გახსოვთ ალბათ ემირატების ბალისტიკური თავდაცვის შეკვეთა ამერიკელებს, პაკ-3 და პაკ-2 GEM-T რაკეტების შეძენის ამბავი, როგორც იწერებოდა შეკვეთა 3.9 მილიარდი მწვანე დაჯდა.
http://www.thenational.ae/news/uae-news/ua...atriot-missiles3.9 მილიარდში შეუკვეთეს 288 ცალი PAC-3 რაკეტა და 216 ცალი PAC-2 GEM-T რაკეტა. რა თქმა უნდა დანარჩენი ყველაფერი, რადარები, გამშვებები, მართვის სისტემები და ა.შ., თავისი წვრთნითაც
როგორც წესი პატრიოტის ბატარეაში 8 გამშვებია, 4 სექცია თითოში ორი გამშვებით. ბატალიონში 5 ბატარეა
http://www.bits.de/NRANEU/others/amd-us-ar...3-01.85(02).pdfთითო გამშვებზე მონტაჟდება 4 GEM-T ან 16 PAC-3.
საინტერესოა PAC-3 კონფიგურაცია თუ არის ძველი პატრიოტის ბატარეის სტრუქტურის მსგავსი.
თუ ვინმე აზრზეა კარგი იქნება თუ დაწერს.
იმის მიხედვით, თუ რამდენი რაკეტა აქვთ შეძენილი საუდებს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ თუ რა სტრუქტურა აქვს ძველ მამაპაპურ პატრიოტის ბატალიონს. უხეშად შეგვიძლია დავითვალოთ, რომ საუდებმა იყიდეს ბატალიონი, რომელშიც ჯამში 40 გამშვებია როგორც წესი, 5 ბატარეა
ამ ბატალიონში 2 ბატარეა ალბათ არის აღჭურვილი ორივე სახის რაკეტებით (თითოში 64 ცალი PAC-3 და 16 GEM-T, სულ 128/32 ), დადგება აბუ დაბის და დუბაის გარშემო და პასუხისმგებელი იქნება მის დაცვაზე ყველა სახის საჰაერო საფრთხისგან და მათ შორის პიზდეცი ბალისტიკური რაკეტებისგან
დანარჩენი 3 ბატარეა გაიშლება ქვეყნის მასშტაბით GEM-T რაკეტებით (თითოში 32 სულ 96 ცალი) და პასუხისმგებელი იქნება ჰაერის დაცვაზე როგორც თვითმფრინავებისგან ასევე ტაქტიკური და ფრთოსანი რაკეტებისგან.
დაახლოებით ერთნახევარი იმდენი PAC-3 (160 ცალი) და ზუსტად ორი იმდენი GEM-T (144 ცალი) რაკეტა ალბათ დაიდება მარაგებში.
PAC-3 რაკეტა ღირს 3.43 მილიონი თითო, PAC-2 რაკეტა და მისი GEM-T აპგრეიდიც ალბათ დაახლოებით მაგდენივე. PAC-3 გამშვები (Enhanced Launcher Electronics System ELES) ღირს 3.82 მილიონი თითო
http://www.fi-aeroweb.com/Defense/Patriot-PAC-3.htmlAN/MSQ-104 Engagement Control Station ანუ ასე ვთქვათ ცეცხლის მართვის ცენტრი ღირს დაახლოებით 6 მილიონი. PAC-3 სისტემის fire solution computer ალბათ დაახლოებით იგივე
თითო რაკეტის საშუალო ფასი რომ ავიღოთ 3.5 მილიონი, 1.8 მილიარდი გამოდის მარტო რაკეტების ფასი ამ კონტრაქტიდან
დანარჩენი თანხაა გამშვებების, ცეცხლის მართვის სისტემების და რადარების დატა ლინკების და ა.შ., ანუ ბატარეების და პირადი შემადგენლობის მომზადების ფასია
ემირატები სიგრძეში 500 კმ-ზე ნაკლებია, საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორია დაახლოებით იგივე
ემირატების მსგავსად ჩვენც გვაქვს დასაცავი ორი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი ყველა სახის საფრთხისგან და მათ შორის პიზდეცი ბალისტიკური რაკეტებისგან, თბილისი და ბათუმი როგორც მინიმუმ.
დანარჩენი საქართველო თვითმფრინავი-ფრთოსანი რაკეტა-ტაქტიკური რაკეტისგან.
ამდენი რაკეტა რომ არ დავიდოთ მარაგში და სულაც 2 შერეული ბატარეა რომ შევიძინოთ (PAC-3 და GEM) ერთი ბათუმში და ერთიც თბილისის გარშემო
ამას დავუმატოთ ახლო და საშუალო მოქმედების ბატარეები, რომლებიც უკვე გვაქვს და რომლებიც საჰაერო მოახლოების მარშუტებს აიყვანენ კონტროლზე
კვიციანს ვერ მოგვჭამს ვერავინ.
1.5 მილიარდ მწვანეში გამოვიდოდით ალბათ თავისი ყველაფრით.
This post has been edited by მილიტარისტი on 7 Feb 2017, 11:32