#50405862 · 20 Apr 2017, 17:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | ადგილობრივი წარმოება ყველაფრის შეუძლებელია. ტაივანი თანამშრომლობა კი არანაირ პოლიტიკურ კონიუინქტურას არ დაექვემდებარებოდა |
არა მგონია ჩინეთი მშვიდად შეხვედროდა ამ საქმეს,მაგრამ ვთქვათ და ყველა აკრი ღიაა და არანაირი პრობლემა არ არსებობს.შეიარაღების სფეროში თანამშრომლობა და იარაღის ყიდვა-გაყიდვა არაა მხოლოდ რაღაც წმინდა სამხედრო-სავაჭრო ქმედება ჩემი აზრით.აუცილებლად გახლავთ პოლიტიკური სვლაც.სხვაგვარად არანაირი მიზეზი არ ექმნებოდათ ფრანგებს "მისტრალების" არ გადაცემის რუსეთისათვის,რომელიც მზად იყო გადაეხადა მოთხოვნილ დროში საფასური.თან როგორც თავად რუსი მარალჩინოსანი სამხედროები ამბობდნენ,არ არსებობდა "მისტრალების" ქონის აუცილებლობა.მაგრამ მოსკოვის ეს სვლა პოლიტიკური ნაბიჯი იყო პირველ რიგში.ჩვენი ხელისუფლებისათვის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ნატოს წევრ ქვეყნებთან პოლიტიკურადაცაა ძალიან მნიშვნელოვანი.უფრო მეტიც,სამხედრო საკითხში თანამშრომლობა შეიძლება ერთგვარი მიზეზიც იყო ზოგიერთ დერეფნებში ხშირად მოხვედრისა და რიგი აკრების შეღების.ვნახეთ იზორიას ჩასვლის ცერემონიალი ხომ?ჩვენი ტელევიზიის სიუჟეტები არ მინახავს,მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ გვანახა მიღების ცერემონიალი(...).შემდეგ ზოგადი არაფრის მთქმელი სიტყვა იზორიასი.საერთოდ არ უშვებს ხელიდან ჩვენი მასმედია თავდაცვის სამინისტრო ყოველ ვინმეს ცავლაზე არ გვანახოს ეს ცერემონიები,კრეჭვები და ხელის ჩამორთმევები.თითქოს უნდათ გვითხრან,რომ დანარჩენი საიდუმლოა,თორე საქმე კეთდება შეუჩერებლად(...). ადგილზე ყველაფრის წარმოება რა თქმა უნდა შეუძლებელია,მაგრამ უნდა ვაწარმოოთ ყველაფერი,რისი წარმოებაც შეიძლება ადგილზე პოტენციურად.პირველ რიგში ის,რაც უფრო იხარჯება.მათ შორის ავტომატური იარაღიც.
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|