თემიდან გადადიხართ.
ბოდიში.
არც მოდერატორი ვარ.
მაგრამ დავანებოთ თავი ბ-ნი კედმის ცოდნას ან მოტივებს.
ფაქტია, რომელსაც ფაქტად აქ მხოლოდ ბ-ნი მილიტარისტი ამბობს უარს აღიაროს, რომ პატრიოტის ორი რაკეტა იყო ნასროლი მაგ "ტრაწიანი" უპილოტოს მიმართ.
და ერთი უცნობი ტიპის რაკეტა ფ-16-დან.
ასე წერდა ყველა მედიის საშუალება.
ფაქტია კიდევ რომ ეს უპილოტო გადარჩა.
ფაქტია კიდევ რომ რუსებსაც გაუჭირდათ თავიდან ჩვენი ჰერმეს-450-ის ჩამოგდება 208-ში ომამდე.
და მერე ჩამოაგდეს ერთი მიგ-29-დან ნასროლი ჩვენთვის უცნობი ტიპის რაკეტით და მეორე მიწიდან ოსა-თი.
მე ვასკვნი აქედან, რომ აქტიური რადიოლოკაციური თავიკიანი რაკეტები ნაკლებად ეფექტურნი არიან ასეთი ტიპის სამიზნეების მიმართ.
ეს რომ გავაკეთოთ აბსტრაგირება ნებისმიერი პიროვნების ემოციებიდან და მოტივებიდა.
ასევე ძალიან სავარაუდოდ მიმაჩნია აქ გამოთქმული ვერსია (ავტორები ბ-ნები ამროკი და ხ_დავითი), რომ მიგ-29-დან ნასროლი რაკეტა იყო ან რ-60 ან რ-73 და იგი იყო ნასროლი ქვემოდან რომ რაკეტისთვის სამიზნე ზიც ფონზე აღმოჩენილიყო.
ოსა ან მისი მსგავსი მართვის პრინციპის მქონე კომპლექსი განსახილველი არ არის მის, როგორც გაირკვა, ნაკლები ხარვეზების მიმართ მედეგობის გამო.
რა გვრჩება უპილოტოების მიართ საბრძოლველად?
ორი ვარიანტია:
1. IIR თავაკიანი რაკეტა
2. საშუალო კალიბრის (35-76 მმ) საარტილერიო საზენიტო კომპლექსი უკონტაქტო ამფეთქებით აღჭურვილი ჭურვებით.
პირველი გზა - დიდი ფასი თითო გასროლისა (700 ათასი - 1 მილიონი დოლარი)
მეორე გზა - დაბალი ფასი ერთი გასროლისა, მაგრამ მოკლე სიშორის გამო ბევრი კომპლექსი არის საჭირო.
და მათი ყოლა ალბათ იქნება გამართლებული თუ ეს იქნება უნივერსალური საზენიტო-საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა.
ეს იმიტომ, რომ იგივე ამუნიცია ასევე ეფექტურია ნებისმიერ მიწაზე მოსიარულე სამიზნის მიმართ ძალიან მძიმედ შეჯავშნული სამიზნეების გარდა.
თუმცა უკანასკნელებსაც კი შეებრძოლება თუ მასზე დამატებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა/რაკეტებს დადგამ.
მომწონს იდეა შერეული ბატარეებისა, სადაც აღმომჩენი საშუალება იქნება რაღაც ასეთი:

და მასზე დაქვემდებარებული რამდენიმე (6 მდე) რაღაც ასეთი, მაგრამ მძიმედშეჯავშნულ შასიზე დადგმული
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)