ტარებას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ არ არის საჭირო
დავწერ რატომაც
გრუზიაში ხო ამერიკაზე არხევს ხალხი, იქ ასეა იქ ესეა, მაგრამ რატოა ეგ ყველას კიდია
როგორც ყველაფერი ამერიკული გადმოაკოპირეს, ორივე სამხედრო ფორმა 2007-2010 წლებში, რაღაცას რო მღეროდნენ ჩვენ ვართ ქართული არმიაო ეგ მელოდიაც ამერიკული იყო, სერჟანტების ქუდები და ა.შ.
უნდა გავაცნობიეროთ რატომ ჭირდებათ იარაღი
ავიღოთ იარაღის სამოთხე ტეხ(ქს)ასის შტატი, ყველაზე მეტად გაცნობიერებული ხალხი იარაღში
მკვლელობების რაოდენობა 100 000 კაცზე
ტეხასი 4.6
საქართველო 2.2
ძარცვა ნახეთ
ტეხასი 130
საქართველო 9.3
მეზარება კიდე გაგრძლება როგორიცაა გაუპატიურება, მანქანის ქურდობა და ასე შემდეგ, აქ საერთოდ მარსზე არიან
თან ეს კიდე ნორმალური შტატია, მაგალითად მეზობელ არკანზასში საერთოდ მკვლელობა 7.2 ია, ჩვენებური 90 იანებია იქ
და თან ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ ჩვენთან დანაშაულმა მოიმატა

მახსოვს მეგობარი მიყვებოდა ამერიკულ ამბებს, იქ იყო ცოტახანს
ვცხოვრობო რა ჩემთვისო და ერთხელ ტვინში დამარტყა ბიჭო სად არიან ბავშვებიო
ქუჩებში ბავშვები თითქმის არ თამაშობდნენო, ძაან იშვიათად ვინმეს ველიკით გაევლოო,. საღამოს ხო შანსი არ იყო ვინმე გენახაო
ხოდა რო ვიკითხე ბალღები სად არიანო , საშიშია ძმაო გარეთ ათასი რამე ხდება და ნაკლებათ ვუშვებთო უთქვამთ, თან თურმე რაღაც კანონი ქონიათ რო ბავშვი უყურედღებოდ არ უნდა დატოვო თორემ ურეკავენ ბავშვთა დაცვას child protective service და პრობლემები ექმნებათ მშობლებს
ნუ ეს ხშირად არ ხდებაო მაგრამ მარა გამოღლევებუ;ლმა მეზობელმა შეიძლება დარეკოსო.
ბიჭოოო აი ეხლა კი არა, ბნელ 90 იანებში და 2000 იანების დასაწყასში რო გავიდოდი გარეთ რუსთავში ვინ იცოდა სად ვიყავი, ესე იყო ყველა ჩემ გაღსემო, ეხლა კიდე საღამოს ველიკით რო გავდივარ სავსეა ეზოები, კალიებივით მივაპობ ხოლმე, 1-2 ბავშვი რო არ ავაგდო ჰაერში ისე სახლში არ შემოვდივარ.
ხო არ ღადაობთ თქვენ რა child protective service?
ავტობანზე ერთმანეთს იარაღებს რო უტრიალებენ პავაროტნიკის არ ჩართვის გამო ესეთებით ხო სავსეა იუთუბი
ხოდა ძმაო ამ ყველაფრის შემხედვარეს იქ იარაღი კი გჭირდება 100% იანი
ძალიან მრავალფეროვანი სახემწიფოა ოფიციალური გეტოებით და კრიმინალის მოჭიმვა იქ შეუძლებელია, რაც არი ეგ არი.
მაგრამ ჩვენ იგივე პრობლემა არ გვაქვს
ქართულმა საზოგადოებამ ანახა რომ სულაც არ ვყოფილვართ სულით კრიმინალები და მოკლე დროში შეგვიძლია ვიქცეთ კანონმორჩილ მოქალაქეებად, უბრალოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო + რაღაც დრო რომ ცნობიერში გაჯდეს და ერთ ერთ უსაფრთხო ქვეყნად ქცევის შანსი ნამდვილად გვაქვს, სადაც იარაღის ტარების საჭიროება არ იქნება.(და არც ეხლა გვაქვს, ჯერ მაინც)
როცა უსაფრთხოების გარკვეულ დონეს მიაღწევ ქვეყანაში, მერე იქ უკვე იარაღი არა თავდაცვის საშუალოება, არამედ დაძაბულობის შემქმნელი ხდება.
რეალურად რა არის გასაკეთებელი:
რილოუდინგი
გამარტივებული ფლობა
სასროლად წაღების შესაძლებლობა ნებისმიერი ტიპის იარაღის, კარგი რამის მოფიქრება შეიძლება ბიუროკრატიის შესამცირებლად, მაგალითად დარეკავ სპეც ნომერზე, ეტყვი პირად ნომერს ან რაღაც პინ კოდი ექნება თითოეულ მსროლელს და ითხოვს ნებართვას, სმს ითაც შეიძლება იგივე, 2 წუთში მოაგვარებ და წახვალ სასროლად, ვთქვათ კვირაში 2 დღე იყოს გამოყოფილი ამისთვის, აბა ეხლა ყოველდღე სასროლად წაღება უკვე ტარებაა

თან როგორც მახსოვს ტარებით ეხლაც შეიგიძლია ატარო რაღაცები ხო?
ხო კიდევ თავდაცვის კანონები მთლიანად გადასახევია, რომელიც რეალურად გეუბნება რომ უნდა მოკვდე, ოღონდ თავდამსხმელს არ ავნო, საკუთარ სახლაც ვერ დაიცავ მძარცველისგან თუ იმან არ გესროლა ჯერ.
ეს პუნქტები თუ მართლა შესრულდა ვის რაღა ჩემ ღლედ უნდა ერთი ტარება ჰაა?
თუ არადა მერე დაიწყება ესეთები
ეგი გინდათ ქართველებს?
ამას მუშტით ჩხუბი არ ჯობია?
გამიგრძელბდა სიტყვა და იმას ვიძახი რომ
არ გვჭირდება ტარება! This post has been edited by kanian_U on 25 Aug 2020, 00:18