მი-28-ის ჩამოგდების ცნობილ ვიდეოსთან დაკავშირებით
გამოყენებულ საზენიტო საშუალებასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო,
ერთნი სითბურ რაკეტებს მიაწერენ შვეულმფრენის ჩამოგდებას, მეორენი სტარსტრაიკს
მოხვედრამდე რამდენიმე წამით ადრე

როგორც ხედავთ, არ ჩანს
რაკეტის უკან კვამლის შლეიფი,
რაც როგორც წესი დამახასიათებელია IR მანპადებისთვის
და პირიქით არ არის დამახასიათებელი სტარსტრაიკის ისრებისთვის
ვინაიდან სტრასტრაიკის რაკეტას მხოლოდ სასტარტო ძრავა აქვს
რომლის მოცილების შემდეგ ისრები ინერციით მიფრინავენ
სტარსტრაიკის 3 ისრის ფრენისას ასეთი სურათი ჩანს

რაც წააგავს პირველ სურათზე გამოსახულებას,
მაგრამ სამი ისრის ნაცვლად,
მხოლოდ ერთის კვალი ჩანს ჩამოგდების სურათზე
ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ სტარსტრაიკს არასაკმარისი ჯავშანგამტანობა აქვს
და ვერ მოახერხებდა ისეთი დაზიანების მიყენებას, რასაც კონსტრუქციის დაშლა მოჰყვა
სინამდვილეში სტარსტრაიკს ჯავშანგამტანობა ნამდვილად არ დაეწუნება =
თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ფუზელაჟში შეღწევის მერე მოხდებოდა დეტონაცია,
არ უნდა იყოს გასაკვირი სტრუქტურის დაშლა
ჯავშანგამტანობას >120მმ უწერენ

მარკოვიცის ცნობილი ვიდეოში კი გახვრეტილი 25მმ-იანი ჯავშანფილა აჩვენეს

კიდევ ერთი არგუმენტი სითბურების სასარგებლოდ არის რაკეტის მოხვედრის ადგილი,
კერძოდ ძრავის საქშენების დაბოლოებაზე, სადაც აპარატის სითბური კვალი მაქსიმალურია
რა თქმა უნდა ლოგიკურია, მაგრამ აღნიშნულ ადგილას არც სტასტრაიკის მოხვედრა იქნება გასაკვირი
დასკვნა: ძნელია ხელაღებით მტკიცება ან ერთის ან მეორის სასარგებლოდ
This post has been edited by xDavid_S on 2 Apr 2022, 15:55