მადლობა არხის გამოწერისთვის (y)
რაც შეხება SU-16 -ს. სუფთა ქართული იარაღის ბაზრის ალტერნატივებიდან რომ გამოვიდეთ მაგ იარაღის საპირწონე* ჩვენს ბაზარზე არის საიგა 01 შესრულებით (ე.წ. სანადირო ვარიანტი) რომელიც ხელმისაწვდომია 4 სხვადასხვა ვაზნაზე 7,62x39, .308 Win (7,62x51), 5,45x39 და .223 Remington. ამათი ფასები კალიბრის მიხედვით მერყეობს 1700-2500 ლარის ფარგლებში. .223 ვაზნაზე მგონი 2180 ლარი ღირს.
*საპირწონეში ვგულისხმობ ფორმ ფაქტორს, თვითდამტენ პრინციპს, გამოყენებულ ვაზნას და ბიუჯეტურობას (ფასს).
რომ შევადაროთ საიგა 01 და კელ-ტეკ სუ-16, კელტეკის მხარეს იქნება ბევრი პლიუსი. კომპაკტურად მოკეცავ, AR-15 -ის მჭიდები შეგიძლია გამოიყენო (რამდენადაც ვიცი კელტეკის მჭიდი არ-ზე არ არის თავსებადი, მაგრამ კელტეკზე მიდის AR-15 -ის მჭიდები), მზა პიკატინის თამასა გაქვს ყუთიდან ამოიღებ თუ არა იარაღს, წონის მხრივაც გაიცილებით მსუბუქია კელტეკ სუ-16. მოკლედ პრაქტიკული იარაღია ლაშქრობაში სატარებლად, კემპინგისთვის, გასართობი სროლისთვის (რათქმაუნდა ზუსტი სროლა არ განიხილება). ერთი რაც კითხვის ნიშანს იწვევს კელტეკ სუ-16 -ის შემთხვევაში არის პლასტმასის რესივერის სიცოცხლისუნარიანობა

დიდხანს გაქაჩავს? ალბათ კი.
პ.ს. ამასწინად მაღაზიაში შევესწარი ორი მომხმარებელი მსჯელობდა და განიხილავდა კელტეკ სუ-16-ს როგორც არ-15 -ის ალტერნატივას. "AR-15 -ზე ფული თუ არ გყოფნის კელტეკი იყიდე და ეგაა". აი მანდ დიდი იმედგაცრუება იქნება. არ-15 საერთოდ სხვა რამეა

)