აღმაშენებელი
Crazy Member
    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1122
წევრი No.: 258429
რეგისტრ.: 19-August 20
|
#56766393 · 31 Aug 2020, 11:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოპერაცია „წითელი ფრთები“ და SEAL-ის სისხლიანი ივნისი[/B]
2005 წლის 28 ივნისს ჩინუკი, რომელსაც სპეციალური დანიშნულების 160-ე ავიაპოლკის მფრინავები მართავდნენ, ოპერაციის საწყისი წერტილისკენ კუნარის პროვინციისკენ გაფრინდა.მასზე იმყოფებოდნენ ზღვის ლომების მე-5 რაზმის წევრები:ლეიტენანტი მაიკლ მერფი და სერჟანტები: დენი დიტცი, მარკუს ლატრელი და მეთიუ აქსელსონი. რაკი უკანასკნელებს, სნაიპერის კურსი ჰქონდათ გავლილი, შესაბამისი მისია დაეკისრათ, დიტცი კი კავშირგაბმულობაზე აგებდა პასუხს.
კუნარის პროვინცია ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე მდებარეობს. ის ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაკონტროლებელი ნაწილია. ქვეყნის პოლიტიკური ცენტრიდან შორს ყოფნა აძნელებს პროვინციის მართვას და ლოჯისტიკას. ადგილობრივებთან ურთიერთობის დალაგების გარეშე, სასაზღვრო რეგიონის ურთულეს რელიეფის გათვალისწინებით, მიზნების მიღწევა დღემდე უჭირს როგორც თალიბანს, ისე კოალიციურ ძალებს. სწორედ პროვინციაზე მეტი კონტროლის დამყარება გახდა 2005 წლის 28 ივნისს ოპერაცია „წითელი ფრთების“ დაგეგმვის ერთ-ერთი მიზეზი.
ლეიტენანტ მაიკლ მერფის ოთხკაციანი ჯგუფი მტრის ზურგში ღრმად უნდა შეპარულიყო, თანაც იმ პირობებში, როცა ჯგუფს არ გააჩნდა დეტალური ტოპოგრაფიული რუკები, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილი არ იყო, მთათა მასივების გამო კი გართულებული იყო რადიოკავშირი. მიუხედავად ამისა, წინასწარ განისაზღვრა, რომ მზვერავები შტაბთან კავშირზე კონკრეტული წერტილებიდან მაინც გავიდოდნენ. სპეცრაზმის უმთავრესი მიზანი იყო, ფარული საპატრულო ოპერაციის ჩატარება, წინდაწინ განსაზღვრულ ოთხ წერტილში ჩასაფრება და თალიბების თავშეყრის ადგილების თვალთვალი.
მათი პრობლემები დაიწყო როდესაც ისინი სამ უიარაღო მწყემს გადააწყდნენ.მიუხედავად მონდომებისა, ჯარისკაცებმა დამალვა ვერ მოასწრეს. ავღანელთაგან ერთ-ერთი აქსელსონის სამალავს გადააწყდა. სხვა გზა აღარ იყო, “სელაპებმა” მწყემსები დაატყვევეს. რაკი ბაგრამის ბაზაზე მართვის ცენტრთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მერფიმ ჯგუფს ხმათა უმრავლესობით შესთავაზა გადაწყვეტილების მიღება. გამოსავალი სამი სახის იყო: ავღანელები მოეკლათ და კლდიდან გადაეყარათ, მოეკლათ და ადგილზევე დაემარხათ ან უბრალოდ გაეშვათ.[/B]
პირველი ორი გადაწყვეტილება სპეცრაზმელების სიცოცხლეს იხსნიდა და მისიის წარმატებას უზრუნველყოფდა, თუმცა მორალური თვალსაზრისით ასეთი ნაბიჯის გადადგმა რთული იყო. მესამე გადაწყვეტილება კი მნიშვნელოვანი რისკებს შეიცავდა. აქსელსონმა მწყემსების ლიკვიდაცია მოითხოვა, დიტცმა თავი შეიკავა, მათ გაშვებას საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირეს მერფიმ და ლატრელმა, უკანასკნელის ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ბრძოლა[/B] 28 ივნისის 13:30-ზე ამერიკელებისთვის ცხადი გახდა, რომ აჰმად შაჰის მებრძოლები მათ კვალში უდგნენ. სპეცრაზმელებმა მოძრაობის მიმართულება შეცვალეს, თუმცა ისინი თალიბების მეორე ჯგუფს გადააწყდნენ. ჯგუფი თავდაცვისთვის მოემზადა. რთულია მოწინააღმდეგის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, თუმცა ცეცხლის ინტენსივობისა და ასევე საცეცხლე წერტილების გათვალისწინებით, “სელაპებს”, სავარაუდოდ, 30-50 თალიბთან ერთდროულად მოუხდათ ბრძოლა. ამერიკელ სამხედროებს რომც მოეხერხებინათ თავის დაღწევა, აჰმად შაჰის განკარგულებაში ახლო პერიმეტრზე ასზე მეტი ავღანელი იყო, რომელიც მათთან ბრძოლის შანსს მოუთმენლად ელოდა. ისინი მანევრირებდნენ და ჯგუფისთვის სავარაუდო უკანდასახევ გზებს იკავებდნენ. რიცხობრივი უპირატესობის გარდა, თალიბებს უკეთესი პოზიციებიც ჰქონდათ. სპეცრაზმელებს ისინი სიმაღლეებიდან ესროდნენ. ბრძოლის დაწყებიდან ძალიან მალე დაიღუპა დენი დიტცი, ვინც უშედეგოდ ცდილობდა ბაზასთან დაკავშირებას. მართვის ცენტრში ერთადერთი შეტყობინება მიიღეს დიტცისგან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჯგუფს ბრძოლაში ჩაბმა დასჭირდა. რამდენად მძიმე იყო მდგომარეობა ბაგრამზე ეს არ იცოდნენ. რაკი სპეცრაზმელებთან კავშირზე გასვლა ვერ ხერხდებოდა, ოპერაციის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაიგზავნა. დიტცის დაღუპვიდან ძალიან მალე დაიჭრნენ მერფიც (მუცელი) და აქსელსონიც (თავში). თალიბებმა სამანევრო ჯგუფების წყალობით თითქმის მოახერხეს ალყის შეკვრა. ამერიკელებს გადასარჩენად ერთადერთი რჩებოდათ, ისინი გზა კლდის ციცაბო კალთებზე უნდა დაშვებულიყვნენ. ამასობაში მერფის მეორე ტყვია მოხვდა მუცელში, მიუხედავად უმძიმესი დაზიანებებისა, ის აგრძელებდა ბრძოლას. თავგანწირვის მაგალითი უჩვენა ლატრელმაც.
