როგორც უკვე ვთქვი საქართველოს თავდაცვაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული რამდენიმე სხვადასხვა სფერო
ძლიერი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე რუსეთთან გამკლავების შანსები ძალიან დაბალია თუკი არსებობს საერთოდ
იმისთვის რომ ძლიერმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს და ამით დაუპირისპირდნენ რუსეთს, ამის პირობას გარემოებების ერთობლივობა უნდა ქმნიდეს
ეს გარემოებებია:
1) საქართველოს დამოუკიდებლობა და აქ რუსეთის გავლენის არ გავრცელება მათთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს
2) საქართველო მხარს უნდა უჭერდეს დასავლური ქვეყნების მხრიდან რუსეთზე ნებისმიერი სახის ზეწოლას
3) უნდა ამჟღავნებდეს იმას, რომ მას არ სურს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება და ამისთვის ის მზად არის იბრძოლოს მასთან
4) საქართველო უნდა ამჟღავნებდეს, რომ მისი ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის სისტემის გაძლიერებისკენ იმდენად, რომ მას შესწევდეს მიიღოს ბრძოლა
5) საქართველო უნდა ამჟღავნებდეს სახელმწიფოებრივობის ძლიერ ნიშნებს. (კანონის უზენაესობა, თავდაცვა, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, მოქალაქეობრივი შეგნება და ა.შ.) არ უნდა ამჟღავნებდეს არაფერს ისეთს, რაც აიძულებს დემოკრატიულ ქვეყნებს უარი თქვან თანამშრომლობაზე.
1) რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დასავლური ქვეყნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა
ა) ეკონომიკური ფაქტორი
- სამხრეთ კავკასია წარმოადგენს რესურსებით მდიდარი აღმოსავლეთიდან რესურსებით ღარიბ დასავლეთში მიმავალ ერთერთ ენერგოსატრანზიტო დერეფანს. მასში გაერთიანებული პროექტები რამდენიმე წელიწადში გაატარებს რამდენიმე ათეულ მილიარდ კუბურ მეტრს წლიურად.
- საქართველოზე ასევე გადის რუსეთიდან სამხრეთით სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, რაც შესაძლებელს ხდის რუსეთის კავშირს მოკავშირეებთან სამხრეთში
ბ) სამხედრო ფაქტორი
- საქართველო ესაზღვრება რუსეთს
- საქართველო ტერიტორიულად აკავშირებს რუსეთს მოკავშირეებთან სამხრეთში
2) როგორ უნდა უჭერდეს მხარს ჩვენი ქვეყანა დასავლური ქვეყნების ზეწოლას რუსეთზე
- უბრალოდ მხარდაჭერის გამოცხადებით სტრატეგიული კომუნიკაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებში საჯარო განცხადებებით და ა.შ.
- ღიად უნდა უჭერდეს მხარს უკრაინას
3) როგორ უნდა ამჟღავნებდეს საქართველო, რომ არ სურს დაბრუნება რუსეთის გავლენის ქვეშ?
- აქტიურად ებრძოდეს რუსეთის საინფორმაციო კამპანიას (პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ფსიქოლოგიური ოპერაციები) საკუთარ საზღვრებში და მის გარეთ
- უნდა შეძლებისდაგვარად ამცირებდეს დამოკიდებულებას რუსეთზე, არ აძლევდეს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ბერკეტებს მასზე ზემოქმედებისთვის
- ემზადებოდეს ომისთვის
4) როგორ უნდა ამჟღავნებდეს საქართველო იმას, რომ მისი ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის სისტემის მომზადებაზე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ
- რესურსებზე ორიენტირებული დაგეგმვის ნაცვლად უნდა იყენებდეს საფრთხეზე ორიენტირებულ დაგეგმვას
- რაც გამოიწვევს თავდაცვაზე მეტი რესურსების გამოყოფას
- ყველა მოკავშირისგან უნდა ითხოვდეს დახმარებას წვრთნით, რჩევით და შეიარაღებით
- ატარებდეს რეფორმებს თავდაცვის სისტემაში
5) როგორ უნდა ამჟღავნებდეს ქვეყანა სახელმწიფოებრივობის ძლიერ ნიშნებს
- არ უშვებდეს ციხიდან მტრის ჯაშუშებს
- მკაცრად უნდა ატარებდეს კანონს, უზრუნველყოფდეს კანონის უზენაესობას და დღნავდეს ყველას თავისსა თუ სხვისას, ვინც კი კანონს დაარღვევს
- ყველაფერი უნდა იყოს ორიენტირებული სიტყვის თავისუფლებაზე
- ამავე დროს ყველაფერი უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე, ადამიანი უნდა იყოს დაცული ცილისწამებისგან მიუხედავად იმისა ვინც არ უნდა იყო ეს ცილისმწამებელი
- უნდა გამორიცხავდეს ტოტალიტარიზმის ნებისმიერ ნიშნებს
1) სქართველოს მნიშვნელობა ა) ეკონომიკური ფაქტორი - ენერგოსატრანზიტო დერეფანი
მერე რა, რომ საქართველოზე გადის ენერგორესურსებით მდიდარი აღმოსავლეთიდან დასავლეთით კავკასიის გავლით მიმავალი ყველა სატრანზიტო პროექტი?
