Pseudot-90
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 114
წევრი No.: 258470
რეგისტრ.: 22-August 20
|
#56726168 · 22 Aug 2020, 13:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღმაშენებელი რა პრობლემაა არმორას ისედაც დავპირდი გაგიკრიტიკებ თემას თქო და ეხლა მოვიცალე
QUOTE | ჩვენ არ ვართ მოკლევადიანი სავალდებულო სამსახურის (6 თვე) წინააღმდეგი, სადაც აქცენტი გაკეთდება ინტენსიურ საველე მომზადებასა და სიტუაციურ სწავლებებზე, მაგრამ ჯერ თავდაცვა უნდა იყოს მზად გაწვეული კონტინგენტის მისაღებად (საუბარია 10,000 -ზე მეტ ახალგაზრდაზე, რაც დაახლოებით უტოლდება შეიარაღებული ძალების აქტიური კომპონენტის ამჟამინდელ რაოდენობას), უნდა გამოსწორდეს არსებული ხარვეზები, სამხედრო სამსახური გახდეს პრესტიჟული და არმიას უნდა შეეძლოს ახალგაზრდების მოტივირება და აღზრდა. პაციფისტებს და რელიგიურ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება გაიარონ „არაძალადობრივი გასამხედროებული სამსახური“ |
აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო. მომზადება გასაგებია მარა მიზანი უნდა იყოს ყველას ვალდბეულება.
QUOTE | თავდაცვის მინისტრს პარლამენტიდან უნდა დაენიშნოს „სამოქალაქო კურატორი“ არასაარჩევნო ვადით (მაგ.: 6 წლით), რომელიც იქნება ძირითადი პასუხისმგებელი თავდაცვის ძალებში არსებულ სიტუაციაზე და მას არ შეეხება პოლიტიკური ცვლილებები. ამოცანა იქნება ტენდერების მონიტორინგი, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, საბრძოლო მომზადების, თანხების სწორად განკარგვის კონტროლი, პირადი შემადგენლობის კონკრეტული პრობლემები და ხანგრძლივმოქმედი ხედვით გათვალისწინებული პუნქტების ასრულებაზე ზედამხედველობა. კურატორი და მისი სამუშაო ჯგუფი, სადაც სამხედრო ომბუდსმენიც შევა, განთავსდება თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ დაფინანსებას მიიღებს პარლამენტიდან და არ იქნება ანგარიშვალდებული არც სამინისტოსთან და არც გენშტაბთან. ამით მოეღება ბოლო გაუთავებელ „რეფორმებს“ და ახალ-ახალი ჩინოსნების ნაირნაირ „ხედვებს“. პირად შემადგენლობას გაუჩნდება საშუალება მათ მიმართ გამოვლენილი სავარაუდო უსამართლობა გაასაჩივროს და მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტა |
ანუ ეს არის permanent undersecretary ოღონდ მას უნდა ეხებოდეს კონკრეტული ტექნიკური და ფინანსური საკითხები და სამხედრო საკითხებში არ უნდა ერეოდეს. როგორც კი სამოქალაქო ტიპს მივცემთ სამხედრო საკითხში ჩარევის უფლებას იქნეაბ "უგულავა ომის დროს 2"
სამხედრო ომბუდსმენი არა მთავარი ენჯეოშნიკი კიდე. თუ მაინცდამაინც სამხედრო ოფიცრებს შორის ურთიერთობის დარეგულირება გინდათ შემოიღეთ ღირსების სასამართლოს და ტრიბუნალის ცნებები.
QUOTE | ამინისტროს და გენშტაბს არ უნდა ჰქონდეთ უფლება თვითნებურად შეცვალონ „თავდაცვის აქტი“, შექმნან-გააუქმონ ახალ დანაყოფები, სამმართველოები და ა.შ. ნებისმიერი ცვლილება დადგენილ პროგრამაში, სტრუქტურაში და შტატში უნდა იყოს დეტალურად დასაბუთებული და მხოლოდ სამოქალაქო კურატორის და უსაფრთხოების საბჭოს ნებართვით განხორციელდეს. არასაიდუმლო ნაწილი თავისი დასაბუთებით უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ |
თუ გენშტაბს არ აქვს უფლება ახალი დანაყოფების შექმნა გაუქმებისა აბა რის უფლებას ვაძლევთ? გამოდის რომ სამოქალაქო კურატორი წყვეტს ყველაფერს.
