koba1973აგერ ტ90 ავითარებს აგერ მაგალითად მაგ შეთქმულების თეორიას და მაგ შუაშია სწორედ
თავდამსხმელებს არ აიყვანენ პატიმრობაში თუ საქმე არ აღიძრა ხულიგნობაზე, ვინმემ სარჩელი შეიტანა? არამგონია. მკვლელობაზე საჩივრის შეტანის გარეშე იწყება სამართლებრივი დევნა მოგეხსენებათ.
თავშივე დავაზუსტებ, რომ მაგ ბიჭს ჩემზე მეტი გულშემატკივარი ძნელად რო ვინმე მოეპოვებოდეს, მაგრამ რეალურად სწორად მიდის ყველაფერი, ანუ: გვაქვს გვამი, რომელსაც აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობა, ექსპერტმა დადო დასკვნა, რომ სიკვდილი გამოიწვია ჭრილობამ, დაიწყო სისხლისსამართლებრი დევნა და დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც არ ვიცი აღიარებს დანაშაულს თუ არა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცალსახად პატიმრობაში უნდა იყოს.
ამის შემდეგ იწყება საინტერესო პროცესები, რაშიც დაჭირდება ამ კაცს მხარდაჭერა - როდესაც დამტკიცდება პირის დამნაშავეობა უდანაშაულობის საკითხი და აღიარებს რომ კი მე მავხკალ ეგ ბალღიო, მერე უნდა იბიჭოს ადვოკატმა და საქმე წაიყვანოს უკიდურესი აუცილებლობის ან აუცილებელი მოგერიების კუთხით და დაამტკიცოს ბრალის გამომრიცხველი გარემოება.
გლეხურად რო ვთქვათ პირმა უნდა აღიაროს რომ მოკლა თავდამსხმელი და მოკლა იმიტომ რომ თავს იცავდა, შედეგად დადასტურდება რომ მკვლელობა ნამდვილად ამან ჩაიდინა, მაგრამ პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდება იმის გამო რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. საქმეს გადაწყვეტს ეგ გარემოება, შეძლებს ადვოკატი მაგის დამტკიცებას თუ ვერ. მე ვფიქრობ რომ ვერ შეძლებს, ცივი გონებით რო მივუდგეთ ვერ შეძლებს, იმიტომ რომ მანქანაში თუ დაჯდა - დაექოქა და წასულიყო
ან ჩაეკეტა მანქანა და გამოეძახებინა პატრული
ან დაეწყო არა ცაში და დაეფრთხო თავდამსხმელები და ა.შ მილიონ ვერსიას წამოაყენებს პროკურორი და სერიოზული ადვოკატის სერიოზული ძალისხმევა იქნება საჭირო ამ ყველაფრის გასაბათილებლად ისე რომ ეჭვის ნატამალი არ დაუტოვოს მოსამართლეს. ეგაა რა, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წაგებულები დავრჩით მილიტარისტები, ასე .გონია მე

დალშე ვარაუდები რომ პრეცენდენტი და ხალხს გვჩავრავენ და არიქა ქარGველობას გვართმევენ, მოკლებულია საფუძვლიან ვარაუდს.
This post has been edited by datunia93 on 19 Feb 2020, 23:09