50 გვერდი გადავიკითხე ამ თემის

ასევე რუსულ-ინგლისური სტატიები კალიბრზე, გლუვ და ხრახნლულიანებზე. მოკლედ, ეს დღეებია იარაღი მესიზმრება, მხოლოდ ამაზე ვკითხულობ
როგორც მირჩია
Phenem და როგორც თქვენს პოსტებში ამოვიკითხე, პისტოლეტი ამ ეტაპზე არაა ჩემთვის მისაღები ვარიანტი. მერე თუ ვიყიდი, ისიც პროსტა რომ დავდო სახლში.
გლუვი არ მინდა, მამაჩემს აქვს და გქონდესო, მარა გლუვი იმენა სანადიროა და მე და ნადირობა ჯერჯერობით შორს ვართ ერთმანეთისგან.
მოკლედ დარჩა ხრახნლულიანი.
ამ თემაში რაც ვნახე, ყველას გაქვთ არ-15 (ალბათ ეს
http://caravani.ge/en/shotguns/item/481 )
მე ძალიან მომწონს ეგ იარაღი, კაი ვიდზეა. კალიბრიც მისაღებია (შედარებით ნაკლებ დამაზიანებელია ახლო მანძილზე ვიდრე 7.62

)
ჰოდა რას მირჩევთ უკვე კონკრეტულად იარაღზე რომ გადავიდეთ?
მთავარი პირობებია:
-ძალიან დიდი არ მინდა, ბინაში უნდა შევინახო;
-მეტნაკლებად მინდა გავითვალისწინო ის, რომ 40 სმ ლულაზე რომ ჩამოვიდეს ტარების სტანდარტი არ შემეხოს;
-იყოს ჩემნაირი დილეტანტისთვის შედარებით იოლად გამოსაყენებელი როგორც მოხმარებაში, ასევე დაშლა/აწყობა გაწმენდაში;
-არ იყოს ძალიან ძვირი (ანუ თუ ალტერნატივა აქვს იაფიანი, მირჩევნია)
წინა გვერდებზე იუზერმა არსენალი იყიდა, რომელიღაც ჩეხურს ამჯობინა. ეგ ძალიან პატარაა.
აი M4-ის ზომის მინდა, ამერიკულ ფილმებში რომ აქვთ ტიპებს და აქაც ყველას რომ გიდევთ სახლში

მივიღებ მოკლედ ყველანაირ რჩევას. ჩათვალეთ, რომ თქვენს გარდა არავინ არ მყავს ირგვლივ იარაღში რომ ერკვეოდეს