ვაგრძელებ ჩემს თხრობას:
სამწუხაროდ ჯერ არც ვიცით რა გვჭირდება,რამდენი,როდის,როგორი და ა.შ. ამას ყველაფერს დაჯდომა და გათვლა,გაანგარიშება,დაპროექტება და დასაბუთება სჭირდება სათანადო დონეზე.თან მიდგომების სხვა და სხვა იარსებებს.ზოგმა(სამხედრო საზღვაო სპეციალისტებმაც) შეიძლება ამჯობინოს სანაპიროსთან დახვედრა მტრისა,ზოგმა პირიქით,სანაპიროსაგან რაც შეიძლება შორს მისი გაუვნებელყოფა საკუთარი აკვატორიის სრული კონტროლით და ა.შ.ამდენად მე პირადად ვერ ვიტყვი ფრეგატი აჯობებს თუ კორვეტი ზემოთხსენებული თვისებებითა და მონაცემებით.ჩემი აზრით კორვეტებიც საკმარისი შეიძლება იყოს გამომდინარე მათი ავტონომიურობიდან,რაც ჩვენთვის საკმარისი იქნება,თუ წყალწყვა აკმაყოფილებს ვთქვათ საჭირო დატვირთვას,რომელიც უნდა ატაროს.
სამწუხაროდ ჩვენ მიჩვეული ვართ რაღაც ღია მონაცემების თვალიერებას და მათ შედარებას მტრისასას ვთქვათ და თუ ჩვენს მიერ მოწონებული მონაცემები და მახასიათებლები აღემატება მტრისას,მაშინ რატომღაც გვგონია,რომ ბრძოლას მოვუგებთ...ჩვემი აზრით ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი მომავალში,სიახლეებში(თუნდაც "კარგად დავიწყებულ ძველში).ის რაც კარგადაა ცნობილი,რამეს მოუხერხებს კაცი ყოველთვის.მითუმეტეს,რომ ძველი დროიდან უღებდნენ კიდევ ალღოს სარდლები მოწინაღმდეგის მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს ტაქტიკაში,სტრატეგიაში თუ შეიარაღებაში და პოულობდნენ გამოსავალს.დღეს ეს უფრო სწრაფად ხდება.გავიხსენოთ თუნდაც მე-2 მსოფლიო ომი რა სწრაფად ხდებოდა ახალი სინამდვილის შექმნა და მასზე სწრაფად მორგება.რა სწრაფად იქმნებოდა ახალი შეიარაღებები ვთქვათ.ეს ვერ მოხდებოდა გარკვეული საფუძველის არქონის შემთხვევაში და ჩვენც სწორედ ამ საფუძველის შექმნაზე უნდა ვიმუშაოთ სერიოზულად!ამიტომ,ჩემი აზრით უნდა განვავითაროთ
სამხედრო საინჟინრო სფერო!გავაფართოოთ სამხედრო-საინჟინრო ქვედანაყოფების დანიშნულება და მოვალეობები!უნდა გამოვიდეთ ე.წ."ტრადიციულ ჩარჩოებიდან".ეს სფერო მართლად კარგად გვაქვს ასათვისებელი და შეიძლება ერთი ნაბიჯითაც გავასწროთ მტერს.ცალკე უნდა შევქმნათ სამხედრო-საზღვაო საინჟინრო ქვედანაყოფი თუ სამსახური და შესაბამისი სასწავლებელი! რა შუაშია ახლა "სამხედრო ინჟინერია" და მითუმეტეს "სამხედრო-საზღვაო ინჟინერია".ჩემი აზრით დიდი სხვაობაა სამხედრო მეთაურისა და ინჟინერის მუშაობის თავისებურებებს შორს.ორივეს თავისი გამოწვევები აქვს გასათვლელი და ამ გამოწვევებზე დროული რეაგირების მოხდენა უნდა შეეძლოთ.სწორედ ამ გამოწვევებშია დიდი სხვაობა და ურთიერთ თანამშრომლობით შეგვეძლება სასურველი შედეგების დადება.ეს გამოწვევებიც და მოთხოვნებიც შეიძლება იყოს დროში სწრაფად ცვალებადი.
ეს ყველაფერი ლამაზად ჟღერს ვთქვათ გვაქვს ასეთი და ასეთი შეიარაღება,ასეთი და ასეთი ხომალდები,წავიდეთ და დავცხოთ მტერს

მაგრამ რა უნდა მოვუხერხოთ მტერს მაშინ,თუ მას ხელის გულზე ვყევართ და ყოველი ჩვენი მოძრაობა მისთვის სრულიად ცნობილია?ანდა გვერდით თემაში რომ იყო(ა რ მახსოვს ავიაციაში თუ საჰაერო თავდაცვაში) მსჯელობა "მფრინავ რადარზე",რომელსაც მტერი ადვილად ჩამოაგდებს...ადვილად ჩამოაგდებ და მეტსაც იზამს თუ გულზე ხელებ დაკრეფილი ვიჯდებით.მტერი არ იჯდება ნამდვილად ასე.
თუ ვერ "დავაბრმავეთ" და "დავაყრუეთ" მტერი თუნდაც სააჭირო დროს და საჭირო დროით,მაშინ განწირული ვართ მარცხისათვის.მტერი გამოიყენებს მთელს თავის საცეცხლე ძალას ვიდრე ამის საშუალება მიეცემა.მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის,რომ მტერი დამოკიდებულია ხელთქმნილ ამ ხელსაწყო-დანადგარებზე და ათას შეიარაღებაზე,რომლებსაც გააჩნიათ მრავალი სუსტი წერტილი.სიტყვაზე ტანკი მძლავრი იარაღია,მაგრამ თუ მის გათვლას არ გააჩნია გარემოსადმი თვალთვალის საშუალება,არის...ტრაქტორი.ეს ყველაფერი ლამის ყოველმა ბუჩქმა იცის დღეს და ჩვენც უნდა ვიცოდეთ წესით.არა მხოლოდ ვიცოდეთ,უნდა ვსწავლობდეთ და ვავითარებდეთ!რა კარგია,თურმე მტრის რადარი სიტყვაზე 400კმ-ზე "ხედავს" და ვერ "დავემალებით"

