მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ საფრენი აპარატების ექსპორტით 13 მილიონ 408 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვებს 160%-ით აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საფრენი აპარატების შემოსავლებში ადგილობრივი ექსპორტის წილი 53%-ია, დანარჩენი კი რეექსპორტს წარმოადგენს.
ჯამში ამ პერიოდში საქართველოდან 2 ქვეყანაში 75 ტონა საფრენი აპარატები გავიდა. აქედან ყველაზე მეტი 7 მილიონ 158 ათასი დოლარის ღირებულების 65 ტონა საფრენი აპარატები გერმანიაში ადგილობრივი ექსპორტით გავიტანეთ, კონგოში კი 6 მილიონ 250 ათასი დოლარის ღირებულების 10 ტონა საქონელი რეექსპორტირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის იანვარ-აპრილში საფრენი აპარატების ექსპორტი მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა [$5 მლნ] და აზერბაიჯანში [$44 ათასი] გვქონდა. 2023 წლის 4 თვეში კი გერმანიაში 3 მილიონ 232 ათასი დოლარის, სომხეთში კი სულ რაღაც 9 ათასი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატები გავყიდეთ.
https://bm.ge/news/safreni-aparatebis-eqspo...Pr9ZD5xRO97FoYAგერმანიაში რაის საფრენ აპარატებს ვყიდით
თან ადგილობრივი ექსპორტით და არა რეექსპორტით