პირველ რიგში - ბევრად მეტს ველოდითო (რუსების მხრიდან), სეპარებისგან გვქონია უფრო ძლიერი შეტევებიო.
დონბასიდან კი არა, მარიუპოლიდანაც არ დავიხევთ უკან, სცადონ დაგვატოვებინონო.
პრობლემაა სამხრეთში, მანდ თუ მოგვაწვნენ კარგად წაიწევენ წინ, მაგრამ ქალაქებს არ მივცემთ და განა სადამდე წავლენ მინდორშიო (დიდ ქალაქებზეა საუბარი).
რეალური წინსვლა საიდანაც უკან დაგვწიეს ჩრდილო-აღმოსავლეთია და შეიძლება კიევს მიადგნენ, მაგრამ კიევთან ხომ ისედაც არიან და ყ... მოსჭამონო (ჩემი ინტერპრეტაცია).
ჯერ იარაღიც გვაქვს, საბრძოლო მასალაც და ხალხიც. როცა გათავდება ამაზე მერე ვინერვიულოთო.
ვიცოდით არავინ იომებდა ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ მაინც მოქმედებს არავინ რომ არ გვეხმარებაო. რა ვუყოთ, ვიბრძვითო.
კიდევ აქ მტერს ვაკავებთ, მაგრამ ოჯახები მაინც გვებომბება, მძიმეა ფსიქოლოგიურადო.
რუსი ტყვეები კარგი მოტივაციაა, ასეთი საცოდაობა არ გვინახავსო.
კადიროველებს წლებია ველოდებით, მაგრამ არ მოსულანო.
ზელენსკის რად უნდა ხსენება, კლიჩკოც კაცი გახდა ჩვენს თვალშიო

მოსახლეობა მაგარი მოტივირებულია, უძლებენო.
არაფერი სერიოზული დანაკარგი არ გვაქვს, მაგრამ არც რუსები წვანან რიადებად, უფრო ტექნიკა ნადგურდებაო.
მთავარი პრობლემა უძილობააო

ახლა ჩემი პატარა ანალიზი:
როგორც ჩანს სამხედროებს პოლიტიკურ მიზნებს ახვევენ თავს რუსები, ან სულაც პოლიტიკოსებმა გადაიბარეს მართვა.
Великий Хуйло-ს დონბასი და კიევი სჭირდება.
ისტერიულ შეტევებს უნდა ველოდოთ ალბათ.
სხვა ახსნას ვერ ვუძებნი სტრატეგიულად მომგებიან მანევრს პირდაპირი შტურმები რომ ამჯობინეს.
თუმცა დონბასზე აქვს ახსნა. მანდ ლია ზურგი გახსნილი, მაგრამ დინბასის ფრონტზე უკრაინელებს ჭარბი ძალები ჰყავთ და კონტრ-შეტევისთვის შეიძლებოდა დაჯგუფების ფორმირება. რუსების სუსტი მოტივაცია ვერ გაუძლებდა დნეპრთან მიმწყვდევის საშიშროებას და სამხრეთის არმია ჩამოეშლებოდათ.
რუსების მოტივაცია ყველგან ниже плинтуса. ამიტომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი იქნება არტილერიაზე და ნაკლები ქვეითებზე.
მალე შიში მთელ არმიას მოედება თან იმ ფონზე, რომ არ იციან რატომ უნდა იბრძოლონ.
ჰსთ მოიშალა სამხრეთში და მთელ ქვეყანაში გვარიანადაა შესუსტებული, მაგრამ კომპლექსები საკმაოდაა. ერთიანი სისტემის გარეშე ეფექტურობა ეცემა, მაგრამ თავს ზემოთ ფრენის საშუალებას კიდევ დიდხანს არ მისცემენ რუსებს.
მაინც ვთვლი, რომ დონბასის არმია მეორე ნაპირზეა გადასაყვანი, იმედია ჩემთვის უცნობი კარგი არგუმენტებია ამის საწინააღმდეგოდ (სამხედრო და არა პოლიტიკური).
კიევზე იმ რეზერვების კონცენტრირება, რომლებსაც თეორიულად ლვოვზე გაწევა შეეძლოთ, ვთვლი რომ ძალიან დიდი შეღავათია უკრაინისთვის.
დღეს სამხრეთში ვვარაუდობ ძალიან დიდ აქტივობას და + კიევთან თავისთავად.
ამ ომის ბოლო აკორდი იქნება მასიური დაწოლა მთელ ფრონტზე და თუ ეს წარუმატებლად დასრულდა, მორჩა რუსეთის არმია.
ახლა მოლაპარაკებებისთვის ცეცხლი რომ შეწყდება, უკრაინა უნდა გატენონ იარაღით, საზღვარზე უნდა იდგეს კოლონები და სიგნალს ელოდონ.
რუსებს რაც შეეძლოთ, ისედაც მიტანილი აქვთ ფრონტზე, მეტი არაა და არც ვინმე მიაწვდის.
P.S. რატომაა ასეთი წინააღმდეგობა უკრაინის ნეიტრალიტეტზე? გამოაცხადებს თუ აუცილებელია, შეივსებს მარაგებს და ისევ ძველ კურსს დაუბრუნდება. ზეწოლის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას რა უნდა.