Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
არსენალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(93)
« პირველი
...
87
88
[89]
90
91
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ავიაცია - 20
, ყველაფერი რაც დაფრინავს
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62568294
· 24 Apr 2026, 00:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pilo772
აქ აჯობებს ამ საკითხზე მსჯელობა :yes: სამწუხაროდ მონაცემებია ცოტა და ბევრს ვერაფერს იტყვი კაცი,მაგრამ მაინც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62568433
· 24 Apr 2026, 10:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
აქ აჯობებს ამ საკითხზე მსჯელობა სამწუხაროდ მონაცემებია ცოტა და ბევრს ვერაფერს იტყვი კაცი,მაგრამ მაინც
ასე ვქნათ. იქ იმიტომ მერჩია რომ აქტვობაში მეთვლება :D ხო და აქტივობის გამო მერე ბევრთან გამოჩნდება და ნახავენ. ანუ არხი განვითარდება. ვიდეოებსაც მაგიტომ ვეღარ ვდებ ბევრს, ნუ დროც ცალკე პრობლემაა და კიდე პაწა მოტივაციაში მოვიკოჭლე. ბოლო ვიდეო რაც დავდე 180 ზე ცოტა მეტი ნახვა აქვს. ლაიქები კიდე უფრო ცოტა. არც დისლაიქები აქვს ვტქვათ არ მოეწონათ და დაარეაგირეს.
არც კომენტარებია. არაფერი საერთოდ. ხო და არხი არ ვითარდება.
რავი მგონი არც ისე ცუდ კონტენტს ვაკეთებ. ნაღდად არ შევიქებ თავს. მაგრამ ზოგი არხი ვიცი უბანძესი ვიდეოებია, ინფორმაცია მშრალადაა და ისიც არასწორად. მაგრამ 30კ ნახვა აქვს დადებიდან 2 დღეში. ნუ ხო ავიაციაზე არაა ის არხები მარა მაინც...
დანარჩენი მონაცემები რა გვინდა აბა ვთქვათ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gugusha-l
Crazy Member
ჯგუფი: Members
gugusha-l
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2017
წევრი No.: 78883
რეგისტრ.: 16-December 08
#62568536
· 24 Apr 2026, 12:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(pilo772 @ 24 Apr 2026, 10:04 )
mamukasokhumeli
QUOTE
აქ აჯობებს ამ საკითხზე მსჯელობა სამწუხაროდ მონაცემებია ცოტა და ბევრს ვერაფერს იტყვი კაცი,მაგრამ მაინც
ასე ვქნათ. იქ იმიტომ მერჩია რომ აქტვობაში მეთვლება :D ხო და აქტივობის გამო მერე ბევრთან გამოჩნდება და ნახავენ. ანუ არხი განვითარდება. ვიდეოებსაც მაგიტომ ვეღარ ვდებ ბევრს, ნუ დროც ცალკე პრობლემაა და კიდე პაწა მოტივაციაში მოვიკოჭლე. ბოლო ვიდეო რაც დავდე 180 ზე ცოტა მეტი ნახვა აქვს. ლაიქები კიდე უფრო ცოტა. არც დისლაიქები აქვს ვტქვათ არ მოეწონათ და დაარეაგირეს.
არც კომენტარებია. არაფერი საერთოდ. ხო და არხი არ ვითარდება.
რავი მგონი არც ისე ცუდ კონტენტს ვაკეთებ. ნაღდად არ შევიქებ თავს. მაგრამ ზოგი არხი ვიცი უბანძესი ვიდეოებია, ინფორმაცია მშრალადაა და ისიც არასწორად. მაგრამ 30კ ნახვა აქვს დადებიდან 2 დღეში. ნუ ხო ავიაციაზე არაა ის არხები მარა მაინც...
დანარჩენი მონაცემები რა გვინდა აბა ვთქვათ :)
ისე საინტერესო ამბავია. რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეყლი. ან ძალიან ცოტა ქართველს აინტერესებს ავიაციის თემა ან კონტენტის ფორმა არ არის ისეთი რომ დაჯდეს და უყუროს. ან თემები შეიძლება იყოს არასწორად შერჩეული ან იუთუბის ალგორითმების გაუთვალისწინებლობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62568574
· 24 Apr 2026, 13:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gugusha-l
QUOTE
ისე საინტერესო ამბავია. რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეყლი. ან ძალიან ცოტა ქართველს აინტერესებს ავიაციის თემა ან კონტენტის ფორმა არ არის ისეთი რომ დაჯდეს და უყუროს. ან თემები შეიძლება იყოს არასწორად შერჩეული ან იუთუბის ალგორითმების გაუთვალისწინებლობა
ავიაცია ბევრს რომ არ აინტერესებს ისედაც ვიცი, მაგრამ შენ თუ ნახე ეგ ფილმი? როგორი კონტენტია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62569198
· 25 Apr 2026, 03:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დანარჩენი მონაცემები რა გვინდა აბა ვთქვათ
ბევრი მნიშვნელოვანი წვრილმანია.როგორ იბრძვიან მხარეები და როგორ იცავენ თავს ერთმანეთის თავდასხმებისაგან.არცერთი მხარე არ ზის გულზე ხელებდაკრეფილი.
რას ვფიქრობდი დღეს:უკრაინის ტერიტორია ბევრად დიდია ჩვენსაზე და როგორც ვხედავთ მოახერხეს რუსეთის ავიაციის თავდასხმების აღკვეთა სიღრმეში.თორე კი გვახსოვს მგონი კიევის თავზეც საავიაციო ორთაბრძოლები.საქართველოს ტერიტორია მიცრეა თვაის თავად და თან მისი საკმაოდ დიდი ნაწილი დაპყრობილი აქვს მტერს.ესეიგი ხელი მიუწვდება ჩვენი საჰაერო სივრცის საკმაოდ დიდ ნაწილთან.სულ სხვა სურათი გვექნებოდა კავკასიის გადაღმა რომ ყოფილიყვნენ.რა შუაშია ეს ყველაფერი:წარმოვიდგინოთ ახლა ერთი კამეჩი,რომეიღაცა თვითმფრინავის მსგავსი დრონი დაფრინავს ჩვენს საჰაერო სივრცეში და უთვალთვალებს ვთქვათ გარემოს.მისი შემჩნევა არ გაუჭირდება მტერს და რამე რომ იყოს ჩამოგდებაც.ესეიგი სისტემის მდგრადობაა გასათვლელი.თან როცა მასზე იმედებს ვამყარებთ,რომ ის დაგვიცავს მტრის დრონების თავდასხმისაგან.ამასობაში ვხედავთ ეგერ ოსები როგორ მარიაჟობენ "მათ შეიარაღებულ ძალებში" მიღებული დრონებით.მეორე მხრივ აქვს თავისი დადებითიც ამ ვარიანტს,რომ უკვე ჰაერში გაქვს საკუთარი ანტიდრონი.სანამ გაამზადებ,სანამ ჰაერში აწევ...მოკლედ მივუბრუნდებით ამ საკითხს.დრო გვაქვს და ვიფიქროთ.
რადიოელექტრონიკის მცოდნეებისაგან მაინეტრესებს რამდებნადაა შესაძლებელი ამ ხარახურების ჩახშობა ზემოდან.ესეიგი ჩამხშობი მუშაობდეს არა დედამიწის ზედაპირიდან,არამედ რაღაც სიმაღლიდან.ლოგიკით სანავიგაციო სიგნალის ჩახშობა უფრო ადვილი უნდა იყოს ჩემი აზრით.
შემდეგი:"შახედზე" იყო საუბარი იუტუბის ვიდეოში.შახედი და მისთანა "კამეჩები" მშვენივრად ხმაურობენ.რახან მეორე მსოფლიო ომს მოვკარი თვალი იქ კომენტარში,გამახსენდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აკუსტიკური დანადგარები,რომლითაც ხდებოდა მტრის თვითმფრინავების ადრეული აღმოჩენა.დღეს არა თუ თვითმფრინავის თუ "შახედის",ტყვიის ხმითაც ხერხდება იმის დადგენა საიდან იქნა გასროლილი.ჩემი აზრით საჭიროა "შახედების" და მსგავსი ხარახურების აღმოჩენისა და გამიზვნის აკუსტიკურ სისტემაზე მუშაობა.
კიდევ ერთი აზრი მომივიდა
pilo772 იდეის გაგრძელება.თუ ჰაერში გვინდა დრონთან ბრძოლა,იქნებ აჯობებს ამისათვის "დედა" დრონის გამოყენება.აი ვთვქათ(მაგალითისათვის) ვიღებთ "ბაირაქტარ" ტბ-ს და მის ფრთებზე ვკიდებთ მილებს,რომელბშიც დევს დრონები.ესეიგი დაახლოებით ისეთი,უკრაინელებს რომ მისცეს ამერიკელებმა,ეგეთი პატარა ნაღმსატყორცნივით მილი რომაა და შიგ დრონი.იმ მილიდან რომ ხდება დრონის გაშვება.ჰაერში დრონს არ სჭირდება ენერგია შორს საფრენად დიდი დროის განმავლობაში.შესაბამისად არც ბატარეა სჭირდება მძიმე და მძლავრი.გვახსოვს ალბათ ეს დრონები,ამოფრინდება მილიდან,იშლება მისი ფრთები და მიდის თავის საქმეზე.
