specმე ვფიქრობ რო ამ მანძილზე მ4 მცირედით, მაგრამ მაინც გვაჯობებს, სამიზნის გათვალისწინებით. თვითონ იარაღის რესურსს რაც შეეხება ნამდვილად შეუძლია ამ მანძილზე 27-30 სმ-იანი წრეების დასმა. ნორმალური განათების და სასროლ პირობებში 350 მეტრში ვიმუშავებ სამკერდე ფიგურაზე 90 პროცენტიანი ალბათობით (ოპტიკის გარეშე ბუნებრივია). ოპტიკით, თუნდაც 1X გადიდებით (ანუ გადიდების გარეშე, უბრალოდ სამიზნე ხაზი რო წვრილი იყოს შედარებით, უპრობლემოდ ვიმუშავებ 400 მეტრზე 90 და შეილება 100 პროცენტიანი ალბათობითაც კი.
ეხლა რაც შეეხება დღევანდელ სროლას, ხელის შემშლელი პირობები გვქონდა:
1. არათანაბარი ქარი
2. მზე, რომელმაც ტვინი მოგვიხნა, სამიზნეს არ ანათებდა და ჩვენ გვანათებდა თვალებში
3. საყრდენები არ გვქონდა ნორმალური და ოპტიკა გვქონდა მხოლოდ 9X , შესაბამისად მოხვედრების წერტილებს ვერ ვხედავდით, რომ კორექტივება გაგვეკეთებინა. იარაღის განულება არც გვიცდია, ვესროლეთ როგორც იყო ისე, უბრალოდ სამიზნე შკალა დავაყენეთ 300-ზე და წავიდა. ყველა ტყვია მიდიოდა დაახლოებით 30-40 სმ-ით ზემოთ, შედეგად გვჭირდებოდა დამიზება სავარაუდოდ 30-40 სმით ქვემოთ, რაც ბუნებრივია აისახება შედეგზე.
კარდონის ყუღი, მთლიანად წითელი და შიგნით თეთრი გულით, ვესროლეთ 5 ტყვია, ოპტიკანმა კაცმა, უნამუსოდ განაცხადა, რომ მარჯვნივ ხვდებოდა, რის გამოცმივწიე ოდნავ მარცხნივ და კი ეტყობა შედეგებსაც, სამკერდე ფიგურას მოხვდა 3, დანარჩEნი 2 აცდა.
მეორე კარდონი, გარედან თეთრი და შიგნით წითელი გულით, უკვე ავირჩიე წითელი წერტილი და ვესროლეთ იმას, შედეგად მოხვდა 5 გასროლიდან ხუთივე, გაბნევა არის დაახლოებით 40 სმ ვერტიკალში (ვერ ვუჭერდით თანაბრად) და 20 სმ ჰორიზონტალში (ნორმალურზე კაი გაბნევაა მემგონი 320 მეტრის კვალობაზე). დაახლოებით ერთ თვეშ ჩამოვა კრონშტეინი და ოპტიკა და შემდეგი მოსინჯვა იქნება 300-400-500 მეტრები.
ხო კიდე, ხელისშემშლელი გარემოებაა ის რომ ა) სამოქალაქო საიგა აბრძოლო მჭიდებით აზიანებს ვაზნის გულას და იასნად შედეგს აუარესებს. 2) ტყვიები იყო ნასიპი, სხვადასხვა პარტიის, სხვადასხვა წლოვანების, სხვადასხვა წონის და ბუნებრივია დენთის სხვადასხვა ოდენობის. მიუხედავად ყველაფრისა მზად ვართ სტანდარტულ ლულიან, სტანდარტულ სამიზნიან M4 -ს არაფერი დავუთმოთ არც 300 და არც 400 მეტრზე

ამბიციური განაცხადია, მარა ვიყოთ ამბიციურები მაგის დედაც ვატირე

ბოლო, ქვა - დიამეტრი 20 სმ, რომელიც 320 მეტრიდან ფაქტიურად არ ჩანდა და ვესრდით მხოლოდ მეწყვილის მიერ მიღებული შესწორებებით. უპრობლემოდ ავიღეთ და ეტყობა კიდეც ბოლო 3 ნატყვიარი, როდესაც მივაგენით მოხვედრების წერტილს

პ.ს 9 X ოპტიკაშI როგორ ჩანს სამკერდე ფგურის ტოლი სამიზნე და ოპტიკის გარეშე რა საყვარლობაა წარმოიდგინეთ აკ-ს მუშკით რო უმზნებ ამ თმის ბეწვის ტოლ სამიზნეს
This post has been edited by datunia93 on 3 Jun 2017, 14:00