ისევ "მოსკვა"...
გავრცელებულო ფოტო-ვიდეოდან გამომდინარე დღეს "ნეპტუნების" ვერსიის დადასტურება მთხოვეს.
მომკალით და მოხვედრის კვალს ვერ ვხედავ.
აფეთქება ხომ ნამდვილად არაა (ისეთ დეფორმაციას გამოიწვევდა, გამორიცხულია შეუმჩნეველი დარჩენილიყო), მოხვედრის კვალიც არ ეტყობა თუნდაც ვარაუდის დონეზე.
მაქსიმუმ დავუშვათ, რომ დაშენებას მოხვდა და ან კვამლი ფარავს, ან ამ რაკურსიდან არ ჩანს, თუმცა ამას არანაირ ვარიანტში არ უნდა გამოეწვია ჩაძირვა.
1. რადარები სამარშო მდგომარეობაშია.
2. საზენიტოს სროლის კვალი არაა.
ეს სერიოზული არგუმენტია, რომ არანაირი რაკეტა არ ყოფილა.
3. საზენიტოებს (არც ОСА-ს და არც С-300-ს) დეტონაციის კვალი არაა.
4. АК-630-ებთანაა გამობუგული, მაგრამ 30მმ-ები კოღოს ნაკბენია კრეისერისთვის და თანაც ამ კალიბრის ჭურვების დეტონაცია არ ხდება.
5. ტორპედოები უვნებელია.
6. "ვულკანის" გამშვებები უვნებელია მარცხენა ბორტზე და 99.999% მარჯვენაზეც.
7. ბომბსატყორცნების დეტონაცია გემბანზე არ ჩანს.
8. ასევე არაა არანაირი ნიშანი, რომ ბომბსატყორცნების ან АК-130-ის საბრძოლო მარაგი აფეთქდა.
9. აფეთქების კვალი წყალს დაეფარა გამორიცხულია, სადღაც 3 მეტრია წყალქვეშ, მეტი არა.
10. არანაირი შტორმი, ზღვა მშვიდია.
და ა.შ უამრავი რამ გამოირიცხება.
ვარაუდის დონეზე (მხოლოდ დაბალი ხარისხის ფოტოზე დაყრდნობით):
გაჩნდა ხანძარი სამანქანო განყოფილებაში მარცხენა ბორტზე (ხომალდის შუაში, სადაც ხანძრის ძლიერი კერა ჩანს).
ხანძრის ლოკალიზება ვერ შეძლო ეკიპაჟმა (მომზადების დაბალო დონის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის ან ორივეს კომბინაციის გამო) და ხანძარი გადაედო მეზობელ ნაკვეთურებს.
ბორტზე გაკვამლული ადგილები ილუმონატორებია, არაა დახურული ჰერმეტულად და კვამლია გამოსული.
კაპიტანმა დაგვიანებით მიიღო მარცხენა სამანქანოს დატბორვის გადაწყვეტილება ხანძრის ჩასაქრობად (რუსული ფლოტის ტრადიცია). საბოლოოდ ხანძარი ჩააქრეს სამანქანოში, მაგრამ ხანძარმა გამოწვა ნაკვეთური და დაირღვა ჰერმეტულობა, დატბორილი სამანქანოდან მეზობელ ნაკვეთურებში გადავიდა წყალი.
+ დატბორეს საბრძოლო მასალის საცავები.
ამ ყველაფერმა მოგვცა კრენი (გადახრა) მარცხენა ბორტზე 15+ გრადუსით.
კონტრ-დატბორვით გასწორება არც უცდიათ (მეტად იქნებოდა წყალში ჩამჯდარი).
არ გვაქვს არც დიფერენტი, არც მისი გამოსწორების კვალი (ისევ და ისევ არ ზის წყალში საამისოდ).
მარცხენა ბორტის ქვედა გემბანის ილუმინატორები წყლის დონეზეა და თუ კვამლი გამოვიდა, წყალიც შევიდოდა.
რაღაც მომენტში ეკიპაჟმა ხომალდი მიატოვა და თავს უშველა.
ერთად-ერთი ლოგიკური ახსნა ენერგიის დაკარგვაა, გავიდა გენერატორი "გაღმა". თუმცა ეს ვერანაირი გამართლებაა.
ფოტოზე დაცარიელებული ხომალდია, რომელზეც აღარაა არც ერთი კაცი (ანუ დატოვების ბრძანებიდან დიდი დროა გასული) და ჯერ კიდევ მშვენივრად ინარჩუნებს ცურვადობას, ჩაძირვის არანაირი საფრთხე არ ჩანს.
როგორც ჩანს მართლაც მიათრევდნენ და გზაში ჩაეძირათ.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვწერო:
სავარაუდოდ უკრაინელებმა ხომალდისა და სარდლობის რადიოკავშირი დაიჭირეს ხანძრის შესახებ, გაიგეს საქმე სერიოზულად იყო და გამოაცხადეს ჩვენ ვესროლეთო. თუ თქვენ ხედავთ რაიმე განსხვავებულს ფოტოზე (ზემოთ დევს)...
რაკეტის (ების) მოხვედრას სულ არ გამოვრიცხავ, მაგრამ ფოტო/ვიდეოზე არ ჩანს.
შესაძლოა არ მოხდა რაკეტის ქობინის დეტონაცია და აკურატული ნახვრეტი გაკვამლულ კორპუსს არ ეტყობა დაბალი ხარისხის ფოტოზე, ან წყალქვეშაა უკვე. დანარჩენი ხანძარზე იგივე იქნებოდა რაც ზემოთ.
P.S. არანაირი ბირთვული ქობინი ხომალდზე არ იყო.
P.P.S. გზაში ვარ და თუ რაღაც გაუგებრად მიწერია, გაგებით მოეკიდეთ