რეალური ამოცანები უნდა დაისვა პირველ რიგში.
ეს კი, ახლა რასაც ასახელებ, ზოგადად რეალურია.
გენერალი სალუქვაძე იძახის "საავიაციო კომპონენტი აუცილებელიაო"
მეორე ვარიანტი კი არის ახლო მოქმედების სისტემებთან ერთად იყოლიო აგრეთვე შორი მოქმედების სისტემებიც.
და ახლო მოქმედების სისტებს დაავალო სროლა ყველა სამიზნეებზე, რომლებიც მაგალითად 6 კმ-ზე დაბლაა მისი წვდომის ფარგლებში.
შორი მოქმედების სისტებს კი - ყველა სამიზნე რაც დასახელებულ სიმაღლის ზღვარს ზემოთ არის და ასევე იმათ, რომლებიც უფრო დაბლაც დაფრინავენ, მაგრამ ახლო სისტემები ვერ წვდებიან.
მეორე უკიდურესად მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ შორი მოქმედების სისტემის იქნება - ხარვეზების დამყენებელი თვითმფრინავები/შვეულმფრენების ახლოს არ მოშვება.
ამისთვის კი Aster-30-ის სიშორე შეიძლება არასაკმარისი იყოს.
მაგრამ
სულ ყოველთვის გამოჩნდება ისეთი იარაღი, რომელსაც სტრატეგიული ბომბდამშენი გამოუშვებს ისე რომ არც შემოვა შენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის წვდომის მანძილზე.
მაგალითად ტუ-22, ტუ-160-ის არსენალში არსებობს Kh-15 ფრთოსანი რაკეტა,

რომლის მაქსიმალური სროლის მანძილი 300 კმ-ია.
წესით ეს რაკეტები მიკამ უნდა ჩამოაგდოს.
საავიაციო კომპონენტი (გამანადგურებლები) კი სასურველია გყავდეს.
ყველაზე მოხერხებული საქართველოს პირობებში კი ჩემი ღრმა რწმენით მაინც ის იქნება თუ საშუალო წონის utility შვეულმფრენს გაუკეთებ საავიაციო რადარისა და ჰაერი-ჰაერი (იგივე მიკა, მაგალითად) რაკეტების ინტეგრაციას