იგივე კითხვაა რითი განსხვავდება ჟიგული მერსედესისგან, თითქოს არაფერი ორივე საწვავზე მუშაოს შიდაწვის პრინციპით, ორივე ოთხ ბორბალზეა, ორივე ერთ საქმიანობას ხომ ასრულებს არა?!
რაც ფოლადს უნდა ქონდეს უპირატესობა ალბათ ყველანაირი უპირატესობა აქვს კლასიკურ ფოლადებთან შედარებით, მიკროსტრუქტურიდან გამომდინარე რომელიც იდეალურს უახლოვდება

ჭრის ხანგრძლივობა და აგრესიულობა კარბიდული ფაზის საკმაოდ დიდი მოცულობის გამო - 5-35%-ის ფარგლებში ფოლადის მიხედვით, ჭრის სტაბილურობა, არაა რომ ჯერ ზედმეტი აგრესიით იწყება ჭრა და მერე ზვავისებურად ეცემა აგრესია როგორც კლასიკურ ნახშირბადოვან ფოლადებზეა, კლასიკურ ფოლადებთან შედარებით მეტხანს ინარჩუნებენ საწყის სიბასრეს და აგრესიას, გაზრდილი დრეკადობა, სიმყარე, დარტყმითი სიბლანტე ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით, თხელ პირს იკავებენ სხვა ფოლადებზე გაცილებით მეტად ის ფოლადები რომლებიც ამისთვისაა გათვლილი cpm-3v მაგალითად. რათქმაუნდა თუ ისე ურტყი ყველაფერზე რაც ამ კოლდსთილის შოუშია მაგალითად cpm-s90v ფოლადი ან Bohler M390 ბუნებრივად ვერ გაუძლებს მაგრამ უშუალოდ დანის საქმიანობისთვის იდეალური ფოლადებია დღეს. 440ც და ნახშირბადოვნები ეს მეთვრამეტე საუკუნეა უკვე.
მორფიონეები, ტოდ ბეგები, ელიშევიცები, სინკევიჩები და ა.შ. არიან დიზაინერული პროექტები უმეტესად, დიზაინერულ პროექტებში კი ფოლადის სუპერპუპერ დამუშავების დიდად არ მწამს, სერიული თერმოდამუშავება ისე განსხვავდება კასტომურისგან როგორც მაიბახი და ფიატი. ყურადღება უნდა მიაქციო ძირითადად იმ კასტომების ძალიან მცირე ნაწილს რომლებისთვისაც დანა უპირველესად პრაკტიკული ინსტრუმენტია...
* * *
ზედ გადაყოლა და მოვლა კიდე ყველაფერს ჭირდება, როგორც მანქანას უნდა სულ ხელის შევლება ისე დანასაც ჭირდება გაწმენდა , მოვლა, გალესვა და ა.შ.
This post has been edited by giorgi-giorgi1121 on 26 Jul 2020, 14:01