I - ის რომ ევროკავშირს თავისი ენერგოუსაფრთხოების კონცეფციაში ოფიციალურად და ღიად საფრთხედ აქვს აღიარებული ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ ენერგოსატრანზიტო მიმწოდებლებზე (დააკვირდით მიმწოდებლებზე ანუ ტრანზიტზე და არა მარაგებზე), რადგან ეს წარმოადგენს ეკონომიკურ-დიპლომატიური ზეწოლის ბერკეტებს რუსეთის ხელში
ამავე დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პროექტები, რომელიც დაეხმარება ევროკავშირს ამ რუსულ ტრანზიტზე დამოკიდებულების შემცირებაში და მათ შორის ნახსენებია ჩვენზე გამავალი სამხრეთ დერეფანიც. მოყვანილია ის ციფრები რა სიმძლავრეზეც ავა ეს პროექტები და ვის მოამარაგებს.
II - თავის მხრივ ოქროს ურდოს თავის მოქმედ უსაფრთხოების კონცეფციაში ასევე ღიად და გარკვევით უწერია, რომ მან არ უნდა დაუშვას რუსული ენერგოსატრანზიტო პროექტების დისკრედიტაცია. ისევ და ისევ იმიტომ, რომ ევროპული ქვეყნების ამ ტრანზიტზე დამოკიდებულების შემცირება ნიშნავს ასევე ეკონომიკურ-დიპლომატიური ბერკეტების შემცირებასაც რუსეთის ხელში.
1) საქართველოს მნიშვნელობა ბ) სამხედრო ფაქტორი - საქართველო ესაზღვრება რუსეთს
რა მერე?
NATO შეიქმნა სსრკ-სგან თავდასაცავად. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ნატომ შეიერთა ის პლაცდარმი, რომელსაც სსრკ ფლობდა ევროპაში შეჭრისთვის (აღმოსავლეთ ევროპა-პრობალტიკა) და პირიქით მოიპოვა გეოგრაფიული უპირატესობა. ისტორიულად რუსეთში შეჭრისთვის ჩრდილოეთით და ცენტრში იყენებდნენ ევროპელები შეტევის მიმართიულებებს, პრიბალტიკის გავლით და პოლონეთი-უკრაინის გავლით. ასე მოიქცა ნაპოლეონი, რომლის ოპერაციის ხაზიც გაიმეორეს ნაცისტებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს.
სსრკ-ს დაშლის და სუსტი რუსეთის პირობებში მისგან თავდაცვა აღარ იყო აქტუალური, რადგან საფრთხის დონე იყო ძალიან დაბალი
21-ე საუკუნის დაწყებისთანავე რუსეთმა დაიწყო გაძლიერება და მიაღწია ისეთ დონეს, რამაც მისცა შესაძლებლობა ეწარმოებინა ომები დიდი ქვეყნების წინააღმდეგ.
ამას მოყვა ლოგიკური გაგრძელება, რუსეთმა ჯერ ძალები მოსინჯა საქართველოსთან, გააკეთა თავისი სისუსტეების ანალიზი, ჩაატარა დიდი რეფორმები და ახალი ტიპის ომის გამოყენებით თავს დაესხა ბევრად დიდ უკრაინას.
