ეგეც არ უქნია დაჟე მ. კალაშნიკოვს. 5,45х39 ვაზნაზე მუშაობდა ბორის სიომინი (მაკაროვის 9х18 ვაზნის შემქმნელი. ნუ შექმნელი რა ეგეც გერმანული საცდელი პროექტ 9х18 ULTRA-დან მოიპარა) და ქალი ლიდია ბულავსკაი, რომლებმაც ბლუმის მიერ 1955 წელს შექმნილი საბჭოთა სანადირო ვაზნა 5,6х39 აიღეს და გადაამუშავეს. რაც შეეხება АК-74 -ის დაპროექტებას, მაგის პროტოტიპი რომელიც გამოცდებს გადიოდა А-3 სახელწოდებით მანდაც მინიმალური იყო კალაშნიკოვის როლი.
და საცოდავი შმაიზერი კიდევ საავადმყოფოში დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში, ისევე როგორც ბევრი სხვა ნიჭიერი ტიპი

კალაშნიკოვს დეიკინი და ზაიცევი რომ არ ჰყოლოდა გვერდით ვერაფერსაც ვერ იზამდა. ეგენი ეხმარებდონენ საქმის ჩაწყობაში და გაყალბებეში.
ძაან ბევრი სხვა კონსტრუქტორების კვანძებია კალაშნიკოვში გადამღერებული და მოპარული.
კალაშნიკოვის მიერ „მოპარული“ კონკრეტული დეტალები:
1. პირველ რიგში რომ ვისაუბროთ ჩაკეტვის სქემაზე, ჯერ კიდევ StG.44 და Mkb .42(W) მოდელამდე არსებობდა ასეთი ჩაკეტვის სქემა. მაგალითად დგუშის გრძელი სვლა გამოიყენებოდა ფრანგულ დაზგურ ტყვიამფრქვევში Hotchkiss Mle 1897, რომელიც ავსტრიელმა Adolf Freiherr Odkolek -მა შეიმუშავა. დგუშის გრძელი სვლა მბრუნავ საკეტთან ერთად კი გამოყენებულ იქნა მექსიკელი მანუელ მონდრაგონის თვითდამტენ შაშხანაში, რომელიც მე-19-ე საუკუნის მიწურულს შეიქმნა. დგუშის გრძელი სვლის პრინციპით მუშაობდა ასევე ჩეხური მსუბუქი ტყვიამფრქვევი Lehký kulomet vz. 26 (ZB-26), რომელიც ვაცლავ ჰოლეკის მიერ იქნა კონსტრუირებული. დგუშის და საკეტის ჩარჩოს ერთმანეთთან გადაბმულობაც არ იყო კალაშნიკოვის მიერ შემუშავებული, რადგანაც Mkb.42 (h) -ში სწორედ ანალოგიური პრიციპი გამოიყენებოდა და სხვა ბევრი იარაღი არსებობდა კალაშნიკოვამდე მსგავსი სისტემით.
2. ლულის კოლოფზე კონდახის დამაგრების მეთოდი აღებულ იქნა Mkb .42(W) -დან.
3. საკეტის ჩარჩო განთავსება იმდაგვარად, რომ შემცირებულიყო ხახუნის ფართობი ჩარჩოსა და ლულის კოლოფს შორის, აღებულ იქნა სუდაევის ავტომატიდან.
4. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი აღებულ იქნა ჩეხოსლოვაკიური Emmanuel Holek -ის სისტემის თვითდამტენი შაშხანიდან „ZH-29“ (Zbrojovka-Holek, 1929). ასევე გარკვეულ წილად მსგავსი მექანიზმი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილ ბრაუნინგის თვიტდამტენ სანადირო თოფებში. მსგავს დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმს იყენებდა ასევე ამერიკული ჯონ გარანდის სისტემის თვითდამტენი შაშხანა. თუნდაც შორს რომ არ წავიდეთ კალაშნიკოვამდე რუსეთშივე იყო С. Симонов -ის საცდელი თვითდამტენი შაშხანა, ანალოგიური მექანიზმით. თუკი დავფიქრდებით ამ საკითხზე და ლოგიკურად ჩავუღრმავდებით, კალაშნიკოვმა და დეიკინმა მისი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი შესაძლოა პირდაპირ დააკოპირა ვალტერის ფაბრიკაში შექმნილი MKb.42 (W) მოდელიდან, რადგანაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ახლოს გაცნობოდნენ ამ ეგზემპლარს.
5. მცველის ბერკეტი, რომელიც მარჯვენა მხრიდან არის განთავსებული და მცველზე დაყენების შემთხვევაში ზღუდავს საკეტის სახელურის უკან გადაადგილებას ჯერ კიდევ 1906 წელს გამოიყენებოდა ჯონ ბრაუნინგის მიერ შექმნილ შაშხანაში Remington Model 8. ასევე ანალოგიურ მცველს იყენებს Browning M1910.
http://a.pix.ge/i/f7cy6.jpg 6. დამაბრუნებელი ზამბარის ნაწილობრივი განთავსება საკეტის ჩარჩოში, რომელიც არ გამოიყენება გერმანულ შაშხანაში Mkb.42 (h) ბევრს ჰგონია, რომ კალაშნიკოვის იდეაა. სინამდვილეში კი იგი აიღო ასევე ამერიკული ჯონ გარანდის (Garand M1) შაშხანიდან. ეს პრინციპი კალაშნიკოვმა ჯერ კიდევ 1944 წელს წარმოდგენილ თვიტდამტენ კარაბინში ისესხა ამერიკული გარანდიდან.
7. აირგამყვანი კამერის ლულის ზევით განთავსებაში არც კალაშნიკოვი და არც ჰუგო შმაიზერი არ იყვნენ პირველები, რადგანაც მსგავს პრინციპს იყენებდა 1922 წელს შექმნილი ჩეხური იოზეფ ნეტჩის (Josef Netsch) თვითდამტენი შაშხანა და 1923-1924 წლებში დამზადებული ლუისის ტყვიამფრქვევი.
This post has been edited by electri_chka on 10 Aug 2017, 22:32