karocheჩემი ხო გჯერა არა? სისულელეა ძმაო ყველაფერი. 300 მეტრზე და უფრო შორს რო გაარტყა მიზანში 20 სმ დიამეტრის წრეს, ძაან ჩალიჩI გინდა და არაა საჭირო ნაღდად ავტომატურ იარაღისათვის მაგხელა სიზუსტე. აგერ ხო ვიყიდე ამხელა ხრონგი და დავათრევ, სტანდარტულ სიტუაციაში რასაც მე ვისვრი იგივეს ისვრის საიგა. უნდა დაწვე, ფეხები გაშალო და მოარგო რელიეფს, ოპტიკაში შეძვრე, სუნთქვა დაირეგულირო, თვალო და იანგარიშო მანძილი, ტემპერატურა, დახრის კუთხე და ქარი და ბოლოს გამოდის რო 300 მეტრზე მე 30 წამში ვაკეთებ 10 გასროლას და ათივე ხვდება სამიზნეს, გურამა თავის საიგათI 30 წამში აკეთებს 30 გასროლას და 12-14 ხვდება სამიზნეს... როცა სნაიპერი არ ხარ აზრი ამ ყველაფრის?
* * *
ცალკე თემაა ის რომ დატენილი და გაზიპინებული ჩემი იარაღი არის 5 კილო, თან საშინლად დაბალანსებული (ნონსენსია ფაქტიურად

) ღირს სამჯერ უფრო ძვირი რაც ღირს სტანდარტული საიგა და ამ დროს არაფერს არ გაძლევს განსაკუთრებულს გარდა იმისა, რომ წყნარ უქარო ამინდში, როცა არსად არ გეჩქარება, მშვიდად ზიხარ, თვლი კალკულატორით რაღაცა ღლეობა მონაცემებს, შეგყავს ოპტიკაში, ისვრი მერე ნელა და მშვიდად, სამიზნის სანახავად სხვას აგზავნი რო გულისცემა არ აგიჩქარდეს და ას მეტრში სვავ 0.7- მოას და ხარ ბედნიერი

ზუსტად იგივე ღლეობები უნდა ატარო მაგ გრენდელზეც რო იგივე 300 მეტრზე გაარტყა და რა ეშმაკათ გინდა მაგისი 700 და 1000 მეტრი? ამ ჩემს ღლეს თუ შეუძ₾ია 1000 მეტრამდე სროლა მაგ ვაზნას და იარაღს, მე ამით რა? არც არაფერი, მაინც ვერ გავარტყავ და არანაირი აზრი არ აქვს.
აი დღესვე რო ავდგეთ და ნებისმიერი (ვიმეორებ ნებისმიერი) გამოცდილი და კარგ ფორმაში მყოფი მსროლელი, გინდაც მოქმედი სპეცრაზმელი მოვიდეს და დავინიშნოთ დრო: გავირბინოთ 1 კმ იარაღიანმა, მერე ავბობღდეთ სადმე გორაზე, ვისროლოთ 30 ტყვია გინდა 100 გინდა 200 და გინდა 300 მეტრზე და ისევე სირბილით გავირბინოთ 1 კმ იარაღიანმა, მერე მოხვედრის ქულები დავთვალოთ და გავყოთ დროზე, რა დროც დაგვჭირდა პოზიციამდე მისვლასა და გამოსვლაში - ძალიან ახლოს იქნება ჩვენი შედეგები ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა რომ მე არანაირი კურსი არ მაქვს არასდროს გავლილი, არც ინსტრუქტორთან მივარჯიშია და არც ათასობით ტყვია არ მაქვს ნასროლი სწავლებებზე.