საჰაერო ბრძოლისთვის, აიღე გააუმობესე დაუდგიწესიერი ელექტრონიკა და რადიო ლოკაცია. ამას ბოდიში და ტრაკიდან ხელის გამოღება და თავის გაჭანჭყარება უნდა, მაგრამვისზე ვლაპარაკობთ? რომელი ავიაცია? სამშობლო გაგვიყიდეს 1 მუჭა ახვრებმა. ფულზე გაყიდეს პირდაპირი მნიშვნელობით.
QUOTE | კარგი თვითმფრინავი კი ძალიან ძვირია |
70 იანი წლების ბოლოს გამოშვებული კონცეპციის ყველა თვითმფრინავი კარგია, მოდერნიზაცია მხოლოდ ელექტრონიკას უნდა. ეგ პრაქტიკა არსებობს, ბოლო ბოლო ისრაელი აკეთებს. მიგ-21 ები გააუმჯობესეს ისეთნაირად რომ თანამედროვე ამოცანების შესრულება შეუძლია. არაფრით არ ჩამოუვარდება იგივე სერიულ მიგ-29 ს. მეც მქონდა ადრე 2008 ში ამაზე ლაპარაკი და იდეა... ყველს კიდია ეგეთები. მიგ-29 ებს 3 მილიონად იყიდდი სადღაც 10 წლის უკან. ახლა არ ვიცი. გაუმჯობესებიანად უარეს შემთხვევაში 5 მდე დაგჯდომოდა ერთეული, იმ დროს როცა ახალი ქარხნიდან გამოგორებული 20 და ზემოთ ღირს. ამოცანას კიდე თავისუფლად შეგისრულებდა რაც გჭირდება.
QUOTE | მფრინავს უნდა ამზადებდე,ეს კი ყოველ საათში რამოდენიმე ათასია ერთ თვითმფრინავზე |
მფრინავის მომზადება რამე დიდი სირთულე გგონია თანამედროვეობაში? ტრენაჟორებიც კი გამოგონილია ბოლო ბოლო. სადაც გადატვირთვებსაც მისცემ თუ გინდა როგორიც საჭიროა. რა პრობლემაა? მთელი საჰაერო ბრძოლების მოწყობა შეგიძლია ვირტუალურად. ისე რომ შედაერებით კაპიკები დაგიჯდება. ისევ მოდნომების საკIთხია.
QUOTE | ნუ ჰაერი ისედაც საიმედოდ უნდა ჩაკეტო |
როცა არ გყავს თვითმფრინავი რითი კეტავ? მიწა ჰაერი რაკეტებით? ეგ გიმეორებ მხოლოდ გარკვეული უბნების თემაა და არა მთელი რეგიონის. ეგ უბნები კიდევ არც ისე დიდებია, გვერდს აუვლიან თუ გავლა უნდათ, თუ არა და მაგ უბნამდეც არ მოვლენ, შორს მფრენ ფრთოსან რაკეტას დაგიშვებენ, რომელსაც უკვე ვერ აიღებს ეგ შენი პევეო. უკვე რაკეტ საწინააღმდეგო გინდა. რომელსაც ცოცხალი ტავით არავინ მოგცემს ამიტომ გინდა თვითმფრინავი რომ სზღვრისპირად იბარაჟიროს და საჭიროების შემთხვევაში მტრის ტერიტორიაზევე ჩამოაგდოს მტრის თვითმფრინავი რომ მან შორს მსროლელი რაკეტები ვერ გამოუშვას. საჭიროების შემთხვევაში მტრის ტერიტორიაზეც უნდაგადხვიდე და იქ ჩაატარო ოპერაციები. მიწაზე მყოფი ჯარით როგორ იზავ ამას? როგორ დაკეტავ დარიალის ხეობას რუსეთის მხრიდან? ან გინდაც როკის ღელტეხილს? გინდაც დაღესტნის გზებს? რას უპირებ? ამისთვის გინდა მოიერიშეები რომ იქ ბომბები მიიტანონ, მათ დასაცავად კიდევ გინდა გამანადგურებელი ავიაცია რომელიც დაიცავს თავისნაირებისგან. ელემენტარულია. არ გყავს არც ერთი? ჩათვალე ომი წააგე დაწყების პირველივე წუთიდან.
QUOTE | მერე რაოდენობა 12 არის მიზერი თან 12 თუ გყავს ეს არ ნიშნავს რომ 12ვე სრულ მზადყოფნაში გეყოლება |
და ხელს რა გიშლის?