QUOTE | სამინისტროს უნდა დაემატოს მოხალისეთა დეპარტამენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მაქსიმალურად ფართო ჩართულობა თავდაცვის ძალების პირდაპირ და არაპირდაპირ საქმიანობაში, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე განსაკუთრებული თანამოქალაქეებისთვისაც (მაგ.: აუტისტური სპექტრი, დაუნის სინდრომი და ა.შ.) |
შესაძლებელია თუ რაღაცა დოსააფის მსგავსს მივაბამთ.
QUOTE | არსებული და სამომავლო სიმეტრიული და ასიმეტრიული საფრთხეებიდან გამომდინარე უნდა შეიქმნას ახალი სამხედრო-ტერიტორიული მოწყობა, რათა სწრაფად და კონცენტრირებულად შევძლოთ წარმოქმნილ ლოკალურ საფრთხეზე რეაგირება. ამ მიზნით დაარსდება სამხედრო რაიონები (დაახლ. 11 რაიონი) შტაბით, ბატალიონებით და ცალკეული რაზმებით. რაიონების საზღვრები ძირითადად დაემთხვევა არსებული მხარეების ადმინისტრაციულ საზღვრებს |
საერთოდ სისულელე. უნიტარული სახელმწიფოს ჯარი უნდა იყოს ექსტერიტორიალური. ავსტრიებიდან და გერმანიებიდან რო გადმოშუშავენ რაღაცას იქ უნდა იცოდნენ რომ იქ ფედერალიზმის დიდი ტრადიციაა და მიწები ლამის ცალკე სახელმწიფოები არიან. გარდა ამისა საქართველოში რეალურად რამდენიმე საკვანძო ადგილია, ამავდროულად არის რეგიონები სადაც მტერი პრაქტიკულად ვერ მოხვდება და თუ მოხვდება იქ უკვე დამთავრებულია საუბარი. ნუ ძალების კონცენტრაციის საშუალების მნიშვნელობას და სხვა მარტივ კონეპციებს აქ აღარ შევეხები იმიტომ რომ ეს ორჯერ ორია.
QUOTE | ნიმუშისთვის ავიღოთ „დუშეთის სამხედრო რაიონი“-ს სავარაუდო შემადგენლობა: შტაბი, სამთო-ქვეითი ბატალიონი (პროფესიული), ტერდაცვის ბატალიონი (მოხალისე), უზრუნველყოფის ბატალიონი, საინჟინრო და ტანკსაწინააღმდეგო ოცეულები (მოხალისე), სნაპერების ოცეული (მოხალისე), სამხედრო პოლიციის დანაყოფი, მობრეზერვის ბატალიონი, სამოქალაქო დაცვის რაზმი (მოხალისე), ახალგაზრდული ორგანიზაცია და მსროლელთა კლუბი |
ანუ სავალდებულო ჯარი არსად ხო? ისევ მცირე და მობილური არმია.
შთო ზა ხერნია ეთა? QUOTE | უნდა შეიცვლეოს კვების რაციონი და ნორმები. კვება გადავიდეს საბარათე სისტემაზე, ხოლო ბატალიონის შტატს დაემატოს საველე სამზარეულო |
შო ზა ხერნია ეთა vol.2? აფტარი ყოფილა საერთოდ სამხედრო სასადილოში? რა საბარათე სისტემა ბლიად ჯარი რო შედის იმას სწრაფად უნდა დაუდო საჭმელი და არა საბუთების წერა და ა.შ.
QUOTE | თავდაცვის ძალების და შსს-ს გდდ-ს დანაყოფების მომზადება-შეწყობა ერთნაირი უნდა იყოს, რადგან ომის დროს ეს დანაყოფები ექვემდებარებიან თავდაცვის სამინისტროს. პერიოდულად უნდა იმართებოდეს შსს-ს და თავდაცვის ძალებში შემავალი დანაყოფების ერთობლივი წვთნები. გდდ-ს ტექნიკას და ფორმას უნდა დაუბრუნდეს სამხედრო ვიზუალი და გახდეს დამცავი ფერის |
ომის დროს შსს-ს გდდს არაფერი ესაქმება სამხედრო მიზნებთან. კომენდატურები აამუშაოს და აპტრულები ის აჯობებს. და საერთოდ მორჩეს ეს ორმეფობა კი არა გაუგებრობა ლამის პოლიციის სპეცრაზმი რო შეიყვანეს ცხინვალში.