ის აქსელსონს ზემოდან იყო გადაფარებული და ტყვიებისგან თუ ხელყუმბარების ნამსხვრევებისგან ასე იცავდა. მერფიმ გადარჩენის უკანასკნელ გზას მიმართა. შტაბს ის დაუცველი ხაზით, მობილურით დაუკავშირდა, ამისთვის კი ღია, შესაბამისად დაუცველ სივრცეში გასვლა დასჭირდა, რათა ტელეფონს სიგნალი დაეჭირა. ინფორმაცია გადაიცა:
„ჩემი ხალხი ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა. ნაწილებად ვიფლითებით. ბიჭები იღუპებიან. გვჭირდება დახმარება“. ‘
ლაპარაკისას მას კიდევ ერთი ტყვია მოხვდა და წააქცია. სამჯერ დაჭრილმა სპეცრაზმელმა გამონახა ძალა, ძირს დავარდნილი ტელეფონი აიღო, თავადაც წამოდგა და ტელეფონში ჩასძახა: „გასაგებია, სერ, მადლობა!“ და საკუთარ პოზიციას დაუბრუნდა. ლატრელსა და აქსელსონს ის მარცხენა ფლანგიდან იცავდა. მერფიმ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე განაგრძო სროლა. ბრძოლას განაგრძობდა მძიმედ დაჭრილი აქსელსონიც. ის ადგილზე დარჩა, რათა ლატრელისთვის უკანდახევის საშუალება მიეცა. მორიგი ხელყუმბარის აფეთქების ტალღამ ლატრელი კლდიდან გადაჩეხა, ჭრილობების გარდა ვარდნისას მან მოიტეხა კოჭი, ცხვირი და დაიზიანა სამი მალა.
დიტცის, მერფისა და აქსელსონის დაღუპვის გარდა ამერიკის სპეცდანიშნულების ნაწილებმა რამდენიმე წუთში ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის მორტყმის შედეგად დაკარგეს სამაშველო ჩინუკი, რომელსაც ადგილზე დამატებით უნდა გადაესვა სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეციალური დანიშნულების ძალების რვა წევრი და 160-ე პოლკის მებრძოლები. ვერტმფრენის ჩამოვარდნას ავიაპოლკიდან შეეწირნენ – შეიმუს გოარი, კორი გუდნეიჩარი, კიმ ჯეიკობი, მარკუს მურალესი, ჯეიმს პონდერი, სტივენ რაიხი, მაიკლ რასელი, კრის შერკენბახი; “სელაპებიდან” – ჟაკ ფონტანი, დენიელ ჰილი, ერიკ კრისტენსენი, ჯეფრი ლუკასი, მაიკლ მაკგრივი, ჯეიმს სუ, ჯეფრი ტეილორი, შეინ პატონი. მძიმე დანაკარგების გამო დაღუპულთა გამოსაყვანად ოპერაცია შეწყდა. დაჭრილი მარკუს ლატრელი ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებელმა მოჰამად გულაბმა შეიფარა. მანვე აცნობა ლატრელის წერილის საშუალებით ამერიკელებს, რომ სპეცრაზმელი ცოცხალი იყო და ევაკუაციას ელოდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია სპეციალური ოპერაციების შტაბში ოპერაციის ჩავარდნიდან მეექვსე დღეს მივიდა. ამასობაში დაღუპულთა გადასასვენებლად სახმელეთო ოპერაცია უკვე დაგეგმილი გახლდათ, რომელშიც რეინჯერთა 75-ე პოლკისა და მწვანე ბერეტების ქვედანაყოფები ჩაერთვნენ. სახმელეთო კომპონენტის გარდა, ოპერაციაში ეროვნული გვარდიის კუთვნილი სატვირთო-სამგზავრო შვეულმფრენი UH-60, “ბლექჰოკებიც” მონაწილეობდნენ. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა ლატრელის გამოყვანა.
2013 წელს რეჟისორმა პიტერ ბერგმა აღნიშნული სპეცოპერაციის შესახებ გადაიღო მხატვრული ფილმი – “გადარჩენილი/Lone Survivor” სლოგანით – “იცხოვრე, რათა მოყვე“, რომელიც 2014 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე 2 ნომინაციაში წარადგინეს. ფილმმა მსოფლიო კინოკრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა.
|