საერთოდ უნდა ვეცადოთ არ გავართულოთ ამოცანა თუ ტექნიკა.პირიქით,ვცადოთ რაც შეიძლება მარტივი იყოს და იაფი რამდენადაც შესაძლებელია.თორე pilo772-ს ვიდეოში შედარებით მარტივიდან მივდივართ უფრო და უფრო გართულებამდე და ბოლოს სასურველ შედეგსაც ვშორდებით.
მთავარი და უმნიშვნელოვანესი ჩემი აზრით არის დრონის დროული აღმოჩენის საშუალება.აქედან იწყება ყველაფერი.თუ ვერ აღმოჩენ,ვერაფერს ვერ უზამ.
უკრაინის მაგალითზე,ძალიან გაკვრით გავიგე(დაწვრილებით არ შემხვედირა რამე მასალა ამაზე),რომ უკრაინა ავითარებს რადიოელექტრონულ დაზვერვასაც,რომ დროულად შენიშნოს მტრის მოქმედებები და დაადგინოს მტრის დრონის ოპერატორის ადგილმდებარეობა.რადიოელექტორნული დაზვერვა უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვისაც.
მოკლედ მივყვეთ მსჯელობას,ვიფიქროთ.საბოლოოდ თუ პრაქტიკულად არ დაიწყო ცდები,არაფერიგამოვა.მოფიქრებულს გასინჯვა უნდა.ფონ ბრაუნსაც არ დაუწყია პირდაპირ "ფაუ"-ების აგება.მანამ დიდი ხანი რკინის მილების გაშვებაზე წვალობდა ჰაერში.
და ბოლოს,როგორც ვუკვირდები,არავინ იცის საბოლოოდ როგორ ომში მოუწევს ბრძოლა ომის დაწყებამდე.ომში კი წარმატებას აღწევს ის,ვინც პირველი მოიფიქრებს რამეს ახალს და მოულოდნელს.არ ვიცი,ჩემი აზრია...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62569249
· 25 Apr 2026, 09:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
ბევრი მნიშვნელოვანი წვრილმანია.როგორ იბრძვიან მხარეები და როგორ იცავენ თავს ერთმანეთის თავდასხმებისაგან.არცერთი მხარე არ ზის გულზე ხელებდაკრეფილი.
რას ვფიქრობდი დღეს:უკრაინის ტერიტორია ბევრად დიდია ჩვენსაზე და როგორც ვხედავთ მოახერხეს რუსეთის ავიაციის თავდასხმების აღკვეთა სიღრმეში.თორე კი გვახსოვს მგონი კიევის თავზეც საავიაციო ორთაბრძოლები.საქართველოს ტერიტორია მიცრეა თვაის თავად და თან მისი საკმაოდ დიდი ნაწილი დაპყრობილი აქვს მტერს.ესეიგი ხელი მიუწვდება ჩვენი საჰაერო სივრცის საკმაოდ დიდ ნაწილთან.სულ სხვა სურათი გვექნებოდა კავკასიის გადაღმა რომ ყოფილიყვნენ.რა შუაშია ეს ყველაფერი:წარმოვიდგინოთ ახლა ერთი კამეჩი,რომეიღაცა თვითმფრინავის მსგავსი დრონი დაფრინავს ჩვენს საჰაერო სივრცეში და უთვალთვალებს ვთქვათ გარემოს.მისი შემჩნევა არ გაუჭირდება მტერს და რამე რომ იყოს ჩამოგდებაც.ესეიგი სისტემის მდგრადობაა გასათვლელი.თან როცა მასზე იმედებს ვამყარებთ,რომ ის დაგვიცავს მტრის დრონების თავდასხმისაგან.ამასობაში ვხედავთ ეგერ ოსები როგორ მარიაჟობენ "მათ შეიარაღებულ ძალებში" მიღებული დრონებით.მეორე მხრივ აქვს თავისი დადებითიც ამ ვარიანტს,რომ უკვე ჰაერში გაქვს საკუთარი ანტიდრონი.სანამ გაამზადებ,სანამ ჰაერში აწევ...მოკლედ მივუბრუნდებით ამ საკითხს.დრო გვაქვს და ვიფიქროთ.
ანუ საუბარი გაქვს ტექნიკურ ამოცანაზე. ანუ რა უნდა გაკეტდეს რომ დავიცვათ ობიექტები და ცა.
სწორი მიდგომაა.
პირველი შეკითხვა ასეთ დროს, უნდა გაირკვეს კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან ვაპირებთ ომს. 4 მეზობელია, მანდედან 3 თან მწვავე სიტუაციაა საზღვრების და ტერიტორიების მხრივ. ისე კიდევ 4 ივეს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ჩრდილოელთან ომის შემთხვევაში სხვა ამოცანაა გადასაჭრელი და ანტიდრონი მხოლოდ 1 კომპონენტია პრაქტიკულად მთელი თავდაცვითი კომპლექსიდან. პლიუს ამ ანტიდრონს ჩვენ შეგვიძლია ბაირაქტარის დანიშნულებაც მივაჩეჩოთ, ანუ გარდა ამ ანტიდრონული ქმედებებისა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებიტ თუ ფუგასური ბომბებით აღჭურვო, ანუ კონკრეტული დავალება მისცე.
თუ გვექნება საომარი პრობლემა აღმოსავლელ ან სამხრეთელ მხარესთან, აქ უკვე სხვა თემაა და ეს ანტიდრონი შესაძლოა ძირითადი თავდაცვითი ბადეც აღმოჩნდეს.
იგივე თუ სამხრეთ დასავლელ მტერთან მოგვიწევს შეჯახება, რომელიც ასევე აწარმოებს ანალოგური დანიშნულების აპარატებს, სხვა საბრძოლო ამოცანა გვექნება ამოსახსნელი. ისე კი საინტერესო იქნება დრონების საჰაერო ბრძოლის ყურება.
ჩამოგდებას რაც შეეხება. რა თქმა უნდა ჩამოგიგდებენ თუ დაცვა არ გექნება წესიერი.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტემპერატურის გამაბნეველი ტექნოლოგიის გამოყენება, მიუხედავად დამატებითი წონისა, მაინც ვარიანტია რომ გააკეთო. დაათბუნო კაპოტი ისე რომ მაქსიმალურად არ გამოვიდეს გარეთ ძრავის ტემპერატურა, პლიუს წესიერი გაგრილების სისტემა მისცე ისეთნაირად რომ გამონაბოლქვიც გააგრილო გამოსვლისას, შესაბამისად სულ მცირე თბური დამიზნებისგან მაინც დაიცავ გარკვეულ წილად.
კლასიკური მანქანასავეთ ამასაც გირლიანდებს და მახეებს დაუდგავ ბორტზე იმისთვის რომ იგივე რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტისგან დაიცვას თავი.
შესაძლებელია, თუ კი გიცავს და კედლად გიდგას, კედელს დაცვა უნდა.
თუმცა ყველაზე რეალური თემა, ჩრდილოელთან თუ ომი დაიწყო, გარანტირებულად ჩაერთვებიან ომში შენ წინააღმდეგ დანარჩენი 3 მეზობელიც და პრაქტიკულად წუთებში აგვითვისებენ.
იგივე თემა იქნება თუ კი სამხრეთ დასავლელთან მოგვიწევს ჯახი.
ამ დროს გინდა ანტიდრონი გყავდეს და გინდა 100 ცალი ფ-35 გარანტირებულად დარხეული გვაქვს.
QUOTE
იდეის გაგრძელება.თუ ჰაერში გვინდა დრონთან ბრძოლა,იქნებ აჯობებს ამისათვის "დედა" დრონის გამოყენება.აი ვთვქათ(მაგალითისათვის) ვიღებთ "ბაირაქტარ" ტბ-ს და მის ფრთებზე ვკიდებთ მილებს,რომელბშიც დევს დრონები.ესეიგი დაახლოებით ისეთი,უკრაინელებს რომ მისცეს ამერიკელებმა,ეგეთი პატარა ნაღმსატყორცნივით მილი რომაა და შიგ დრონი.იმ მილიდან რომ ხდება დრონის გაშვება.ჰაერში დრონს არ სჭირდება ენერგია შორს საფრენად დიდი დროის განმავლობაში.შესაბამისად არც ბატარეა სჭირდება მძიმე და მძლავრი.გვახსოვს ალბათ ეს დრონები,ამოფრინდება მილიდან,იშლება მისი ფრთები და მიდის თავის საქმეზე.
უკრაინელები ან-28 ზე კიდებენ მაგათ და ისე ებრძვიან შაჰედებს. ერთია რომ ეგ ძვირია. იმიტომ რომ ელექტრონიკაა. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ ტყვიამფრქვევია. რომელიც გროშები ღირს.