QUOTE | უნდა გაძლიერდეს კიბერუსაფრთხოების ბიურო და დაარსდეს კიბერრეზერვი |
კიბერუსაფრთხოების ბიურო უნდა გაუქმდეს თავდაცვასი და შეიქმნეს ცალკეული ორგანიზაცია მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ბაზაზე.
QUOTE | ყველას, ვისაც აქვს სურვილი დაიცვას სამშობლო და თავისუფალი დროის ნაწილი დაუთმოს სამხედრო საქმის დაუფლებას, უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ტერდაცვის დაახლ. 10% უნდა დაკომპლექტდეს სრული დროით მომსახურე პერსონალით (ოფიცრები და სერჟანტები), ხოლო რიგითი შემადგენლობა ყოფილი საკონტრაქტოებით და მოხალისეებით. „მოხალისეში“ იგულისხმება მოქალაქე, რომელიც ნებაყოფლობით ეწერება თავდაცვის ძალებში კონტრაქტის საფუძველზე, მაგრამ პროფესიონალისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება ითქვას ასევე მოხალისეა, მსახურობს ნაწილობრივი დროით და არ წყდება თავის სამოქალაქო პროფესიას, ანუ შეიძლება იყოს მენეჯერი, კოლეჯის მასწავლებელი, მუშა, ან ფერმერი, პარალელურად კი მეტყვამფრქვევე, ათმეთაური, ან სნაიპერი |
ჯერ გაიწვიონ და მერე ვნახოთ.
საერთოდ ეგოიზმი ამოძრავებს საკმაოდ ბევრ ქართველ მილიტარისტს. თუ თავის თავი არ დაინახა სისტემაში და წინა ხაზზე ისე სისტემას არ ააწყობენ.
QUOTE | დანაყოფში ჩაწერის წინ ტერდამცველმა უნდა გაიაროს საბაზისო მომზადება: ა). შეირაღებული ძალების სასწავლო ცენტრში სხვა რეკრუტებთან ერთად საწყისი საბრძოლო კურსი 2). უშუალოდ ტერდაცვის ბატალიონში 1 წლის მანძილზე გაწერილი სპეცკურსი, რითაც ხელი არ შეეშლება ყოველდღიურ საქმიანობაში 3). ახალგაზრდული ორგანიზაციის კურსდამთავრებულმა მხოლოდ 14 დღიანი შეკრება ტერდაცვის ბატალიონის შემადგენლობაში |
რაი? ახალგაზრდული ორგანიზაციის კურსდამთავრებული არ უდრის ჯარისკაცს. ჯარისკაცი სხვა რამეა.
QUOTE | ორგანიზებაში უნდა ჩაერთონ ბრიტანელი სამხედროები, რომლებსაც მსგავს დანაყოფებთან მუშაობის 150 წლიანი გამოცდილება აქვთ. მათვე უნდა გაწვრთნან და მოამზადონ ინსტრუქტორები. ეს ორგანიზაციები საქართველოში 2007 წლიდან არსებობენ, ემზადებიან სწორედ ბრიტანული მოდელით და 12 წლიანი საკუთარი გამოცდილება აქვთ დაგროვილი, დროა მოხდეს მათი შესაბამისი დაფინანსება და დაიწყოს გაშლა მთელი საქართველოს მასშტაბით |
ბრიტანელ სამხედროებს არ ეკითხებით უნდათ თუ არა თქვენს გურდჟისტანში ჩამოსვლა და პახაობა? თუ ბრიტანელი სამხედროები მეხაშეები არიან გადაუხდით და ჩამოვლენ? QUOTE | ეს ორგანიზაციები საქართველოში 2007 წლიდან არსებობენ, ემზადებიან სწორედ ბრიტანული მოდელით და 12 წლიანი საკუთარი გამოცდილება აქვთ დაგროვილი, დროა მოხდეს მათი შესაბამისი დაფინანსება და დაიწყოს გაშლა მთელი საქართველოს მასშტაბით |
ანუ დაფინანსებას ვჩალიჩობთ ბრადცი. არა მე ამის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ორგანიზაცია უნდა იყოს სახელმწიფოს შექმნილი და არა კერძო.
