მილიტარისტი1948 წლის ივნისის მიწურულს და ივლისის დასაწყისში მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატმა გაიარა ასევე აირ-დინამიური ბალანსის ტესტი, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა ქარხნის სერიულად წარმოებული ვაზნების გასროლას და ლულის არხში (ასევე დგუშზე) წნევის გაზომვას. აღნიშნულმა ტესტმა აჩვენა, რომ კალაშნიკოვის ავტომატი მგრძნობიარე იყო გარკვეული პარტიის ვაზნების მიმართ და აჩვენებდა ბალისტიკური მახასიათებლების უფრო დიდ გაბნევას, ვიდრე სიმონოვის თვიტდამტენი კარაბინი (СКС-45) და დეგტიაროვის ხელის ტყვიამფრქვევი (РПД-44). ამავე ცდაზე გამოვლინდა, რომ შედარებით მაღალი წნევის წარმოქმნისას საკეტი იმდენად სწრაფად ასრულებდა მოძრაობის ციკლს, რომ არ ხდებოდა ვაზნის მიწოდება. მარტივად რომ ვთქვათ საკეტი ახტებოდა მჭიდის გამომავალ ყელში არსებულ ვაზნას. ხოლო დაბალი წნევის შემთხვევაში საკეტის ჩარჩო ვერ ახერხებდა სრული მანძილის უკან გავლას და მტვრით დაბინძურებული მექანიზმით ან მშრალი (საპოხის გარეშე) მექანიზმით ვაზნის მიწოდებას. აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო იმით, რომ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ავტომატური იარაღის მოძრავი დეტალების სიჩქარის გათვლის რაიმე მეთოდი. შესაბამისად ოპტიმალური სიჩქარის შერჩევა ხდებოდა ლულიდან აირგამყვანი ნასვრეტების სხვადასხვა დიამეტრის შერჩევით (ვარირებით) და ცდების ჩატარებით. ასევე ცდები ტარდებოდა დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიის შემცირება/მომატებით (დამძიმება/შემსუბუქებით).მაიორ დეიკინის განცხადებით ავტომატში გადამუშავებული იყო შემდეგი კვანძები:
ა) ჩახმახის უფრო რბილი შეყენებისთვის, დამრგვალებულ იქნა ის ნაწილი სადაც უკან მოძრავი საკეტი ედებოდა (ებჯინებოდა) ჩახმახს და იწვევდა მის შეყენებას;
ბ) დამაბრუნებელი ზამბარის ენერგია შემცირდა 6,0-6,3 კგ-მდე (მანამდე მისი ენერგია შეადგენდა 8,4-8,8კგ-ს);
გ) აირგამყავნი ნასვრეტის დიამეტრი გაიზარდა 4,4-4,5მმ-მდე (მანამდე მისი დიამეტრი შეადგენდა 4მმ-ს);
დ) მცირედით დამოკლდა დგუშის სიგრძე;
ე) დგუშის უკანა ნაწილში „ფასკის“ გამოყენებით აღებულ იქნა მეტალის გარკვეული ნაწილი;
ვ) გამყარებულ იქნა ლულის კოლოფის ზედა ნაწილში და საგებ ლეინერზე არსებული მოქლონების (ე.წ. ზაკლიოპკების) გარე თავები;
ზ) მანამდე წარმოდგენილ საცდელ ეგზემპლართან შედარებით გადამუშავდა მეტალის საკეცი დუგლუგის ფიქსატორის კონსტრუქცია. ასევე საკეცი დუგლუგის მარჯვენა თამასაზე გაჩნდა სპეციალური ღარი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა დაკეცილი დუგლუგის შემთხვევაში სროლის რეჟიმების ბერკეტის დაყენება ერთეული გასროლების პოზიციაზე.
ეს ავტომატები სამხედრო გამოცდებზე წარმოდგენილი ეგზემპლარებისგან განსხვავდებოდნენ შემდეგი დეტალებით:
1. გამაგრებულ იქნა ლულის კოლოფზე არსებული ლულის შემაერთებელი ხრახნი. მისი გამყარება მოხდა ხრახნის ბიჯის შეცვლით 1 დან 1,5მმ-მდე.
2. შეიცვალა მასრების ამომგდების კონსტრუქცია და საცემის (დამრტყმელის) დამაგრების მეთოდი, რომლის სამაგრი სარჭიც გადანაცვლებულ იქნა საკეტის წინა ნაწილში.