QUOTE | ზოგს გეგმიური რემონტი დაჭირდება ზოგს არაგეგმიური |
ომი მოულოდნელად არასოდეს იწყება, მიუხედავად პროპაგანდისა რომ გერმანია მოულოდნელად დაესახ საბჭოეთს თავს, საბჭოთა კავიშრა კარგად იცოდა წუთი და წამი როდის მოდიოდა მტერი. ასევე იყო 2008 შიც, ძალიან კარგად იცოდა ჩვენმა ხელისუფლებამ რაც ხდებოდა როგორც ხდებოდა. თანაც მოხდენამდე მთელი თვეებით ადრე. შენ თუ ომს აპირებ და ამ დროს ავიაციას სარემონტოდ უშვებ, მოღალატე ხარ, გინდაც 3000 გყავდეს მაინც წააგებ.
QUOTE | ხოდა საშუალოდ გეყოლება მზად 8-9 თვითმფრინავი რაც მიზერია ხარჯი კი დიდია |
ხო და ხო გითხარით უკეტესი გამოსავალი, ჯარის შენახვაც ხარჯია. მაინც ვერავის ომს ვერ მოვუგებთ და გავაუქმოთ დავშალოთ გავუშვათ სახლებში, მილიარდ ლარს ხო ჭამს ჯარი წელიწადში? პენსიებზე და მასწავლებლებზე გადავანაწილოთ და პენსია გახდება 250ლარი მასწავლებელს კიდე 100 ლარი დაემატება. რად გვინდა ჯარი? ხარჯია ბლინ
QUOTE | ამიტომ გააუქმეს ავიაცია თორემ კი არ ეზედმეტებოდათ |
ავიაცია გააუქმეს 2009 წელს, მიშას ბრძანებიტ, შეუერთეს სახმელეთო ძალებს. რაც მე თუ მკითხავ პირდაპირი სიტყვით სახელმწიფო დანაშაულია. რის გამოც წესით ეგ ადამიანი 20 წლიანს უნდა იხდიდეს. მეორე სუფთა ღალატი ავიაპარკის საერთოდ ჩამოწერაა და ვინც ეს ბრძანება დღეს აქ გასცა ისიც წესით უკვე 20 წლიანზე უნდა იყოს. იზორია ხო? ეზედმეტებოდათ. როცა არ იცი საგანი რაში გამოიყენო გეზედმეტება.
აი სიყვარული ყევლას უნდაში როა.... აიღე ბიჯო გალსტუკია... რა ჯანდაბად მინდა ბიო? ჯორი უნ დავაბა?
აი ეგ გაგებაა დღეს ავიაცია არ გვინდას ლაპარაკი.
QUOTE | ვერტფრენი სხვა თემაა და იმედია გვეყოლება როდესმე |
თუ თვითმფრინავი არ გეყოლება ეგ რაღად გინდა? ხო და ეგენიც ჩააბარეს ჯართში
QUOTE | არ არის აუცილებელი ავიაცია.ჰაერი უნდა ჩაიკეტოს საზენიტო კომპლექსებით.უპილოტოებზე და ვერტფრენებზე უარი მგონი არც უთქვამთ.არტილერია და უპილოტოები მშვენიერი ტანდემია. დაამატე სახმელეთო კომპონენტები და ეგაა. |
არ მიწყინო მაგრამ არაა მართალი აზრი. მე ჩემზე ვიძახი არ ვარ დიდად კომპეტენტურითქო და გატყობ ჩემზე ცოტა გესმის, მხოლოდ პრო-პაგანდას ხარ აყოლილი.
დღეს ჩვენ არმია არ გვყავს. ეს 35 000 ადამიანი რომელიც ბიუჯეტის ფულს ჭამს და რომლებითაც ამერიკა სარგებლობს თავის ჩასვრილ საქმეებში საზარბაზნე ხორცად, არმია არაა. სამხედრო ფორმირებაა მხოლოდ. რომელიც სამწუხაროდ სამშობლოს არც ემსახურება და ვერც გამოადგება.
შეუძლებელია არმია ერქვას, რომელსაც არც წესიერი ჯავშან სამანაქანო ქვედანაყოფები აქვს, არც ავიაცია არც ფლოტი, ზღვის და ჰაერის ქონის შემთხვევაში.
არც თავდაცვის დოქტრინა აქვს კიდე და არც არაფერი.
ბუტაფორიაა.
ასე რომ თუ გინდათ ჯარი გყავდეთ. იზრუნეთ რომ ავიაცია გყავდეს ისეთი რომლითაც მტერს გააჩერებ. ან როლის გამოც მტერი ომს არ დაიწყებს.
|