QUOTE
საერთოდ უნდა ვეცადოთ არ გავართულოთ ამოცანა თუ ტექნიკა.პირიქით,ვცადოთ რაც შეიძლება მარტივი იყოს და იაფი რამდენადაც შესაძლებელია.
ტყვიამფრქვევზე იაფი ვერც ერთი თანამედროვე შეიარაღება ვერაა.
QUOTE
ვიდეოში შედარებით მარტივიდან მივდივართ უფრო და უფრო გართულებამდე და ბოლოს სასურველ შედეგსაც ვშორდებით.
ანალიტიკა წავიდა მაშინ, იქ დამავიწყდა აღმენიშნა რომ ეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მასოგაბარიტი გარკვეულ მომენტში გადაიზარდა დღეს გავრცელებული 50კგ ტვირთამწეობის დრონად. ამიტომაც ამოვარდა ბორტიდან ტყვიამფრქვევი. საბოლოოდ ისევ და ისევ, ხელისუფლების ნულოვანი ინტერესი თემის მიმართ, შემდეგი ვარიანტი კერძო დაინტერესება. შედეგად საბოლოო სახე.
QUOTE
მთავარი და უმნიშვნელოვანესი ჩემი აზრით არის დრონის დროული აღმოჩენის საშუალება.აქედან იწყება ყველაფერი.თუ ვერ აღმოჩენ,ვერაფერს ვერ უზამ.
უკრაინის მაგალითზე,ძალიან გაკვრით გავიგე(დაწვრილებით არ შემხვედირა რამე მასალა ამაზე),რომ უკრაინა ავითარებს რადიოელექტრონულ დაზვერვასაც,რომ დროულად შენიშნოს მტრის მოქმედებები და დაადგინოს მტრის დრონის ოპერატორის ადგილმდებარეობა.რადიოელექტორნული დაზვერვა უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვისაც.
სწორედ აღმოჩენის თემით ჩემი ვერსია წესით უკეთესად იმუშავებს. დაბალ სიმაღლეზეა. ის ან-28 ასევე აღჭურვილია თბოვიზორებით და ზუსტად ისე ეძებს დრონებს როგორც მე აღვწერე. შორიდან თბურ კვალს პოულობს, რომელიც გარკვეულ სიმაღლეზე მიდის. რადიოელექტრონულად ძნელია იგივე შაჰედის პოვნა, სულ მცირე იმიტომ რომ მისი ელექტრონიკა მუშაობს მარტო მიღებაზე.
რადიოელექტრონიკა მუშაობს მხოლოდ კვადროკოპტერებზე, რომელსაც უკუკავშირი აქვს თავის ოპერატორთან. ეგეც გადაჭრეს საკითხი ორივე მხარემ, ოპტიკური კაბელი დაკიდეს დრონებზე. ძირითადად მუსაობენ შემდეგნაირად, მოდის ჯერ ოპტიკურ კაბელიანი, ანადგურებს უპირველესად რადიოელექტრონულ ცენტრს ან მანქანას, შემდეგ უკვე მოდიან რადიომართვადი დრონები და იწყება დანგნარი. ამ კაბლიანზე არანაირი რადიოელექტრონული დაზვერვა არ მუშაობს. უბრალოდ ვერ ერევა ვერაფერი მართვაში.
QUOTE
მოკლედ მივყვეთ მსჯელობას,ვიფიქროთ.საბოლოოდ თუ პრაქტიკულად არ დაიწყო ცდები,არაფერიგამოვა
გეთანხმები.
მაგიტომაც გადავედით სამოქალაქოზე.
QUOTE
და ბოლოს,როგორც ვუკვირდები,არავინ იცის საბოლოოდ როგორ ომში მოუწევს ბრძოლა ომის დაწყებამდე.ომში კი წარმატებას აღწევს ის,ვინც პირველი მოიფიქრებს რამეს ახალს და მოულოდნელს.არ ვიცი,ჩემი აზრია...
მასე რაც გერმანელებს ქონდათ მოფიქრებული ახალი ომის ბოლოსკენ მაინც :D მარა კი გახიეს შუაზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Taohua
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Taohua
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 649
წევრი No.: 277955
რეგისტრ.: 30-March 26
#62569274
· 25 Apr 2026, 10:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ავიაციის ინტერესი ცალკე საკითხია მარა იუთუბი უცნაურად მუშაობს. რა ტიტანური შრომაც არ უნდა ჩადო ხალხთან არ მიაქვს, ვისაც თემატიკა აინტერესებს რომ ამოუგდოს. თვე გავა და 2-3 ნახვა... ჯობია ტიკტოკზე დადო მოკლეები და იქედან გადმოიყვანო ხალხი. თუ გავარდა ათასებს წერს, 1% მაინც გადმოგყვება.
This post has been edited by
Taohua
on 25 Apr 2026, 10:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62569304
· 25 Apr 2026, 11:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Taohua
QUOTE
ავიაციის ინტერესი ცალკე საკითხია მარა იუთუბი უცნაურად მუშაობს. რა ტიტანური შრომაც არ უნდა ჩადო ხალხთან არ მიაქვს, ვისაც თემატიკა აინტერესებს რომ ამოუგდოს. თვე გავა და 2-3 ნახვა... ჯობია ტიკტოკზე დადო მოკლეები და იქედან გადმოიყვანო ხალხი. თუ გავარდა ათასებს წერს, 1% მაინც გადმოგყვება.
ფეისბუკის რილსში დავდე ეს ვიდეო. მაგრამ ამ მომენტში 290 ნახვა აქვს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62569817
· 25 Apr 2026, 22:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მასე რაც გერმანელებს ქონდათ მოფიქრებული ახალი ომის ბოლოსკენ მაინც მარა კი გახიეს შუაზე.
ახლა გერმანელები გახიეს...ამხელა ხრონგს ვერ მოერია.რესურსებით გადაუარა სუსურუკუმ :D მაგაზე ვფიქრობდი დღეს,რომ რუსეთთან ომის მოგება ურთულესი ამოცანაა.კი ბატონო,წაუგია ომი,როგორ არა.ისე ბისმარკი კი აფრთხილებდა გერმანელებს.ყველას ვერ ამოწყვიტავ... :D
ტყვიამფქვევი შეიძლება არის უფრო იაფი საშუალება ვთქვათ მტრის დრონების ჩამოსაგდებად,მაგრამ მისი მოქმედების მანძილია შეზღუდული.ესეიგი უნდა მიუახლოვდეს სასროლ მანძილზე და დადგეს სასროლ კურსზე.არ ვიცი ჰაერში ტყვიამფრქვევის სამიზნე მანძილი რამდენია.
ის პატარა დრონები,რომელბსაც უკრაინელები იყენებენ შეიძლება ძვირიცაა.ამერიკული აბა რა იქნება.მაგრამ მოსაფიქრებელია მისი ანალოგი უფრო იაფი.თუმცა არის მანდ ერთი პრობლემა:იმ ანტიდრონს უნდა შეეძლოს სამიზნის ჩაჭერა და გაცილება.ეს მნიშვნელოვანია ჩემი აზრით.ახა მთელი დრონების ხროვები თუ გამოუშვა მტერმა,მიდი და სდიე ყველას სათითაოდ ოპერატორების საშუალებით.მოკლედ ყველა შესაძლო ვარიანტზეა საჭირო მუშაობა,იქნება ეს ტყვიამფქვევი,ანტიდრონი დრონის შეიარაღებაში თუ კიდევ სხვა რამე.საერთოდ უფრო მარტივი ვარიანტიც შეიძლება გამოიყენო,ოღონდ ახლო მანძილზე :D მიუახლოვდე და ტყორცნო ბადე.
ახლა "შახედი" როგორც არ უნდა შეფუთო სიტყვაზე და გააგრილო მისი სითბური კვალი,ხმაურის ვერაფერს უზამ.როგორც ავღნიშნე უკვე,მეორე მსოფლიო ომის დროს მშვენივრად იყენებდნენ აკუსტიკურ დანადგარებს მტრის თვითმფრინავების აღმოსაჩენად.დღეს უფრო მეტ საშუალებას იძლევა ტექნიკის განვითარება და როგორც უკვე ვთქვი,ტყვიის ხმაზეც კი გებულობენ საიდან იქნა გასროლილი.
არ ვიცი,შეიძლება ვცდები,საწყის ეტაპზე არსებული მონაცემებით(თუ გვაქვს ისინი) შეიძლება ალბათ ციფრული მოდელის შექმნა და ნახვა რა და როგორ შეიძლება მოხდეს.უფრო იაფი დაჯდებოდა პროტოტიპებზე და მათ განადგურებაზე რეალურ ცდებში.თუმცა ესეც გარდაუვალია ბოლოს.
რაც შეეხება სავარუდო მტრებს:სამხრეთ და აღმოსავლეთ შემთხვვეაში ასე თუ ისე,თეორიული შანსი მაინც არსებობს მტრის ზურგში საპასუხო დარტყმების განხორციელების(აქ საერთოდ მთლიანი სისტემა უნდა იყოს გამართული და ომის დაწყების შესახებ არ უნდა გავიგოთ მხოლოდ მაშინ,როცა თავზე დაგვეცემა ბომბი).სამხრეთ-აღმოსავლეთის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე.მითუმეტეს არ არსებობს იქ ისეთი გეოგრაფიული პირობები,რომ განახორციელო მანევრები ფართო სივრცეზე.ცალკე საკითხია ჩვენი სრულიად მოშიშვლებული საზღვაო სივრცე.
