ვარ ახალგაზრდა ბიჭი და მიყვარს ინტერესი მაქ სამხედრო სფეროსი.....მაგრამ არ მინდა სავალდებულოში წასვლა!!!!!!!!!!!!!!!
იმიტომ რომ ჩვენ სავალდებულო ჯარი არ გაგვაჩნია და რაც წლებია ხდება ეს არის ახალგაზრდა თაობების ექსპლუატაცია და ხმარება მთავრობის მიერ რომ
დაზოგოს ხელფასები საპოლიციო დაცვის თანამშრომლების ნაცვლად და არ იყიდოს კიდე ეს დედააფეთქებული ნორმალური ხედვის კამერები!!!!!!!!!!
რატომ არ მიხარია ჯარში წასვლა? ვის უხარია ყოველ მესამე ღამეს ღამის თევა და ყურყუტი 1 წლის განმავლობაში? მეორე დღეს გამოშტერებულს გამოძინება, ანუ იდეაში 2/3 დრო წელიწადის იხარჯება ღამისთევაში და გამოძინებაშI.
რა ფუნქცია აქ სავალდებულოს? პირველრიგში ის რომ თაობებს ასწავლოს სამხედრო საქმე, გაზარდოს და გაუშვას რეზერვში რო რამე ქუდზე კაცი გამოვა. ეხლა ეს მითხარით სავალდებულოში ვინ ასწავლის სამხედრო საქმეს???? ვიშკაზე ყურყუტი ან სახელმწიფო შენობასთან მთელი ღამე დგომა სამხედრო სწავლებააა???? რას ისწავლის მაგით ახალგაზრდა?
ეხლა ვიღაც დაწერს მერე ნუ წახვალ შინაგანში ან იუსტიციაში წადი თავდაცვაშიო.....მანდაც მყავდა მეგობრები გაწვეული და მანდაც მთელი 1 წელი ბაზის საყარაულოდ იდგნენ,

განსხვავება ის იყო რომ სახლში არ მოდიოდნენ და როცა იქ ეღვიძათ ქონდათ მცირე დოზებით სწავლებები.
ამისთვის წავიდე??????????

მეორე პრობლემა! ისედაც უმუშევარია ხალხი და მუშაობა ჭირს, ერთი კითხეთ ბაკალავრ დამთავრებულ ბიჭს რომელიც ცდილობს სადმე სამსახურში შეძვრეს სტაჟირებით ისწავლოს პროფესია იმიტომ რომ ეს დედააფეთქებულ უნივერსისტეტში არ ასწავლია ნწესიერად და ცხოვრება დაიწყოს, როგორია რომ მოკიდებ ხელს და 1 წელი სადმე წაიყვან, და გამოდის 1 წლის მერე და ის რაც ასწავლეს ისიც დავიწყებული აქ უკვე და მიდი ეხლა დაიწყე სადმე მუშაობა

უნივერსიტეტიდან გამოსულს როცა გჭირდება პრაქტიკაში აითვისო ის რაც გასწავლეს და არ გასწავლეს სანამ დაგვიწყებია და გაქ ყველაზე კრიტიკული მომენტი იქნებ სადმე დროზე შეძვრე, აი მაშინ მოგადგება სამხედრო კომისარიატი.
1) გაუქმდეს იუსტიციის ჯარი და მოაშორონ ახალგაზრდები ციხე-კოლონიებს, კიდე ციხეს გაცნობა უნდა ჩვენ მენტალობაში ახალგაზრდას?

2) გაუქმდეს დაცვის პოლიციაში მოწყობები სავალდებულოდ
3) გაუქმდეს სახელმწიფო შენობების ყარაულობა წვევამდელებით და დადგეს იქ დაქირავებული დაცვის პოლიციელი და გაჩნდება სამუშაო ადგილები ან და თუ ამი ტრაკი/ფული არააქვთ კეთილი ინებონ შეიძინონ ღამის ხედვით აღჭურვილი დისტანციური კამერები, დაამონტაჟონ ირგვლივ, ქონდეს სამართავი ცენმტრი სადაც დაჯდება ორი პოლიციელი და მოისვენებს ყველა

