არა, მაგა არ ვიძახი

ანუ მე ვარ ზოგადად უხეში და მუდრეგი ტიპი, ყველაფერში, ზოგი რომაა რომ მანქანას დაჰკანკალებს და ზედ ყვება, ცხვირსახოცით აპრიალებს და რამეზე თუ გაიჩხაპნა ნერვოზი აქვს სანამ არ შეღბავს - არ შემიძლია ეგ. ვიცი ყველაფრის გემრიელად ხმარება, მათ შორის იარაღისაც. აი ზოგი არის შალითაში უდევს იარაღი, ამოიღებს დანიშნულების ადგილზე, გაწმინდავს, შეუბერავს სულს, გაისვრის, სროლის მერე ისევე გაწმინდავს, გაამშრალებს ისევე შეუბერავს სულს და წამოვა სახლში ბედნიერი, ეგრე ვერ ვშვები, მაგ მხრივ არ მომეწონა სტოუნერი. არ მომეწონა ალუმინის თუ დურალუმინის ტიბჟირი, რმელიც ნავაროჩენად და კაი ტიპად ითვლება თან, აღმოჩნდა რომ ლულის ბოლოში ალმაქრი თუ კომპენსატორი რომ აქვს, ვერ მოვხსნი ხელით, უნდა სპეციალური კლუჩი, ამ კლუჩის შოვნის მერე აღმოჩნდა, რომ იარაღი რო არ დეფორმირდეს უნდა მოვხსნა ალუმინის ტიბჟირი. ლულასა და კომპენსატორს შორის ასევე ალუმინის შუასადებია და ეგეც ადვილად შეილება შემოგეღუნოს ხელში

41+41 ლარი მივეცი რემნის სამაგრებში და აღმოჩნდა, რომ კონდახზე დამაგრებუი რემენი იწვევს კონდახის და შესაბამისად დამაბრუნებელი ზამბარის ბუდის მორყევას. ჭირდება კიდევ უფრო ნავაროჩენი სამაგრი, რომელიც კორპუსზე, სახელურის ზემოთ დამაგრდება უკანა მხარეს, ურემნოდ მე იარაღს რო მომკლა ვერ ვატარებ შალითაში გახვეულს. ასევე აღმოჩნდა, რომ ოპტიკა რო მოვირგე ჩემს აღნაგობაზე და თვალზე - გადასატენი სახელური დაფარა და უხერხული გადასატენია ცაციისვისაც და მემარჯვენისვისაც. ნუ პირველი გადატენა სჭირია თორემ შემდეგ მესმის რო აღარაა სახელურთან ჯაჯგური საჭირო, მარა მაინც. თან ეხლა ჩემი არაა სტანდარტული მოდელი და ლულა გრძელი, მსხვილი და შესაბამისად მძიმე აქვს და საშინადაა დარღვეული ბალანსი, ფეხზე დგომით სროლისას საკმაოდ მალე დამეღალა მარცხენა ხელი, არა და სუსტიც არ ვარ. საბაზისო მოდელი რო ავიღე ბუმბულივითაა ამასთან შედარებით. ხო უკუცემა - ამ მძიმე მოდელზე დაახლოებით იგივე უკუცემა რაც აკ74-ზე, სტანდარტულ მსუბუქ მოდელზე საგრძნობი იქნება უკუცემა. კიდევ არ მომეწონა ის ფაქტი, რომ სავაზნის გაწმენდა ფაქტიურად გამორიცხულია სპეც საწმენდების გარეშე, ვარსკვლავისებრი საკეტი და საკეტის ბუდე ფაქტიურად გამორიცხავს სავაზნეში ჩვარის შეყოფას და გაწმენდას, საწმენდ კომპლექტს მოყვება ჩოთქი, ჩვეულებრივი ჩოთქი, ტუფლის საწმენდის მაგვარი, ოღონდ პატრა შედარებით, ხოდა აშკარაა რო სპეციალური ფორმის და ზომის ჩოთქი რო მოყვება ანუ ასე ადვილად არ იწმინდება. ძნელად მისადგომია გაწმენდისას, თუნდაც მთლიანად მოხსნა ზედა აპერი. არ მომეწონა ის რო საქმენდი ინსტრუმენტები ცალკე უნდა ატარო და იარაღს ზედვე არ აქვს. ასევე არ მომეწონა ის, რომ როდესაც იარაღს შლი და აძრობ უკანა შპონკას, მხოლოდ წინა შპონკის ამარა დარჩენილი იარაღი აშკარად სუსტად გამოიყურება და ამ მდგომარეობაში ძალის დატანება აუცილებლად გამოიწვევს ქვედა რისივერის ან სამაგრების მოტეხვა დაღუნვას.
რაც მომეწონა ისაა რომ ტვინი არ მომეხვნა სალასკის შერჩევით და რინგები პირდაპირ მოვარგე იქ, სადაც მინდოდა რომ დამეყენებინა, ასევე ძალიან კარგია ის რომ სასხლეტი აქვს ერთ მოქმედებიანი და ძალიან მოულოდნელად ეშვება, კარგად ისახება შედეგზე, კარგი აქვს ის, რომ გასროლის მერე ლულაში გახედვისას ვერ შევნიშნე უცხო ელემენტები როგორც საიგაში რჩებოდა ხოლმე, ფაქტიურად ისევე გაწმენდილია ლულა, ანუ ამუნიციაა ხარისხიანი და ნაკლებად ბინძურდება. ასევე ძალიან მოსახერხებელი კონდახი აქვს და ოპტიკით სროლისას დააკვდა ჩემს ლყას, კარგი საყრდენი იყო ლოყისთვის, აღარ დამჭირდა კისერის კრეხვა გედივით, რომ ოპტიკისთვის გამესწორებინა თვალი. დანარჩEნი ეხლა ასე უცბად ვერ დავამუღამე და ნელ ნელა გამოჩნდება მერე
ეხლა რო ვცდილობ მოვლენებს შევხედო ობიექტური თვალით ასე გამოდის, რომ აკ უფრო იორღა იყო რა, დავშლიდი ბოლომდე, ამოვიღებდი სასხლეტს და დამრტყმელს - მივუშვებდი და ერთიანად ვწმინდავდი ყველაფერს, თუ გინდა დააკერხერე. ასევე ძალიან მყარია აკ-ს კორპუსი, მყარია ფოლადისაგან დამზადებული აკ-ს დეტალები და არ გიწევს იმაზე ფიქრი კომპენსტორის მოხსნისას ძალა არ გადავამეტო და ალუმინის კრპუსი არ დეფორმირდესო. იტოკში ჩემინაირი ველური და ნაკლებად აკურატული ტიპისთვის აშკარად აკ ჯობია, ათრიე სადაც გინდა ახოიალე, არანაირ სერიოზულ დაზიანებას არ იღებს იარაღის კორპუსი და ისვრი შენს გემოზე. ყურადღებიანი და მზრუნველი პატრონისთვის აშკარად სტოუნერი აჯობებს.
ხო კიდე, ეს შეფასება არის ძალიან ზერელე, ხვალ ზეგ საფუძვლიანად შევისწავლი კიდევ იარაღს და არ გაგიკვირდეთ თუ სრულიად შევცვალე პოზიცია, ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ
This post has been edited by datunia93 on 31 May 2018, 19:57