ჩრდილოეთით...ეგაა უბედურება,რომ უკვე შემოდგმული აქვს ფეხი.მე ყოველთვის იმ აზზრე ვიყავი და ვრჩები,რომ არ უნდა მივცეთ საშუალება თავისუფალი გადადგილების ამ მწირ და ვიწრო გზებზე.მაგრამ...როგორც ვხედავთ და ვიცით,ავთ შობელძაღლებს იმის რესურსი,რომ გათოფონ მთელი ჩვენი ტერიტორია მისხალ მისხალ და ვერანაირი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ამას ვერ უშველის.ეგერ ისრაელმაც ვერ შეძლო მთლიანად მოგერიება ირანის თავდასხმების.ახლა რაც მოიგერია,კია საკმარისი,რომ იარსების დღესაც :D
ახლა რაც შეეხება ხელისუფლების დაინტერესებას:"რაცაა ერი ისაა ბერი".ხელისუფლება ციდან არ ჩამოვარდნილა.საუბედუროდ რატომღაც გაწყვეტილი გვაქვს ეს ვაჟკაცური "ჟილკა" როგორც ხალხს,აი ისეთი,ებრაელებს რომ აძლევს გასაქანს გაანძრიონ ტვინი და ხელი და იმუშაონ სერიოზულად(არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში).დავიღალე ამაზე კამათით აქ თავის დროზე.არიქა!რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დაუმარცხებელი ყოფლია და "მოსკვა" ჩაუძირავი :D ანდა რამდენია ქვეყანაში იმის მომხრე,რომ შეიარაღებული ძალები საერთოდ გავაუქმოთ?კი არ გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ,გავაუქმოთ!უაზრო მაყუთის ხარჯვაა თურმე და აზრიანია თურმე "ბლატნოურ" ნომრებში გადაყრა მაყუთის და ათას სხვა სირობაში!
სამწუხაროდ მე პირადად არ თვითმფრინავის მართვა ვიცი(ჩემი ოცნება!ვეღირსები როდესმე),არც მოდელები გამიშვია ჰაერში,რამე პრაქტიკულად გამოსადეგი რომ ვთქვა.ჩემი აზრით ან ციფრულმა მოდელირება,ან პრაქტიკამ უნდა დაგვანახოს რაღაცეები.
ჰო მართლა: ერთი რა მაინტერესებს,დელტაპლანის მართვა თუ შეიძლება დისტანციურად,ან პლანერის ვთქვათ...ახლა პლანერის მართვა კი უნდა იყოს შესაძლებელი,ეგერ "ბურანი" დასვეს კოსმოსიდან დაბრუნების მერე...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62569874
· 25 Apr 2026, 22:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
რესურსებით გადაუარა სუსურუკუმ
ისე სხვათა შორის, ამერიკის რესურსები იყო თემა. სავოკური რესურსების არც ისე პატარა წილი ამერიკული ლენდლიზი იყო.
QUOTE
ტყვიამფქვევი შეიძლება არის უფრო იაფი საშუალება ვთქვათ მტრის დრონების ჩამოსაგდებად,მაგრამ მისი მოქმედების მანძილია შეზღუდული.ესეიგი უნდა მიუახლოვდეს სასროლ მანძილზე და დადგეს სასროლ კურსზე.არ ვიცი ჰაერში ტყვიამფრქვევის სამიზნე მანძილი რამდენია.
გააჩნია ტყვიამფრქვევის ლულას. თუ წესიერი სიგრძე მიეცი, ჯავშან გამტან თვისებას 1500 მეტრზეც ინარჩუნებს, თან საუბარი 7.62 ზე მაქვს. 12.7 მეტი აქვს. ბარეტით 2კმ ზე ჯავშან მანქანას აზიანებენ ჯავშანგამტანით. სამიზნე რომ გქონდეს მანევრირებადი, იგივე მეორე მსოფლიო ომის ეპოქის მანევრებით. მაშინ ცოტა რთული იქნებოდა თემა, იმიტომ რომ დისტანციურად მანევრირება და ბრძოლა დაგვიანებული კადრით ცოოტა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში გაქვს დაუცველი ერთ ზოლზე მფრენი სამიზნე. რომელიც მიდის თავისი პროგრამით და არ ცდილობს რომ აირიდოს დარტყმა. თავად შაჰედის აეროდინამიკაც არ იძლევა მაგდენ საშუალებას, ვთქვათ და მისცეს ეგ პროგრამა და პლიუს კიდე უკან ხედვის კამერაც რომ დაინახოს და ამოიცნოს რომ მტერი უახლოვდება. დიდი მანევრები მაგით შეუძლებელია.
ამიტომაც თუ გექნება ასეთი ანუ 12.7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვეით ან ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი აპარატი, 1000მეტრის დისტანციით შეგიძლია შეუქცევადად დააზიანო ნებისმიერი ეგეთი შაჰედი. თუ უკნიდან დააჯდება სამიზნეს და ძრავს დაუშვებს, ერთი მოკლე ჯერი ეყოფა რომ მწყობრიდან გამოიყვანოს.
QUOTE
ის პატარა დრონები,რომელბსაც უკრაინელები იყენებენ შეიძლება ძვირიცაა.ამერიკული აბა რა იქნება.მაგრამ მოსაფიქრებელია მისი ანალოგი უფრო იაფი.
ყველაფერი რაშიც მიკროელექტრონიკას იყენებ, იაფი არაა, ის უკვე ძვირია, იმიტომ რომ მიკროჩიპები და პროგრამირებადი მოწყობილობები უნდა. მაგის ერთჯერადად გამოყენება ძვირია. უკრაინას აწვდიან კოლოსალურ ფინანსებს, რო არ იპარავდნენ მაგათი ლიდერები დღემდე რუსეთს მეტად შავად ექნებოდა საქმე. მაგათთვის ეგეთი რამე მისაღებია. პირიქით...
მაგრამ როცა ბოდიშ და შენ ტრაკზე მჯდომი იქნები, ნებისმიერი რამე რაც კი დაპროგრამებადია იქნება ძვირი. მით უმეტეს რომ შენი დამზადებული არ იქნება ეგ მიკროჩიპი. თუ შენ გექნება ეგ პოლიგრაფი და პლიუს კიდე საჭირო სტაფი რომელიც მაგ აპარატურას დაგიმზადებს, ისე რომ იმპორტზე არ იყო ჩამოკიდებული მინიმუმ 40% მაინც. კიდე არა გიშავს. როგორც ვიცით ეგეთი რამე არ გვაქვს, ეგ კი არა თავის დროზე ფირმა აზრთან მქონდა საუბარი და იმათ უნდოდათ ყველაზე იაფი პოლიგრაფის დათრევა, უარი უთხრეს, ემბარგო გადევთო. ორმაგიდანიშნულების აპარატია და გაგვტისკავენო.
QUOTE
იმ ანტიდრონს უნდა შეეძლოს სამიზნის ჩაჭერა და გაცილება.ეს მნიშვნელოვანია ჩემი აზრით.ახა მთელი დრონების ხროვები თუ გამოუშვა მტერმა,მიდი და სდიე ყველას სათითაოდ ოპერატორების საშუალებით
აი უყურე რა იდეა მაქვს, თუ გახსოვს ვიდეოში მწვანე რგოლები რო მეხატა? წარმოიდგინე ეგ რგოლები არის ასე ვთქვათ კვადრატები, ნუ წრე კვადრატი ვერ იქნება :D მაგრამ მანდ ჩავთვალოთ რომ კვადრატია სადაც დაფრინავს კონკრეტული გადამტაცი. ეგეთი კვადრატები გექნება მომენტ ქვეყნის მასშტაბის მიხედვით მინიმუმ 2 ეშელონი მაინც. ანუ 2 ზოლი. თითო ზოლში მოსალოდნელი თავდასხმის მიმართულება გაქვს ამით ამოქმედებული. სადაც მინიმუმ ვთქვათ ჩვენი განხრით 20 გადამტაცია ჰაერში. მომენტ მეორე ზოლში 10 უკვე.
ხო და ამ 20 გადამტაცს თუ არ გვაქვს ამ მომენტში გამალებული თავდასხმები, მართავს მომენტ სულ 5 ოპერატორი (ეს კონცეპტია და არა გეგმა). თუ მასობრივად წამოვლენ, უნდა მოხდეს ოპერატორების აწევა ასე ვთქვათ, დრონზე ოპერატორი თემით. მანამდე თუ აქა იქა შემოფრენა იქნება ეს ერთი ოპერატორი რამდენიმე დრონზე გაქაჩავს. აღმოჩენა თბოვიზორით ხდება. პლიუს მიწის ზედა რადარები გეხამრება. საჭირეობის შემთხვევაში შესაძლებელია მსუბუქი რადიოლოკატორიანი დამატებითი დრონის დაკიდება ჰაერში კონკრეტული მიმართUლებით რითაც კიდე მეტი ინფორმაციის მიღება გახდება შესაძლებელი. ვთქვათ ფ-18 ის ან ფ-16 ის რადარი რომ დაკიდო დრონს.