უკრაინა კი უკვე აღმოსავლეთ ევროპაა, ესაზღვრება ნატოს და ევროკავშირს
ევროპაში დაბრუნდა საფრთხე აღმოსავლეთიდან.
შესაბამისად ნატო-ევროკავშირმა ჩართო ნაცადი გეგმა, დაიწყო საფრთხის ეკონომიკური დასუსტება რასაც მოყვება მისი მოშლა და შედეგად ნატო კიდევ დაიგკავებს უკეთეს პლაცდარმს რუსეთში შეჭრისთვის
ოღონდ ნატომაც თავის მხრივ ისწავლა თავის შეცდომებზე და შეეცდება ეს შეცდომები აღარ გაიმეოროს
ანუ ამ ყველაფრის შემდეგ ნატო უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთი დარჩება ისეთ პოზიციაში, რომლიდანაც მისთვის შეუძლებელი იქნება საფრთხის შექმნა.
3ეს არის ის ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს დასავლეთს საქართველოში
არ დაუშვას რუსეთის მიერ ამ სატრანზიტო დერეფნის ხელში ჩაგდება რაც გამოიწვევს მისი შემოსავლის გაზრდასაც და ეკონომიკური ბერკეტების გაზრდასაც
არ დაუშვას რუსეთის მიერ ტერიტორიულად დაკავშირება სომხეთთან და შესაბამისად ირანთან რაც სამხედრო თვალსაზრისით გეოგრაფიას ძირეულად შეცვლის.
რაში ემთხვევა ჩვენი ინტერესები?
მარტივია - ჩვენ ყველაზე მეტად არ გვინდა (მე პატრიოტებზე მაქ აქ საუბარი და არა რუსეთუმეებზე) რომ რუსეთმა ხელში ჩაიგდოს საქართველო
* * *
ეხლა ვთქვათ როგორ არის ეს სხვადასხვა ელემენტი დაკავშირებული ერთმანეთთან
მაგალითად ეკონომიკა რითია დაკავშირებული თავდაცვასთან და დიპლომატიასთან
ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძვირი სავაჭრო რამე არის ტრანზიტი
რაც მეტია სატრანსიტო პროექტი საქართველოში მით მეტია ჩვენ ქვეყანასთან კავშირის მნიშვნელობა
რაც მეტია მნიშვნელობა, მით მეტი ძალა აქვს დილპომატიას
რაც უფრო მეტი იქნება ტრანზიტი, მით მეტი ფული გვექნება
მეტი ფული მოგვცემს საშუალებას მეტი დავხარჯოთ და გავაძლიეროთ თავდაცვა
უფრო ძლიერი თავდაცვა ნიშნავს უფრო მეტ ტრანზიტს, ინვესტიციას და ზოგადად ფულის შემოსვლას ქვეყანაში
რადგან რაც მეტია უსაფრთხოების დონე ამ ტერტორიაზე, მით მეტია პროექტი. არავინ ჩაყრის ფულს საქმეში, რომელიც უცბათ შეიძლება სხვას ჩაუვარდეს ხელში
რაც მეტია ქვეყნის დიპლომატიური ძალა ასევე მეტად ძლიერდება მისი თავდაცვაც.
* * *
t-90http://rustavi2.com/ka/news/66428ეს შენ პირადად
„პროკურატურაში გვქონდა უშუალო მოლაპარაკება, ვაწარმოებდით გენერალურ პროკურორთან, ხელმძღვანელ პირებთან. იყო სიტყვიერი დაპირება, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური დოკუმენტაცია, რითაც ვამტკიცებთ, რომ
2014-2015 წლებში, როდესაც ქართული ლეგიონი ჯერ კიდევ არაოფიციალური შენაერთი იყო უკრაინის არმიაში, მაშინ უკვე სპეციალურ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას ბატონი გია,“
ბატონი გია საქართველოში დაბრუნდა და აქ გააგრძელა ცხოვრება 20015 წლიდან
ანუ რასაც შენ ამბობდი იმის თაობაზე, თითქოს იქ ვინც წავიდა ფიცი დადეს და საქართველოში დადებული ფიცი გააუქმეს, ლოიალურობაზე უარი თქვეს
ეს ყველაფერი იყო უარგუმენტო ტყუილი
This post has been edited by მილიტარისტი on 26 Jan 2017, 14:08