3. სიგანეში გაიზარდა ე.წ. „სუხარის“ წაკვეთილი სამუშაო ადგილის ზომა, რომელც მანამდე შეადგენდა 2მმ-ს, ხოლო გადამუშავების შედეგად გაფარდოვდა 4 მმ-მდე. ასევე „სუხარის“ ქვედა მხრიდან გაკეთებულ იქნა სპეციალური შვერილი. შვერილი აჩერებდა „სუხარის“ გვერდით გადაადგილებას.
4. შეიცვალა გადასატენი სახლურის ფორმა და გახდა ნამგალისებური (აღნიშნული სახელურის ფორმა აღებულ იქნა ამერიკული თვიტდამტენი შაშხანიდან „Garand M1“). მანამდე არსებულ კალაშნიკოვის ყველა ეგზემპლარზე გადასატენი სახელური იყო ცილინდრული ფორმის შვერილის სახით.
5. საბრძოლო ზამბარის დიამეტრი 15მმ-დან გაიზარდა 18მმ-მდე, რამაც გაზარდა მისი სიცოცხლისუნარიანობა.
6. გადამუშავებას დაექვემდებარა ასევე სამიზნე მოწყობილობის ზომები (გახდა უფრო მაღალი და განიერი). ასევე გადამუშავდა უკანა სამიზნე მოწყობილობის მოძრავი „ხამუტის“ ფიქსატორი.
7. შეიცვალა ტიბჟირის უკანა სამაგრი და დაემატა მეტალის წვერი, რომელიც იცავდა ტიბჟირს გაბზარვისგან. ასევე ტიბჟირის ქვედა მხარე გამსხვილდა 3მმ-ით.
8. მეტი სიმტკიცისთვის ლულის კოლოფის დაბეჭდვა ხდებოდა უფრო მსხვილი ფოლადის ფურცლისგან, რომლის სისქეც შეადგენდა 1,7მმ-ს. (მანამდე გამოიყენებოდა 1,5მმ-ანი ფურცლები).
9. გამყარებულ იქნა მცველის და სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტის დამჭერი.
10. ლულა დაგრძელდა 15მმ-ით და ბოლოში გაუკეთდა ხრახნისებური სამაგრი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა მოწყობილობების დაყენება. ლულის ბოლოში არსებულ ხრახნზე დამაგრდა ხრახნის დამცავი, რომელიც ამავდროულად ასრულებდა ლულის წმენდისთვის საჭირო საცმის სამაგრის როლსაც. ხოლო საცმის როლს კი ასრულებდა აქსესუარების შესანახი პენალის თავსაფარი.
11. წინა სამიზნის ფუძეზე ქვემოთა მხრიდან არსებულ შვერილზე გაკეთებულ იქნა ნაჭდევი, რომელიც აადვილებდა ლულის ქვეშ დამაგრებული ზუმბას (შომპოლის) მოხსნას.
12. დამუშავდა „სუხარის“ დამჭერი მოქლონი (ე.წ. ზაკლიოპკა), რომელზეც ადრეულ ვარიანტში ზუმბას წვერი ებჯინებოდა და იწვევდა მის დაზიანებას.
13. ავტომატის ღვედი (ქამარი) აღიჭურვა სპეციალური სამაგრი კარაბინით, რამაც აღმოფხვრა ღვედის ცხელ კორპუსზე მიდება და ამოწვა.
14. შეიცვალა საწმენდი აქსესუარების პენალი და როგორც უკვე ავღნიშნეთ მისმა თავსაფარმა შეითავსე ლულის საწმენდი საცმის ფუნქცია. აღნიშნული საცმი კეთდებოდა ლულის წვეროზე და შემდეგ მასში ტარდებოდა ზუმბა.
დიდი მადლობა WWW.IARGI.COM -ს და მის ადმინისტრატორ ბატონ ვახტანგს დეტალური ინფორმაციისათვის
- ეს არის 47 წლიდან 48 წლამდე განხორციელებული ცვლილებები. ცოტა მოგვიანებით დაგიდებ წარმოებაში ჩაშვებიდან განხორციელებულ ცვლილებებს

2 საათში მოვიცლი ალბათ და დანარჩენსმერე დაგიდებ