ბატონი
DIDGORI-GEO თვლის რომ საქართველოს შეუძლია 1-1ზე რუსეთის საჰაერო და სარაკეტო ჯარები შეაჩეროს ეფექტური ჰსთ-ს აწყობით.
ამის მიღწევას აპირებს Patriot, THAAD და სხვა სისტემების შეძენით.
---------------
ჩემი პასუხი ბატონ დიდგორის.
რაის "პეტრიოტი" და THAAD, რას ამბობთ?

საქართველოს არ ჭირდება ეგ სისტემები და ვერასდროს ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ცის დაცვას 1-1 რუსეთთან საქართველო დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენი გათვლა მხოლოდ ნატოში ინტეგრაციაზე უნდა იყოს გაკეთებული და შესაბამისი მინიმუმი გვჭირდება შედარებით იაფიანი (NASAMS) და მობილური სისტემების. IRIS-T მსგავსი, პლიუს ტონობით გადასატანი საზენიტო რაკეტები.
საქართველოს არ აქვს დიდი ტერიტორია და რუსეთი ყველა ვარიანტში გაანადგურებს ნახევრად სტაციონარულ არამობილურ მილიარდობით დოლარის ღირებულების "პეტრიოტებს" და სხვა მსგავს მძიმე სისტემებს. ეგ გადაყრილი მილიარდები დარჩება ჩვენი შვილთაშვილების გადასახდელი, ცაში კი რუსული ავიაცია იბატონებს ყველა ვარიანტში.
ეგ არის პოპულიზმი და არარეალისტური განცხადებები. THAAD გვჭირდება თურმე. დაფიქრდით ხალხო, საქართველოს, THAAD biggrin.gif
აბა დათვალეთ გიგანტურმა უკრაინამ რამდენი დივიზიონი ჰსთ დაკარგა და რამდენი ქონდა.

უკრაინაში ნასროლი "ისკანდერის" რაკეტების 2% იქნება საკმარისი რომ ეგ "პეტრიოტები" აღარ გვქონდეს, რუსული დაზვერვა ჩვენხელა ტერიტორიაზე მარტივად უზრუნველყოფს იმას რომ აღმოაჩინოს სტაციონარული ობიექტური ჰსთ და გაანადგუროს.
ცალკე სარადრო ქსელის ამბები და ა.შ
მოკლედ აღარ ჩავუღრმავდები
სრული სისულელეა.