ჩვენ რატომღაც ამასობაში ჭიანჭველებს უნდა ვმწყემსავდეთ...რატომღაც ჩვენ ვართ ყველაზე უსუსური,უცოდინარი,უნიჭო და ა.შ. უვარგისი ხალხი!საიდან ასეთი წარმოდგენა და "არასრულფასოვნების კომპლექსი",მე არ მესმის!და საერთოდ მავანნი ძალიან მონდომებით ამკვიდრებენ ამას ყველაფერს ჩვენივე ამპარატავნი კომფორმისტების ხელითაც!
"დელტამ" დაიწყო სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარების შექმნა და დანერგვა როგორც მახსოვს ხომ?იყო საუბარი მის რაკეტების ადგილზე წარმოებაზეც.ძალიან გამიხარდა.მაგრამ იმას მერე კრინტი არ დაძრულა ამ საკითხზე.არა და "ალაზანის" რაკეტა საკმაოდ მარტივია(დაპრესილი ქაღალდის მილში მოთავსებული სარაკეტო საწვავი).მარტივი,ყოველ შემთხვევაში სხვა არსებულ და გამოყენებად რაკეტებთან შედარებით.ხოლო თავაკში კი შეიძლებოდა "პასიური რადიოელექტრონული ბრძოლის ელემენტების" მოთავსება(უმართავი რაკეტები მსგავსი შიგთავსით უკვე მრავალი ათეული წლებია გამოიყენება),ან ვთქვათ საკვამლე კოჭებით...ამ უკანასკნელზე ძალიან ცოტა რამ ვიცი და მხოლოდ ის,რომ ძირითადად დედამიწის ზედაპირიდან მცირე სიმაღლეზე გამოიყენება რატომღაც...
ზემოთ ერთ ერთ წერილი ვთქვი,რომ ე.წ.საბჭოთა და რუსეთის მე-3 რანგის ხომალდების საზენიტო შეიარაღებას წარმოადგენს ძირითადად 30 მმ 6 ლულიანი ქვემეხი AK 630.ის ისვრის 5000 ჭურვს წუთში დახლოებით.და რამხელა მარაგი დააქვს თან საბრძოლო დავალებებზე გასვლის დროს?...

ანდა იგივე "დუპლეტი" იგივე ტიპის ქვემეხების შეწყვილებული ვარიანტი უფრო დიდ და თანამედროვე ხომალდებზე.მარაგი ულევი არაა რა თქმა უნდა არც ჭურვების და არც რაკეტების და ისინი გათვლილია რაღაც მოცემულ დროზე როგორც თავად საბრძოლო ხომალდის სიცოცხლის ვადაც...
მოკლედ ტვინი გვაქვს გასანძრევი და საერთოდ "ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა".
რამდენჯერ წამიკითხავს,რომ ესა თუ ის იარაღი წარმატებულია რთულ რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებშიც...ესეიგი რა,ფიზიკის კანონები შეიცვალა ვინმესთვის?

თუ არა,მაშინ რა ხერხებს შეიძლება მიმართოს მტერმა რთული რადიოელქტრონული ბრძოლის პირობებში?თუ მოვინდომებთ,რაღაცეებს გავარკვევთ და გავიგებთ.რაღაცეებს თავად უნდა მივხდეთ.არავის არ აქვს ნახევარტონიანი ტვინი თავის ქალაში.ისეთივე ტვინით აზროვნებენ,როგორითაც ჩვენ.
და რამდენიც არ უნდა ჰქონდეს მტერს ის რაკეტები ხომალდებზე,რა შორსაც არ უნდა ისროდნენ,თუ მიზანს ვერ ხედავს,ვერაფერსაც ვერ ისვრის.მითუმეტეს ზუსტად მიზანში...
ამდენი დავწერე უკვე და ეს ყველაფერი დარწმუნებული ავრ საერთოდა რც გადაუთვალიერებია ბევრ "ნელსონსა" და "უშაკოვს",რომლებიც რაღაც სისულელეებს ამტკიცებენ ხოლმე მთელი "კატეგორიულობით" და მოდი ახლა და ორი სიტყვით გააგებინე,ან აუხსენი.რაღაც ან გესმის,ან არა.მორჩა!მაგრამ საშინელებაა ამპარტავნება შეზავებული უცოდინარობასთან...ეს ნარევი ატომურ იარაღზე უარესია.
ახლა მინდა შემოგთავაზოთ ორი,ჩემი აზრით საინტერესო ვიდეო ბეტონის მცურავ კონსტრუქციებსა და ხომალდებზეც კი:
ე.წ."დებარკადორი",ბეტონის მცურავი ნავსადგური,რომელსაც ხშირად იყენებდნენ სამდინარო მიმოსვლაში.
ბეტონის ხომალდები,რომლებიც იყო ადვილი ასაგები და არ საჭიროებდა მცოდნე გემთმშენებელ მუშა ხელს.საკმარისი იყო ბეტონთან მუშოაბის ცოდნა.რა თქმა უნდა არა ვარ იმ ჭკუაზე ბეტონის ხომალდები ჩამოვასხათ მეთქი და მათი ვიბრძოლოთ

უბრალოდ რაღაც მოსაზრებები გამიჩნდა და მომავალში ვისაუბრებთ მათზე.