QUOTE | „რაც საბრძოლო მომზადებას და განათლების ამაღლებას არ ემსახურება და ხელს უშლის – მოსაშორებელია“ |
ბოდიში მარა რაზეა საუაბრი?
QUOTE | სასწავლო დაწესებულებებში უნდა ხვდებოდნენ მხოლოდ მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ სამხედრო საქმე |
სასწავლო დაწესებულებაში უნდა ხდებოდნენ ის ახალგაზრდები ვინც გადაწყვეტენ იქ მოხვდნენ და დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. მოტივაციას და გულზე მჯიღის ცემას რა აკვშირი აქვს რეკრუტინგთან არ ვიცი.
QUOTE | სასწავლო პროგრამა უნდა გახდეს მაქსიმალურად საბრძოლო და ორიენტირებული კვალიფიციური საველე მეთაურის გაზრდაზე |
საველე მეთაური არა შამილ ბასაევი კიდე. ოფიცერი სხვა რამეა, საველე მეთაური სხვა რამეა. ლოთი ქობალიას და ორდე ვინგეითს შორის დიდი განსხვავებაა.
QUOTE | დაუშვებელია უცხო ქვეყნის წესდებების ბრმად თარგმნა, გაუაზრებლად და შაბლონურად შესრულება. ყველა წესდება და სასწავლო მასალა უნდა მოერგოს თავდაცვის ძალების კონკრეტული სეგმენტების ამოცანებს, დაიწეროს სხვადასხვა ჩინის მქონე გამოცდილი სამხედროების მიერ საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ |
ცალსახად ასეა. ამიტომ სამხედრო რაიონების თემატიკა არ უნდა გადმოშუშო ავსტრიიდან.
QUOTE | წვრთნების დროს ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს საველე მომზადებასა და ამოცანების რეალურ ბრძოლასთან მიახლოებულ სიტუაციაში შესრულებაზე. ე.წ. „საჩვენებელი სწავლების“ პრაქტიკა გასაუქმებელია, რადგან „პაკაზუხობის“ დრო აღარ გვაქვს |
ბოდიში მარა რანაირად უნდა შეაფასოს ხელმძღვანელობამ სწავლებების ხარისხი?
QUOTE | 13.1 ხელახლა უნდა შეიქმნას სამხედრო-საზღვაო ძალები, რამდენიმე საპატრულო კატარღით, სწრაფმავალი მრავალფუნქციური მოდულარული სწრაფმავალი კატერებით რომლებსაც არ სჭირდებათ ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა და სანაპიროს დაცვის ცალკეული მობილური დანაყოფებით, რომლებიც შეძლებენ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო სამიზნეების განადგურებას შორ და საშუალო დისტანციებზე 13.2 უნდა დაარსდეს საზღვაო-ქვეითების ცალკეული გაძლიერებული ასეული 13.3 უნდა დაარსდეს სამხედრო-საზღვაო ძალების სკოლა, რომელიც მოამზადებს პირად შემადგენლობას |
რავი. აგერ მამუკასოხუმელი რომაა იუზერი ის გააცილებით უკეთესად დაწრდა ამას. ვეტრიაკოვია დარჩენილი და კიდე რამდენიმე საზღვაო ოფიცერი. მოიხმარეთ, კითხეთ რა არის საჭირო და ა.შ. არავინ დაგამადლით კი არა სიხარულით მოგეხმარებიან. რაღაცა სისულელეს სანამ დაწერდეთ. რა კატარღები რა სანაპიროს დაცვის დანაყოფებით საზღვაო სამიზნეების განადგურება. სანაპიროს დაცვა რა შუაშია ფლოტთან?
QUOTE | სამხედრო საჰაერო ძალები უნდა დაკომპლექტდეს სატრანსპორტო, სასწავლო და დრონის ტიპის საფრენი აპარატებით, რომლებმაც უნდა შეძლონ სატრანსპორტო, სადაზვერვო და სამაშველო ოპერაციების ჩატარება |
ჯერ უნდა აღადგინონ. აქაც იგივე რა. აგერ დავით ს დაწერდა გაცილებით უფრო პროფესიონალურად ამ მიმარტულებას ან ნუ სალუქვაძე სულ ტელევიზიაშია და ამ საკIთხზე დაგეხმარებოდათ. ან რავი კიდე არიან ხალხი დარჩენილი. ტეხავს პროსტო რა.
This post has been edited by Pseudot-90 on 22 Aug 2020, 13:43
|