უბრალოდ ცნობისთვის:
დასავლეთის 155 მილიმეტრიანი და რუსული 152 მილიმეტრიანი ქვემეხები კალიბერებში ფაქტიურად ერთი და იგივეა.
ყველაფერი დამოკიდებულია კალიბრის გაზომვის ხერხზე:
- დასავლეთში ქვემეხის კალიბრი იზომება ნაჭდევების ფსკერზე.
- რუსები ზომავენ ნაჭდევების ველებზე.
ანუ გასაგები რომ იყოს -ერთი და იგივე ქვემეხი რო გაზომო ჯერ ნაჭდევების ფსკერზე და მერე ნაჭდევების ველებზე, სხვადასხვა ციფრებს მიიღებ.
ფოტოზე ლულის ჭრილია და თვალსაჩინოდ ჩანს სხვაობა ДНО НАРЕЗА (ნაჭდევის ფსკერი) და ПОЛЕ НАРЕЗА (ნაჭდევის ველი)შორის.

აქვე ზუსტადაა ცნობილი რუსული 152 მილიმეტრიანი ქვემეხების კალიბრიც - ეს უდრის 152,4 მილიმეტრს, იმ შემთხვევაში თუ გავზომავთ მას დასავლეთის სტანდარტებით, მაშინ ამას უნდა დაემატოს ნაჭდევებიც. ჰაუბიცების ნაჭდევებისთვის არის 1% დანამატი, ხოლო ქვემეხებისთვის 2%.
რუსული 152,4 მილიმეტრიანი ქვემეხების კალიბრისთვის გამოვა შემდეგი ციფრები - 1% იქნება 1,52 მილიმეტრი, რახან ორივე მხარეზეა ნაჭდევი, ეს ციფრი უნდა გამრავლდეს ორზე 152,4+2х1,52=155,44. ანუ რეალურად რუსულიცა და დასავლეთის ქვემეხების კალიბრი ნაჭდევების ფსკერზე გამოდის 155 მილიმეტრის ფარგლებში.
ქვემეხების შემთხვევაში (რუსული Гиацинт) აქვს 2%-ნი ნაჭდევი და გამოვა 152,4+2х3,04=158,48.
130 მილიმეტრიანი ქვემეხისთვისაც 2%-ნია ნაჭდევები და შესაბამისასდ გამოვა 130+2х2,6=135,2
თვითონ 152 მილიმეტრიანი ჭურვის ზომა :

ჭურვის ზომები:
რუსული 150 მილიმეტრი, დასავლეთისა 154 მილიმეტრი, წამყვანი სარტყლის ადგილზე რუსული არის არის ზუსტად 155 მილიმეტრი (ციფრები წითელ წრეში) დასავლეთისა 161 მილიმეტრი.
პ. ს. უბრალოდ თავიდან დავიწყე ქვემეხის კალიბრით და ბოლოს დავასრულე ჭურვების ზომებით, ამიტომ არ აგერიოთ.
This post has been edited by scout on 28 Oct 2024, 15:58