ამხელა უპილოტოს ქონას აზრი აქვს
და არა დამრტყმელი შვეულმფრენის როლში
სინამდვილეში იარაღი მაგან უნდა გამოიყენოს მხოლოდ time critical target ის წინააღმდეგ
მაგალითად, ისკანდერის ან ტოჩკა-უ-ს გამშვები დაინახა ოპერატორმა
ყველა დანარჩენი ტიპის სამიზნეებზე უკეთესია იმუშავო მიწიდან მაგ ვერტმფრენიდან მიღებული მიზანჩვენების საფუძველზე
აი სიდიდე კი კარგია
ომნიდირექციული ანტენის ნაცვლად შეგიძლია დადგა მიმართული
და რადიოარხის (დატალინკის) დახშობის ნებისმიერი ვარიანტი გამორიცხო.
ამ ვერტმფრენს ასევე უნდა ქონდეს რაღაც ამის მაგვარი რაფაელი ადრე ყიდდა ერქვა TopScan
უნდა აღმოაჩინოს თვითონ რადარების გამოსხივება და პელენგი გადასცეს მიწას
შენ კი მაგ აღმოჩენილ რადარს უნდა დაუშინო არტილერია
თუ გინდა რომ მაგ ვერტმფრენმა დიდხანს იფრინოს
* * *
კიდევ ერთი ფუნქცია რაც შეიძლება დააკისრო მაგ ვერტმფრენებს, ისინი შეგიძლია გამოიყენო კავშირგაბმულობის რეტრანსლიატორად
მიმართული LOS (Line Of Sight) რადიოსადგურებისთვის
მინიგანის მათზე დაყენება კი ლამაზია ვიზუალურად, მაგრამ სინამდვილეში დივერსიული ჯგუფების სადევნელად თუ გამოიყენებ მხოლოდ
თუ წარმოგვიდგენია მინიგანის სროლის ეფექტური მანძილზე მიახლოვება ნორმალურ საჯარისო ფორმირებასთან?
* * *
ამ ვერტმფრენის

ფასი
* * *
კიდევ შეგიძლია ეს ვერტმფრენი გამოიყენო მოწინავე ქვედანაყოფების მოსამარაგებლად
ოცეული 35 კაცის შემადგენლობით თუ გახარჯავს საბრძოლო მასალებს 8-10 კგ ოდენობით თითო კაცზე, შენ გინდა სადღაც 300-350 კგ ტვირთი რომ ისინი კვლავ გახდენ ბრძოლისუნარიანი
ამ ვერტმფრენისთვის კი ეს სულ ორი რეისია
ამით კი შენ მოწინავე ქვედანაყოფების მობილურობას და ბრძოლისუნარიანობას ზრდი