ხო და რამდენიც გინდა შემოფრინდეს. თუ მათ უკან არ მოყვება კიდე მიგების და სუშკების არმადა, რომლებიც კონკრეტულად ამ გადამტაცებზე ინადირებენ. ეს გადამტაცები დაწყნარებული სიფათით ჩამოალაგებენ მინიმუმ 70% მაინც, ისე რომ ქალაქამდე არც კი ჩამოაღწევენ. მთელი მართვა უნდა იყოს შემდეგი ღილაკს აჭერს ადამიანი, მაგრამ გადატაცებას ავტონომიურად უნდა აკეთებდეს დრონი. როცა ამ თემაზე ვმუშაობდით იყო საუბრები რომ მსგავსი რამის გაკეთება პროგრამულად არაა დიდი ხათაბალა.
ისე კიდე თუ წონის თრევა შეეძლება, იმ მიგებისთვის ცოტა ახლოს თუ შემობედავენ კიდე ბორტზე შეგიძლია 2 ცალი რაკეტაც დაკიდო. მე რასაც ვფიქრობდი პირველ ეტაპზე, ამ მანქანის ასაფრენი წონა მინიმუმ 1.5ტ უნდა ყოფილიყო.
თან აუციებლად ასაკეცი შასით და მაქსიმალური ფრენის სიჩქარით 450კმ/სთ.
QUOTE
საერთოდ უფრო მარტივი ვარიანტიც შეიძლება გამოიყენო,ოღონდ ახლო მანძილზე მიუახლოვდე და ტყორცნო ბადე.
ეგ შეგიძლია გამოიყენო კვადროკოპტერებისთვის. აკეთებენ კიდეც, ჩIნელებმა გააკეთეს. მაგრამ შაჰედებზე ბადე არა რეალურია. საიდან ესვრი?წინიდან? რამხელა ბადე უნდა იყოს რომ ან აეროდინამიკა დაურღვიოს, ან კიდე ხრახნი გაუჭედოს? უკნიდან ვერ ესვრი ბადეს. ეგ ბადეც რაც გააკეთეს შენკენ მომავალი კამიკაძე ფპვ დრონისთვისაა. ან საფანტიანი თოფია თემაში ან ბადე.
QUOTE
ახლა "შახედი" როგორც არ უნდა შეფუთო სიტყვაზე და გააგრილო მისი სითბური კვალი,ხმაურის ვერაფერს უზამ.როგორც ავღნიშნე უკვე,მეორე მსოფლიო ომის დროს მშვენივრად იყენებდნენ აკუსტიკურ დანადგარებს მტრის თვითმფრინავების აღმოსაჩენად.დღეს უფრო მეტ საშუალებას იძლევა ტექნიკის განვითარება და როგორც უკვე ვთქვი,ტყვიის ხმაზეც კი გებულობენ საიდან იქნა გასროლილი.
ვერ შეფუთავ შაჰედს მასე რომ თბური კვალი მოსპო. ზედმეტად გადაძვირდება, კონსტრუქცია გადამძიმზება და რენტაბელობას დაკარგავს. რო დახედო მაგის კონსტრუქციას, ძრავს კაპოტიც არა აქვს. უბრალოდ კიდია უკანა სამაგრზე თავისი პროპელერით.
ხმაურს რაც შეეხება. მიწიდან კი ბატონო, მაგრამ ციდან ვერ აღმოაჩენ. იმიტომ რომ ფრენისას ხმაურით თავად მოგიწევს გარემოს დანაგვიანება. მიწიდანაც სპეც მოწყობილობებია საჭირო რომ ირგვლივ მყოფი ფონური ხმაური განაცალკევო. მაგიტომ წავიდა რადიოელექტრონული აპარატურისკენ თემა რომ საკმაოდ არა ეფექტური იყო აუდიორადარი.
წყალში კი ბატონო, ჯერ რომ ხმა უფრო ჩქარა ვრცელდება ვიდრე ჰაერში. მერე რეაგირების დრო უფრო მეტი გაქვს. ამიტომაც სონარი დღემდე სონარია.
QUOTE
არ ვიცი,შეიძლება ვცდები,საწყის ეტაპზე არსებული მონაცემებით(თუ გვაქვს ისინი) შეიძლება ალბათ ციფრული მოდელის შექმნა და ნახვა რა და როგორ შეიძლება მოხდეს.უფრო იაფი დაჯდებოდა პროტოტიპებზე და მათ განადგურებაზე რეალურ ცდებში.თუმცა ესეც გარდაუვალია ბოლოს
დაფინანსება უნდა თემას და ნებისმიერი რამის გაკეთება შეიძლება. კველვა ჭIრდება ამას რა თქმაუნდა. ამიტომაც ამ კვლევას სწორედ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს.
QUOTE
რაც შეეხება სავარუდო მტრებს:სამხრეთ და აღმოსავლეთ შემთხვვეაში ასე თუ ისე,თეორიული შანსი მაინც არსებობს მტრის ზურგში საპასუხო დარტყმების განხორციელების(აქ საერთოდ მთლიანი სისტემა უნდა იყოს გამართული და ომის დაწყების შესახებ არ უნდა გავიგოთ მხოლოდ მაშინ,როცა თავზე დაგვეცემა ბომბი).სამხრეთ-აღმოსავლეთის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე.მითუმეტეს არ არსებობს იქ ისეთი გეოგრაფიული პირობები,რომ განახორციელო მანევრები ფართო სივრცეზე.ცალკე საკითხია ჩვენი სრულიად მოშიშვლებული საზღვაო სივრცე.
სწორი შენიშვნა, სისტემა უნდა იყოს გამართული რომ ბომბის დაცემის მერე არ გავიგოთ რომ უი, ომი დაწყებულა. ეგ სისტემა იმხელა თემაა... ეჰ.
QUOTE
ჩრდილოეთით...ეგაა უბედურება,რომ უკვე შემოდგმული აქვს ფეხი.მე ყოველთვის იმ აზზრე ვიყავი და ვრჩები,რომ არ უნდა მივცეთ საშუალება თავისუფალი გადადგილების ამ მწირ და ვიწრო გზებზე.მაგრამ...როგორც ვხედავთ და ვიცით,ავთ შობელძაღლებს იმის რესურსი,რომ გათოფონ მთელი ჩვენი ტერიტორია მისხალ მისხალ და ვერანაირი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ამას ვერ უშველის.ეგერ ისრაელმაც ვერ შეძლო მთლიანად მოგერიება ირანის თავდასხმების.ახლა რაც მოიგერია,კია საკმარისი,რომ იარსების დღესაც
ახლა ნახე ისრაელმა დაამზადა ლაზერული იარაღი, ანუ ფურა აიღეს. ზედ დადგეს მძლავრი გენერატორი და ლაზერული იარაღი, რომელიც ემიზნება ქსელიდან მოცემული რადიოლოკატორის მონაცემებით. მთელი ამ ფურას დანახარჯი დიზელია რითაც დენს გამოიმუშავებენ. მაგრამ ეგეც არაა საკმარისი. როცა ირანმა გამოუშვა მაგათI მიმართულებით ერთბაშად შაჰედების რამდენიმე ტალღა, როგორც თქვეს თითო ტალღაში მინიმუმ 1000 მდე შაჰედი იყოო, პარალელურად წვიმასავეთ დაიწყო ცვენა სხვადასხვა კალიბრის რაკეტებმა, მაგათი რკინის გუმბათი რამდენიმე საათში ამოიწურა. დღემდე დამალულია ისრაელის რეალური მსხვერპლი. ათასობით მშვიდობიანზეა საუბარი.
მაგათი გუმბათი კარგად მუშაობდა მეზობელი ლიბანის და ჰესბოლას საკანალიზაციო მილებით აგებული რაკეტის მაგვარი რაღაცეების წინააღმდეგ. რომელსაც არც სიჩქარე არც ფრენის სიშორე არ ქონდა დიდი. მაგრამ როცა საქმე მიდგა რეალურ საბრძოლო პირობებთან, პარტიზანების მგივრად როცა სტრუქტურული ქვეყანა ჩადგა. აღმოჩნდა რომ ისრაელიც კი ბოდიში და... ჩასვრილია.
ჩვენშა და ჩრდილოეთს შორის რომ ვთქვათ... ირანს რომ დაერტყა ღაზას სექტორისთვის და არა ისრაელს. ასეთი მასშტაბია თემაში.
ჩრდილოეთთან ომის შემთხვევაში გმირული სიკვდილისთვის უნდა მოვემზადოთ და არა გამარჯვებისთვის. რომელიც ცნობისთვის რამდენიმე დღეში დადგება. იმიტომ რომ გარდა ციდან დაყრილი ნაგავისა პარალელურად სახმელეთო ოპერაცია დაიწყება. რომელსაც ვერაფერს დავუყენებთ.
