ეს ყველაფერი კარგია.
არ ვიცოდი მაგალითად რომ მეორე მეთოდს სხვა სახელიც ჰქონია.
მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი.
ახლა
აქ საუბარია იმაზე. რომ
მხოლოდ პასიური რადარის საშუალებით თუ შეიძლება მიზნის კოორდინატების დადგენა და
მაგალითად ეს 4 ან 3 პასიური რადარი იქნას გამოყენებელი რაკეტის განსამიზნად.
რაც ნაკლებად რეალურად მეჩვენება.
თეორიულად - კი.
მაგრამ პრაქტიკულად - ნაკლებად.
მაგრამ.
თუ სინქრონულად აქტიური რადარი მუშაობს მოწინააღმდეგის ხარვეზების აქტიურად გამოყენების პირობებში, და, მათ შორის, გამოიყენება ე.წ. "ფანტომური ხარვეზებიც", რომ ჩართო სინქრონულად პასიური რადარიც, იგი ალბათ ცრუ სამიზნეებს გამოხშირავს.
ეს უბრალო ლოგიკაა.
რატომ მგონია ასე?
თუ მე სწორად მესმის, ცრუ სამიზნის არსებობის ინფორმაცია მოდის ანარეკლი იმპულსების ნაკადის გამეორებით და იგი გამოისხივება აქტიური რადარის მიმართულებით ან (რაც უფრო სავარაუდოა) ყველა მიმართულებით.
იმპულსების ნაკადის დროში სხვაობას რადარი აღიქვავს როგორც ორ (ან მეტს) სამიზნეს მანძილში დაცილებულს ერთმანეთისგან.
ორივეს კოორდინატებსაც აღრიცხავს, ტრასებსაც ააგებს.
ანუ, მას შეუძლია ამ სამიზნეების პელენგის ინფორმაცია გადასცეს პასიურ რადარს.
რომელმაც ასევე უნდა დაადგინოს შემდეგი იმპულსთა ნაკადი.
მაგრამ თუ სამიზნე მხოლოდ ერთია?
მაშინ მეორე და მესამე სამიზნის არსებობა არ დადასტურდება.
და პროგრამულად შეიძლება მაგ სამიზნის ნიშნული არ გამოაჩინო ეკრანზე.
შესაბამისად, ესროლო რაკეტა მზოლოდ დადასტურებულ სამიზნეს.
ამ პროცესის ავტომატიზაციაც შეიძლება.
ანუ სინქრონიზაცია მოხდეს პასიურისა და აქტიური რადარისა.
არ ვიცი.
ეს მხოლოდ არასპეციალისტის მსჯელობაა ისე.
გამიგია, რომ AESA რადარებს პასიურ რეჟიმშიც შეიძლება გამოყენება
http://aviationintel.com/the-great-radar-r...t-in-high-gear/Further, AESAs can work in passive mode, and can “listen” on certain bands for radar returns using a remote emitting source such as another aircraft. In other words it is possible for a AESA array to be in passive mode while another aircraft is in active mode at a standoff range, allowing the passive user to silently target and engage targets, possibly only turning on their radar at the last moment prior to attack. As AESA technology develops the AESA radars ability to work as a passive array and the tactics that go along with it will be very exciting to see develop.
ხოდა შეიძლება ალბათ ორი AESA რადარის გამოყენებაც ცრუ სამიზნეების დისკრიმინაციის მიზნით, სადაც ერთი აქტიურ რეჟიმში იმუშავებს, ხოლო მეორე პასიურში.
მესამე კი ამ დროს პოზიციას იცვლის.
და რომ დაიკავებს, აქტიურ რეჟიმში მომუშავე ირთვება და ის იწყებს პოზიციის შეცვლას.
მერე კი პასიურად მომუშავე გადადის აქტიურ რეჟიმში.
და ა.შ.
პლიუს რადარების სატყუარების გამოყენება.
რაღაც რუსული გაზეტჩიკის მაგვარის.
მიმაგრებული სურათი