ან ის სარკის შემოტარება მანქანის ირგვლივ რა იდიოტობაა თუ დანაღმულია მანქანა მე შენ გეტყვი და სხვაგან ვერ დამალავდნენ მანქანაში
4) დარჩეს მარტო თავდაცვის გაწვევა და ისიც მოხდეს მასში რეფორმები!!!!!!!!!!!
5) გაუქმდეს ბაზების ყარაულობა გაწვეულებით და გადაინაწილოს საკონტრაქტოებმა და პოლიციელებმა და კამერებმა. მიეცეს გაწვეულს იმის დრო რომ ისწავლოს იქ მხოლოდ, მორიგეობის სწავლასაც არ უნდა დიდი დრო 1 წელი რომ აყარაულო

6) შემუშავდეს სწავლების ერთიანი სისტემა თუ რა უნდა იცოდეს ახალგაზრდამ და არა ისე რომელ სერჟანტს და ოფიცერს რა აუდგება და რაც უნდა ისე რომ ასწავლის

7) გაუქმდეს ბაკალავრდამთავრებული ან ბოლოსდაბოლოს მაგისტრატურა დამთავრებული ბიჭების გაწვევა და პირადი კარიერის გაფუჭება ამ გაჭირვებულ დროში.....იყოს გაწვევა სკოლადამთავრებულების და საერთოდ საყოველთაო რომ იყოს გაწვევა და ყველამ გაიაროს სანამ ჩააბარებენ უნივერსიტეტში იდეალური იქნება

8) ეს უნდა იყოს მხოლოდამხოლოდ სამხედრო სკოლა და მიზანი ისწავლოს ახალგაზრდამ სამხედრო საქმე და არა ადამიანის ''მონურად'' გამოყენება
ასეთ ჯარში ჩემი ფეხით წავალ გაწვევის მოსვლამდე
* * *
პს. დავამატებ
კონკრეტიზაციისაგან თავს შევიკავებ...ვიცნობ ადამიანებს ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო მომსახურება სავალდებულოში რა ნაგავიცაა იწვნიეს თავის თავზე....ერთს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთდა და მერე გაირკვა რომ თურმე ბინტი ჩარჩენიათ და მეორედ გაჭრეს...მესამედ თვითონ იყვირა არ მინდა თქვენი არაფერი დავამთავრებ სავალდებულოს და მე თითონ მივხედავ გარეთ თავსო....იყო მსგავსი შემთXვევები აღარ ჩამოვთვლი......უბრალოდ არ მინდა ასეთი ადამიანების ხელში ჩავვარდე

შეიძლება გაბუქებულად წერია მაგრამ რაც მართალია მართალია არ არის კარგი სამედიცინო მომსახურება....ვისაც უნდა გაიგებს....
და კიდევ!
როცა ახალგაზრდა ხედავ რომ მთავრობას ფეხებზე კიდია ჯარი....როცა ხედავ ტელევიზორში გამოდიან და იძახიან საქართველოს საქმე სამხედრო აღლუმი არ არისო, როცა ჩინოვნიკებისთვის ყველაფერი ჯავშნით მოსიარულე ტანკი გონია და როცა ხედავ არ კეთდება სამხედრო შენაძენები და ერთ ადგილზე კიდიათ ჯარი და რეფორმები კი არა ტექნიკის განახლება არ ხდება ასეთ ჯარშI რომელ ახალგაზრდას მოუნდება რომ ამ სფეროში დაიწყოს მოღვაწეობა და ემსახუროს ქვეყანას?
თურქებს და აზერებს უხარიათ თურმე ჯარში წასვლა...ვის არ გაუხარდება იქ წასვლა ნახეთ როგორ უვლიან ჯარს და ანახლებენ ტექნიკას და არიან ერთ ამბავში, აბა საქართველოსავით იყონ ვის გაუხარდება იქ წასვლა?
ასე რომ ტყუილად ბრალდება ხალხის მენტალობას ჯარის პრობლემა.
პრობლემები ნათლად ჩამოწერილია შავით თეთრზე და მე მგონია რომ არ არის ეს უმნიშვნელო მიზეზები!!!!!!!!