QUOTE
ახლა რაც შეეხება ხელისუფლების დაინტერესებას:"რაცაა ერი ისაა ბერი".ხელისუფლება ციდან არ ჩამოვარდნილა.საუბედუროდ რატომღაც გაწყვეტილი გვაქვს ეს ვაჟკაცური "ჟილკა" როგორც ხალხს,აი ისეთი,ებრაელებს რომ აძლევს გასაქანს გაანძრიონ ტვინი და ხელი და იმუშაონ სერიოზულად(არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში)
კი ბატონო. რაც ერი ის ბერი.
ამიტომ დავფიქრდით სამოქალაქო თემაზე.
QUOTE
ჰო მართლა: ერთი რა მაინტერესებს,დელტაპლანის მართვა თუ შეიძლება დისტანციურად,ან პლანერის ვთქვათ...ახლა პლანერის მართვა კი უნდა იყოს შესაძლებელი,ეგერ "ბურანი" დასვეს კოსმოსიდან დაბრუნების მერე...
დისტანციური მართვა ნიშნავს მართვის ბლოკს, რომელსაც ადამიანის კიდურების მაგივრად სერვოძრავები და აქტუატორები აქვს აპარატის მართვის სისტემაზე მიმაგრებული. საჰაერო სამიზნეებად გამოიყენეს დისტანციურად მართვადი მიგ-15 დან მიგ 21 ის ჩათვლით აპარატები სავოკში 80იანებში. დაჟე ჩინელებმა გააკეთეს იგივე, ოღონდ ბომბებად უნდათ გამოიყენონ ძველი ავიაცია.
დელტაპლანი ცოტა ისეთი თემაა, მონდომების საკIთხია და არც ეგ იქნება პრობლემა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62569899
· 25 Apr 2026, 23:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გაქვს დაუცველი ერთ ზოლზე მფრენი სამიზნე. რომელიც მიდის თავისი პროგრამით და არ ცდილობს რომ აირიდოს დარტყმა.
სადღაც მოვკარი თვალი,რომ რუსები ჩალიჩობენო ანტიდრონისაგან თავდაცვის მანევრებსო თავიანთ დრონებზე.არ ვიცი რომელზე.ახლა გასაგებია ერთია უშუალოდ ანტიდრონის დაჯახებისაგან გაქცევა და მეორე ტყვიამფქვევის ჯერი.თუმცა აქ შეიძლება გაყოენებული იქნას შრაპნელიც და დამრტყმელი ბირთვიცმაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია.
საერთოდ არამგონია გულზეხელბდაკრეფილი იჯდნენ და საერთოდ წესით სამომავლო საფრთხეებზე უნდა იყოს გათვლილი კონსტრუქცია.რაც ახლა ხდება,ეგ წარსულია უკვე.
QUOTE
მომენტ ქვეყნის მასშტაბის მიხედვით მინიმუმ 2 ეშელონი მაინც. ანუ 2 ზოლი. თითო ზოლში მოსალოდნელი თავდასხმის მიმართულება გაქვს ამით ამოქმედებული. სადაც მინიმუმ ვთქვათ ჩვენი განხრით 20 გადამტაცია ჰაერში. მომენტ მეორე ზოლში 10 უკვე.
წარმოვიდგინოთ თავი მტრის შტაბში და ვგეგმავთ ოპერაციას.ვიცით,რომ ჰაერში ჰყავს მოწინააღმდეგეს ანტიდორნები თუ მათი მატარებლები.პატრულირებენ.რას დავგეგმავდით და რას მოვიფიქრებდით?როგორც ვხედავთ მოცემულობები სასწაული სისწრაფით იცვლება დღევანდელ დროს.ლამისაა ყოველდღე რაღაც ახალი იჩითება.მე პირადად ვემხრობი ერთგვარ "ლეგოს" საწყისს,ერთგავრი კონსტრუქტორის,როცა სამხედროებს შეუძლიათ საჭიროებისა და მდგომარეობის მიხედვით სწრაფად შექმნან რაღაც მდგომარეობის შესაბამისი.ეს ცალკე მსჯელობის საგანია.ვრცლად არ დამიწერია ამაზე ადრე.საერთოდ სხვანაირად ვხედავ მომავალი სამხედროების მომზადების საკითხს.ამიტომ ვიძახოდი,რომ გვჭირდება სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი,ან ფაკულტეტი,რა ვიცი რაც იქნება,რომლების მსმენელები სწორედ ამას გააკეთებენ.შეისწავლიან ტექნიკას,იარაღს,ძველსაც და ახალსაც რაზე მიუწვდებათ ხელი,შექმნიან,გასინჯავენ და ა.შ. ძვირი დაჯდება,მაგრამ დავით თევზაძის არ იყოს "ძვირი ჯდება,ძვირი გადაიხადე".შემქომედებითი აზროვნება გვაკლია ჰაერივით ყველა დარგში.მივეჩვიეთ თაობები კომუნისტების დროს "უნდა იცოდე ვის რამდენი გამოართვა და ვის რამდენი აუტანო".
ახლა ვნახე ერთი ვიდეო ზელენსკიმ განაცხადა,რომ რუსებს ხელოვნური ინტელექტით დავცხებთო...ღმერთო გვიშველე!გამოქვაბულების დონეზე ვართ!
სამოქალაქო ვარიანტები კარგი მოსაზრებაა ნამდვილად.მაგრამ სამოქალაქო უფრო მოთხოვნადი იქნება არ საჰაერო,არამედ მიწაზე მოძრავი.საჰაერო დრონს რა შეძლება ისეთი,რასაც ახლა არ აკეთებს?ანდა მოხერხდება კი ისეთი იაფის შექმნა შემოტანილი ნაწილებით,რომ დაბალ ფასში გაყიდო კაცმა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62570765
· 26 Apr 2026, 20:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
სადღაც მოვკარი თვალი,რომ რუსები ჩალიჩობენო ანტიდრონისაგან თავდაცვის მანევრებსო თავიანთ დრონებზე.არ ვიცი რომელზე.ახლა გასაგებია ერთია უშუალოდ ანტიდრონის დაჯახებისაგან გაქცევა და მეორე ტყვიამფქვევის ჯერი.თუმცა აქ შეიძლება გაყოენებული იქნას შრაპნელიც და დამრტყმელი ბირთვიცმაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია.
საერთოდ არამგონია გულზეხელბდაკრეფილი იჯდნენ და საერთოდ წესით სამომავლო საფრთხეებზე უნდა იყოს გათვლილი კონსტრუქცია.რაც ახლა ხდება,ეგ წარსულია უკვე.
მეც მანდ ვარ. ანუ თუ კი მას ექნება საფრთხისგან თავის არიდება პროგრამაში, მაშინ სერიოზული ხელოვნური ინტელექტი უნდა გააყოლონ თან იმ დრონს. იმიტომ რომ შაჰედებს და მასეთ ერთჯერად ავტონომიურ აპარატებს არა აქვთ 360 გრადუსიანი ხედვის არე. საერთოდ არა აქვთ თვალი რაც ვიცი. რაც შეიძლება ყველაზე იაფი ელექტრონიკა დევს მაგათში. იმიტომ რომ ერთჯერადია. თუ კი ხელოვნური ინტელექტი უნდა გააყოლონ, მაშინ საკმაოდ სერიოზული ბორტკომპიუტერი დაჭირდება. რაც მის ფასს ერთბაშად გაზრდის 50კ დან 100 და მეტ ათასამდე. ანუ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი რენტაბელობა. მაშინ მასეთ რამეს მხოლოდ გამოიყენებ მაშინ თუ კი მას ტაქტიკურ მუხტს გააყოლებ. იმიტომ რომ მაშინ კი ბატონო ღირს.
მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც დისტანციას გააჩნია. გარკვეულ დისტანციაზე ექნება მაგას საშუალება მიახოლებული ობიექტების ამოცნობის. შესაძლოა ანტირაკეტა დაუყენდეს დამატებით გირლიანდა ან ფოლგები, მაგრამ ისევ და ისევ 1000მ დისტანციაზეარანაირი დაცვის საშუალება არ ექნება გინდაც ხელოვნური ინტელექტით აწყობილ აპრატს. შენ კიდე უკვე ისედაც ასედაც მრავალჯერადს აკეთებ და ვალდებული ხარ ხელოვნური ინტელექტი დაუყენო.
QUOTE
წარმოვიდგინოთ თავი მტრის შტაბში და ვგეგმავთ ოპერაციას.ვიცით,რომ ჰაერში ჰყავს მოწინააღმდეგეს ანტიდორნები თუ მათი მატარებლები.პატრულირებენ.რას დავგეგმავდით და რას მოვიფიქრებდით?როგორც ვხედავთ მოცემულობები სასწაული სისწრაფით იცვლება დღევანდელ დროს.ლამისაა ყოველდღე რაღაც ახალი იჩითება.მე პირადად ვემხრობი ერთგვარ "ლეგოს" საწყისს,ერთგავრი კონსტრუქტორის,როცა სამხედროებს შეუძლიათ საჭიროებისა და მდგომარეობის მიხედვით სწრაფად შექმნან რაღაც მდგომარეობის შესაბამისი.
