არ ვიცი, რამდენადაც ადრე დაიწერა, მიკას სესხი იხდება თავდაცვის ბიუჯეტიდან
ასტერ 30-ის ბატარეას უნდა მარტო ნახევარი მილიარდი, იქ მაგის მომსახურების ბაზის შექმნა, საბრძოლო მარაგი და ა.შ.
რა ვიცი აბა
ჩემი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი იქნება სამპ/ტ-ს შესყიდვა, იმიტომ რომ ამ სისტემას ორივე ფუნქცია აქვს, საფრენ აპარატებთან ბრძოლაც და რაკეტებთანაც
იაფი თვითმფრინავებისთვის თუ შევიძინეთ ასტერ 15-ები და მაღალი ღირებულების მიზნებისთვის გამოვიყენეთ ასტერ 30-ები ეს იქნება ყველაზე კარგი ნაზავი.
მიკას შემთხვევაში 120 კმ-ზე და 20 კმ სიმაღლეზე ბრძოლის პრეტენზია არ გვაქვს
* * *
http://rustavi2.ge/ka/news/73006მოკლედ ამ სიუჟეტის მიხედვით შეიძლება რამდენიმე დასკვნის გამოტანა
ხიდაშელმა რაზეც მოაწერა ხელი ის კონტრაქტი სრულდება, იმიტომ რომ უკვე დაწყებულია პირადი შემადგენლობის მომზადება
ანუ საკითხი ისე არ დგას, რომ მიკაზე მოვაწერეთ ხელი და ახლა ასტერით ვცვლით შეკვეთას
მეორე, მინისტრი საუბრობს გლობალურ დონეზე, დაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე, რაკეტის უნარებზე და ა.შ., პირდაპირ მიუთითებს რომ საუბარია სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე
ანუ ჩვენ ვყიდულობთ სარაკეტო თავდაცვის სისტემას საფრანგეთში და ეს ყველა პონტში ასტერ 30 იქნება
ეს ორი ფაქტი როვებს ერთ ვარიანტს
1. ან ხიდაშელის მოწერილი ხელშეკრულება შარშან წინ გულისხმობდა არა მიკა-ს არამედ სამპ/ტ-ს შეძენას და გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შეყვანის გეგმის ნაწილი იყო
მაგრამ ამას გამორიცხავს მინისტრის ერთი განცხადება, მოლაპარაკებების საწარმოებლად რომ მიდის. ანუ ახალ კონტრაქტზეა საუბარი.
2. ანუ გვექნება მიკა-ც და სამპ/ტ-ც, რაც ყველაზე კარგი ვარიანტია, მაგრამ ფაქტია თავდაცვას ამის ფული არ აქვს. შეიძლება შესაბამისი თანხები მომავალ წლებში დაემატოს თავდაცვის ბიუჯეტს
* * *
მესამე ძალიან კარგი რაც გაჟღერდა ამ სიუჟეტში არის გენერალური შტაბის მეთაურის კომენტარი რუსული და უცხოური სისტემების ინტეგრაციაზე
ანუ დაგეგმილია ჰსთ-ს ინტეგრირება რაც არის ძალიან კარგი
+ ზოგი სისტემა დასაწყობდებაო და ისიც ადვილი მისახვედრია რა სისტემები იქნება ეს.
მოკლედ ესეთი რეალობა შეიძლება დადგეს
სარაკეტო თავდაცვის ერთი ან ორი ბატარეა (ერთი აღმოსავლეთში - ერთი დასავლეთში) თავისი მარბელის რადარით + ინფორმაციას მიიღებს უფრო შორს მხედველი გრაუნდმასტერ 400-იდან
ახლო-საშუალო მოქმედების მიკა ერთი გრაუდნმასტერით აღმოსავლეთში და ახლო მოქმედების სპაიდერი დასავლეთში
+ ბუკები Pop-up ჩასაფრებებში აქა იქ და ოსა-აკმ ხეობებში
იდეალური იქნება ამას რომ დაემატოს ახლო მოქმედების სისტემები დელტასგან იაფი საბრძოლო მასალით
This post has been edited by მილიტარისტი on 12 Apr 2017, 14:54