იარაღის მოყვარულებო, ვაპირებ მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას და კარგად ვერ გავიგე, თავდაცვის იარაღად უნდა დავარეგისტრირო თუ სპორტულ იარაღად. გამოცდაზე ჯერ არ გავსულვარ. ვერ მივხვდი, ჩვენი კანონმდებლობა რა კრიტერიუმებით განსაზღვრავს ამას. კანონში კი წერია განმარტებები, მაგრამ იარაღის მწარმოებელი ასე არ გამიჯნავს პისტოლეტის სახეობებს ერთმანეთისგან.
მუხლი5. თავდაცვის იარაღი 1. თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის
სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან
უკიდურესი აუცილებლობისას.
2. თავდაცვის იარაღის სახეებია:
ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) გაზის (აირის) იარაღი;
გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა;
დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
მუხლი 6. სპორტული იარაღი 1. სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების
შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.
2. სპორტული იარაღის სახეებია:
ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
მე ორივე მიზნისთვის მინდა, როგორც თავდაცვისთვის ასევე სპორტული სროლებისთვის, ტირში მინდა ვატარო.
მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავდაცვისთვისაც და სპორტული სროლებისთვისაც. ჩემთვის რამე განსხვავება ექნება სამართლებრივად, რომელ კატეგორიაში დავარეგისტრირებ?
პისტოლეტი არის Beretta APX:
https://www.beretta.com/en/product/apx-P0020მწარმოებელს არ აქვს ასე კონკრეტულად კლასიფიცირებული, თავდაცვისთვისაა შექმნილი თუ სპორტული მიზნებისთვის, რაც ლოგიკურია. მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა რატომ მიჯნავს ამას ერთმანეთისგან? თავდაცვის იარაღად რომ დავარეგისტრირო, ტირში გადატანის უფლებას არ მომცემენ? თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა?
გთხოვთ, ვისაც გაქვთ რეგისტრირებული იარაღი და ტირშიც დადიხართ, ცოტა დამაკვალიანეთ.