საინტერესო აზრია. დავწერე კიდეც რომ ეს მხოლოდ ერთი კომპონენტია სრული თავდაცვის თემიდან, სადაც მის გარდა კიდე უამრავი სხვა რამე უნდა მოქმედებდეს. თუ ვთქვათ და მე და შენ დაგვავალეს ამ აპარატის შემუშავება, მაშინ აუცილებლად დაგვჭირდება ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ აპარატის ჩამოგდებაზე და მის განეიტრალებაზეც. ეს საჭიროა იმისთვის რომ ჩვენ გავითვალისწინოთ სავარუდო ნიუანსების 60% მაინც. ეგეც კარგ შემთხვევაში. მერე კიდევ როგორც წერ, უკევ საქმის პარალელურად რაც საჭირო იქნება ის უნდა გაკეთდეს და უნდა გადაკეთდეს.
ისე კიდე ამ დრონის გამოყენება თუ კი მას საბორტე იარაღს დაუდგავ. თავისუფლად შეგიძლია იმავე ვერტმფრენების და მსუბუქად დაჯავშნილი მანქანების წინააღმდეგ. როგორიცაა რუსული ტიგრი მომენტ.
QUOTE
ვრცლად არ დამიწერია ამაზე ადრე.საერთოდ სხვანაირად ვხედავ მომავალი სამხედროების მომზადების საკითხს.ამიტომ ვიძახოდი,რომ გვჭირდება სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი,ან ფაკულტეტი,რა ვიცი რაც იქნება,რომლების მსმენელები სწორედ ამას გააკეთებენ.შეისწავლიან ტექნიკას,იარაღს,ძველსაც და ახალსაც რაზე მიუწვდებათ ხელი,შექმნიან,გასინჯავენ და ა.შ. ძვირი დაჯდება,მაგრამ დავით თევზაძის არ იყოს "ძვირი ჯდება,ძვირი გადაიხადე".შემქომედებითი აზროვნება გვაკლია ჰაერივით ყველა დარგში.
გეთანხმები. სასიცოცხლოდ საჭიროა წესიერი სამხედრო სასწავლებელი, როგორიც ამერიკული ვესტპოინტია ეგეთი. სადაც გარდა დარგობრივი ოფიცრებისა ასევე ტვინები მომზადდებიან.
QUOTE
მაგრამ სამოქალაქო უფრო მოთხოვნადი იქნება არ საჰაერო,არამედ მიწაზე მოძრავი.
ააბა რას გულისხმობ ეგ რომ მითხრა.
QUOTE
საჰაერო დრონს რა შეძლება ისეთი,რასაც ახლა არ აკეთებს?ანდა მოხერხდება კი ისეთი იაფის შექმნა შემოტანილი ნაწილებით,რომ დაბალ ფასში გაყიდო კაცმა?
ბოლოდან გეტვი, თუ კი მაკომპლექტაციებელი დეტალების დაახლეობით 70% იმპორტი გექნება შანსი არა აქვს ამ აპრატს რომ კონკურენტ უნარიანი იყოს ბაზარზე. იმიტომ რომ აქაური საგადასახადო კოდექსი დაახრჩობს მარტო თემას და ფასს წაამატებს მინიმუმ 45% მდე.
სახელმწიფოს წესიერი ჩარების გარეშე უაზრობაა ამ თემის გინდა სამოქალაქო გინდა სამხედრო განხრა.
შესაძლებლობებზე კი გეტყვი ახლა.
დღეს ჩვენს მაღალ მთიან რაიონებს დიდი პრობლემა აქვს მოსახლეობის მიმართ. იმიტომ რომ მინიმუმ საკვები და მედიკამენტები არ მიეწოდება ზამთრის პერიოდში. ე.წ. "უფასო" სახელმწიფო რეისებს თუ არ ჩავთვლIთ თბილისდან რომ მიფრინავს ხოლმე მაღალმთიანეთში დიდთოვლობისას სასაზღვრო ვერტმფრენი. პრაქიტკულად იკეტება მთა ლამის 5 თვით.
ამ აპარატით შეგეძლება იგივე ქსელური მაღაზიები ასულდგმულო იქ, იმიტომ რომ დისტრიბუციაში იყენებ. წარმოიდგინე რომ ბორტზე შეგიძლია 350 კილო სასარგებლო ტვირთი დადო. ხოლო ამ რაღაცის ექსპლოატაცია იმ არსებულ ვერტმფრენების პარკზე გაცილებით იაფი გამოვა. იმიტომ რომ ავტონომიურად უნდა იფრინოს. ანუ მფრინავის ჩართულობა არაა საჭირო, უბრალოდ ფრენების მართვის ცენტრი იქნება შესაქმნელი, სადაც ანალოგიურ აპარატებზე კონტროლი იქნებოდა. ფრენა ისედაც ასედაც ავტონომიურად უნდა იყოს, ანუ ოპერატორების გარეშე. მორიგე ოპერატორი იქნება რომელიც საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ბორტზე ჩაერთვება.
გარდა ამისა თუ კი ასეთნაირად მოწყობილ აპარატს გააკეთებ უფრო დიდს. შეგიძლია უკვე სამედიცინო და სამაშველო დანიშნულებით გამოიყენო. იმავე მაღალმთიანეთიდან ან ძნელად მისადგომი ადგილებიდან. ან გინდაც ავარიის ადგილიდან, მძიმე დაშავებულის წასაყვანად გექნება ვთქვათ მოდული სადაც პაციენტი და მაქსიმუმ 2 მედდა იჯდება. ხოლო აპრატი ავტონომიურად მივა დანიშნულების ადგილამდე.
ხანძრების პრევენციაზე ხომ უკვე მაქვს ვიდეოშიც განხილვები.
ფართო მასშტაბის ტერიტორიების შეწამლვაც თემაა.. რავი გამოყენებადია მგონი თემა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62570972
· 27 Apr 2026, 01:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეგ ჰო,მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერა მართლაც საშური საქმეა.მე პირადად დიდი ხანია ვიძახი,რომ აუცილებელია ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ქსელების გაყვანა მთებში.საბერძნეთში ვნახე ერთხელ "კბილანებიანი რიკინიგზა",თვალებს ვერ დავუჯერე ისეთ ადგილებზე დადის...მაგრამ ეს არ გამორიცხავს დრონების გამოყენებას თავისთავად.
სამოქალაქო...რაც გაქვს ვიდეოში ნათქვამი კარგია.მე პირადად მიტრიალებდა თავში მიწაზე მოძრავი დრონის შექმნის აზრი სუფთა გამოყენებითი მოსაზრებით.მასზე მუშაობა არ დამიწყია ათას მიზეზთა გამო,მაგრამ შეიძლება მოვიცალო როდესმე ისევე,როგორც მსუბუქ თვითმფრინავით საფრენად :) თან არ ვიცნობ ავიატექნიკას,მხოლოდ შორიდან ვხედავ.არ მქონია მათთან შეხება.თორე თეორიულად მომსვლია აზრად ვთქვათ მოტოდელტაპლანის გამოყენება რაღაცეების გადასაზიდად თუ გარემოზე სათვალთვალოდ.
რობოტების გამოყენებას ფორუმზე რეგისტრაციის მომეტიდან ვემხრობოდი,მაგრამ ნორმალური კავშირის უზრუნვლეყოფა იყო დიდი პრობელმა.
ჰო,ეს მიწისზედა რობოტ დრონები არსებობენ სამოქალაქოც.ვხედავ რეკლამებს.ძირითადად თივის სათიბი ვთქვათ.ერთხელ კითხულობდა ვიღაცა შეიძლებოდა თუ არა კვადროციკლის თუ მინიტრაქტორის მართვა დისტანციურად...მსგავსი აზრები მეც მომსვლია.ბოლო ბოლო ვხედავთ ეგერ უკრაინა-რუსეთის ომში იყენებენ სხვა და სხვა დანიშნულებით იქნება ეს მომარაგება,დაჭრიელბის გაყვანა თუ საცეცხლე მხარდაჭერა.ახლა გაOFFება გამომდის.აქაც რიგი სირთულეები იჩენს თავს.ერთია თავად რომ გრძნობს გზის პროფილს,მეორე როცა სადღაც შორს ზიხარ და უბრალოდ ხედავ გზას.
მოკლედ როგორც ჩანს რიხინ რიხინით შევვარდით ჩიხში...საჭიროა აწყობა,გამოცდა,გასინჯვა,დაკვირვება და ყველაფერი ამისათვის სათანადო მხარდაჭერა...მითუმეტეს თითქმის არაფერს ვაწარმოებთ თავად.
