არ გიპასუხიათ და მარტივად ავღწერ.
დგახარ ვთქვათ ტყეში გამავალ გზაზე და ელოდები ფრინველს, რომელიც იდეალურად ჩანს ნათელი ცის ფონზე.
სულ ერთი საათი გაქვს დაახლოებით.
გაქვს იარაღი, რომელიც უბრალოდ უნდა მიუშვიდო მიახლოებით, არ სჭირდება ზუსტი დამიზნება.
და მიუხედავად ამისა 1 საათში დაღლასაც ასწრებ თავის აქეთ-იქით ტრიალით და ხშირად სროლას ვერ ახერხებ, რადგან ვერ დაინახე დროულად და დაგვიანებულზე აზრი აღარ აქვს.
ვიფიქროთ მხოლოდ აღმოჩენაზე.
1 ადამიანი ამას ვერ იზამს, აბსურდია. "რადარის" ფუნქცია რომ შეასრულებინო, უნდა დასვა 6 კაცი 60 გრადუსიანი სექტორებით, რომ აღმოჩენის შანსი ჰქონდეს რეალურად.
1 ადამიანი რამდენ ხანს შეძლებს დაკვირვებას? გადაღლა არ შეიძლება, ეფექტურობა დაეცემა, შეცდომის უფლება კი არ აქვს.
ყველაზე მინიმალურ ვარიანტში საჭიროა 6 კაციანი 3 ცვლა. ეს 18 კაცი ასეულიდან მხოლოდ აღმოჩენაზე.
მეზენიტეებზეც ასევე მოგიწევს 2 ცვლა მაინც გყავდეს, მაგრამ უფრო რეალურია 3. სანამ მეზენიტე მორიგეობს, ხელი არ უნდა გაუშვას ტყვიამფრქვევს, ყოველი წამი გადამწყვეტია. 12 კაცი მინიმუმ 4 ტყვიამფრქვევზე (1 კაცი ტყვიამფრქვევზე და არა 2).
ასეულიდან 30 კაცი უნდა გამოყო ამ საქმისთვის.
მგონი სროლაზე აღარაა საჭირო გაგრძელება

ბევრად ეფექტურია ასეულს მიაწოდო ინფორმაცია, რომ 5 წუთში მათ პოზიციას მიაღწევს დრონი.
მიმართულება - 10 საათი,
სიმაღლე - 500 მ,
სიჩქარე - 200 კმ/სთ.
ინფორმაციას კი აწვდის ის, ვისაც საჰაერო სივრცის კონტროლი აბარია.
ამას გაიგებს ყველა, რეზერვისტიც კი იმოქმედებს საჭიროებისამებრ.