მოკლედ როგორ მწყდება გული,რომ ტექნიკური წრეები ჩაკლეს...ისედაც ხომ არ ყვაოდა კომუნისტების დროს ჩვენთან.მერე საერთოდ გააქრეს როგორც ყველაფერი სხვა სასიკეთო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
zzz77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4288
წევრი No.: 141217
რეგისტრ.: 6-January 12
#62571362
· 27 Apr 2026, 17:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
L195T2 ან L159 alka როგორც მსუბუქი მოიერიშე კარგი იქნებოდა. კი რუსეთთან დაპირისპირებისას ნული ექნება ფასი. მაგრამ რადარის და დასავლური იარაღის გამოყენებით არ დადებს ცუდ შედეგს სეპარატისტების წინააღმდეგ. თან მიზერი ღირს,შედარებით მიზერი თანხა ჯდება ფრენის საათები და სუ25 ზე გაცილებით ტექნოლოგიურია. დრონების ეპოქაში შეიძლება არქაულად ჩანდეს ამას რომ ვამბობ,მაგრამ ხანდახან წერტილოვანი მძლავრი დარტყმებიც ეფექტურია.
* * *
აზერბაიჯანმა იყიდა M346FA და ეს იმას ნიშნავს რომ ავიაციაზე უარს არ ამბობენ,მიუხედავად იმისა რომ ჩვენზე მეტად აქვთ განვითარებული უპილოტო დამრტყმელი სისტემები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62571421
· 27 Apr 2026, 18:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
ეგ ჰო,მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერა მართლაც საშური საქმეა.მე პირადად დიდი ხანია ვიძახი,რომ აუცილებელია ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ქსელების გაყვანა მთებში.საბერძნეთში ვნახე ერთხელ "კბილანებიანი რიკინიგზა",თვალებს ვერ დავუჯერე ისეთ ადგილებზე დადის...მაგრამ ეს არ გამორიცხავს დრონების გამოყენებას თავისთავად.
დიდთოვლიანი და ზვავ საშიში გარემო გვაქვს. საბერძნეთი არაა ასეთ ზონაში. აქ ერთი თუ დაითოვლა ნოემბერში და მერე ზვავი ჩამოწვა, მანდ უკვე გაზაფხულამდე ვეღარ მიხვალ. ამიტომ არაა ეგეთი ტექნოლოგიები მთებში გაკეთებული, ან სულ გალერეები უნდა აკეთო გვირაბებტან ერთად და ისე ძვირი გამოვა ყველაფერი რომ ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარს შეჭამს. ეს დრონი კიდე გინდა არ გინდა მარტივია უფრო. ერთი ხელის გული მოედანი იქ, ერთი ხელისგული მოედანი აქ. პლიუს რკინიგზა მვა მაქსიმუმ რომელიმე დაბამდე. ამ დრონს ნებისმიერ სოფლამდე მიიყვან.
QUOTE
.მე პირადად მიტრიალებდა თავში მიწაზე მოძრავი დრონის შექმნის აზრი სუფთა გამოყენებითი მოსაზრებით.
დანიშნულება?
მე ჰიბრიდული აპარატის იდეა მქონდა. ნუ ახლა ჰიბრიდული რა გაგებით, ბაღი მაქვს ნუშის. ხო და ხშირად დამჭირდა ტრაქტორის დაქირავება რომლითაც წყალი მოვიტანე და ძირები მოვრწყე. წარმოიდგინე სიტუაცია, ძველი დიზელის ძრავიანი ბელარუსი. რომელსაც 3 ტონიანი ავზი უბია მირახრახებს წინ და ჩერდება ალაგალაგ. უკან ორი ადამიანი მივყვებით შლანგებით და ვასხავთ ძირებზე წყალს. ხო და მანდ რომ მქონოდა ეგ ჰიბრიდი, ანუ დისტანციურად მართვადი აპარატი, რომელსაც მძღოლი არ ეყოლებოდა, უკნიდან წარვმართავდი ასე ვთქვათ, გაცილებით იაფი დამიჯდებოდა ეგ პროცესითქო :D
მაგრამ რაც არ უნდა იყოს ავტონომიურს ვერც ვენახში ვერც ბაღში კონტროლის გარეშე მაინც ვერ შევუშვებ. ლომის წილით გადაჯეგავს იქაურობას.
QUOTE
ძირითადად თივის სათიბი ვთქვათ
მეც მინდოდა მაგის ყიდვა, ეგ დრონი არაა მართვადი აპარატია, დისტანციურად უნდა მართო ჯოისტიკით.
QUOTE
მოკლედ როგორ მწყდება გული,რომ ტექნიკური წრეები ჩაკლეს...ისედაც ხომ არ ყვაოდა კომუნისტების დროს ჩვენთან.მერე საერთოდ გააქრეს როგორც ყველაფერი სხვა სასიკეთო
როგორ არ ყვაოდა ვინ გითხრა? უამრვი წრე იყო სადაც ბავშვობიდან გადიოდნენ მომზადებას ხალხი, უამრავი ინჟინერი გამოიზარდა ჯერ კიდევ სკოლის დროს. ავია მოდელიზმი და საერტოდ მოდელიზმი იყო თემაში. პლიუს ე.წ. დოსააფიც მუშაობდა, სადაც ავტოსპორტიც იყო და ავიასპორტიც. კი მძიმე კითხვის ნიშნით, იმიტომ რომ იმპერიული დანშNულება ქონდა ტემას. მაგრამ განვითარება უნდოდა ამას და არა დანგრევა.
შემდეგ ძმაო, ის იმპერია დაიქცა და ჩვენ ნაცვლად ჩვენივე ინიციატივიტ განვითარებისა და ქვეყნის აშენებისა, ევროკოლხოზში გაერთიანების ინიციატივები დაივიწყეთ. 1000 აბდაუბდა ზღაპარი დავიჯერეთ ნატოზე და ევროკოლხოზზე. ხო და იმათმა კიდე ნომერი პირველი რაც დაავალეს ჯერ კიდევ ედიკას, აქაური მრეწველობის, ტექნიკური განათლების და საერთდ განათლების, პლიუს კიდე სოფლის მეურნეობის განვითარების მოსპობა იყო. ევროკოლხოზის მოტივი იყო ის რომ ჩვენი სედარებით უფრო ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქცია კონკურენციაში არ შესულიყო იმათ ნაწარმთან. 2 წლის უკან ფაფახასაც წამოცდა რომ ევროკოლხოზშ გაერთიანების შემთხვევაში ღვინის სექტორი უნდა ჩამოგვეშალოსო. ხო და აგერ ძმაო, დაგეგმეს ახალი რეფორმა რომლითაც იმ ძლივს გადარჩენილ სოფლის მეურნეობას მთლიანად მოკლავენ. იმიტომ რომ ევროკოლხოზნიკებმა დაავალეს.
ამერიკელებს კიდევ მოტივაციები ბევრი ქონდათ. აქ დერეფნის იქეთ არვის არფერი არ აინტერესებდათ. ამერიკელებს თავისი ფროჭი ეწვოდათ. 31 ქარხანაში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს სიტუაცია, ამერიკული დელეგაცია რომ მოეთრა ედიკას პერიოდი იყო, 99 თუ 2000 წელი. ხო და იმ წუთიდან ხელფასები ხო გაიყინა და მოგვეკითხა პატრონი. მოტივაცია იყო ის რომ თქვენი პროდუქცია ირანში რო მოხვდეს დაგვენძრევაო, ამიტომაც თქვენს კონტროლს თქვენი არ არსბობა გვირჩევნიაო. ხო და... ნელნელა ნაბიჯნაბიჯ პანტიკო თორდიამ გაასუხარა თელი საავიაციო მრეწველობისთვის საჭრო როგორც აპარატურა, ისე საკმაოდ მსხვილი მარაგები. მერე მიშას უნდოდა ამ ქარხნის გაყიდვა, ბენდუქიძე მიუსიეს თემას. ხო და საბოლოოდ ისევ პანტიკო თორდიამ იყიდა ნაწილობრივ. მერე დელტა შეუგზავნეს. როელმაც ასე ვთქვათ თავისი წილი წაიღო. შედეგად დღეს 3 სათავადო ბატონობს ყოფილ 31 ქარხანაში. საამქრო საამქროდ დაინაწილეს და ლამის ღობეები გაავლეს ჩემია შენიას თემით. სუ-25 ის მრეწველობა ხო საბოლოოდ მოკლეს, რემონტებს ძლივს აკეთებენ. ახალი რამე გააკეთონ შანსი არ დატოვეს, იმიტომ რომ მიშას დროიდან სახელმწიფო პოლიტიკით მანდ გროშებს უხდიან ყველა კონსტრუქტორს. რის გამოც წესიერი მანდ არავინ დარჩა. ახლად მისული სტუდენტები და კურს დამთავრებულები მისვლიდან მაქსიმუმ 3 წელში გარბიან უკან მოუხედავად.
სამაგიეროდ ამერიკის ინტერესი გავატარეთ.
ჩემი პროექტიც მაგიტომ შეჩერდა. მართლა არ ვიცი ვის მივმართო. რომც მივმართო ზუსტად ვიცი რომ ნაგავსი მოისვრიან. იმიტომ რომ... დასავლეთიდან გვადევბს განვითარების ემბარგო. პირადად მაქვს საკუთარ ტყავზე ეგეთები გამოცდილი თან.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
არსენალი
|
იქით
»
Pages:
(93)
« პირველი
...
87
88
[89]
90
91
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1017 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.