Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
არსენალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(93)
« პირველი
...
88
89
[90]
91
92
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ავიაცია - 20
, ყველაფერი რაც დაფრინავს
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62571671
· 27 Apr 2026, 21:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შემდეგ ძმაო, ის იმპერია დაიქცა და ჩვენ ნაცვლად ჩვენივე ინიციატივიტ განვითარებისა და ქვეყნის აშენებისა, ევროკოლხოზში გაერთიანების ინიციატივები დაივიწყეთ. 1000 აბდაუბდა ზღაპარი დავიჯერეთ ნატოზე და ევროკოლხოზზე.
:yes: :yes: :yes:
აი აგაშენა ღმერთმა!შიგნიდან ვიცნობ ამ "ევროკოლხოზს",ვხედავ შიგნით ვის როგორ ექცევიან და რა და როგორ ხდება.არაერთხელ გამიკრიტიკებია ეს მიდგომა და დაიწყო ეგრევე "შენ მანდ კარგს ჭამ და კარგს სვამ" და გინებები...თურმე თუ ევროკავშირში შევალთ 3-5000 ევრო გვექნება ხელფასი(პოლიტგანყში წავიკითხე გუშინ)!30 წლის წინა წაკითხულს ახლა ვგებულობ თანდათან.თურმე რაღაც ინფორმაციის ფლობა არ კმარა მის გასათავისებლად.საერთოდ ჩვენი მძიმე წარსული კიდევ დიდ ხანს გაგვყვება აჩრდილივით და მეეჭვება ამას 40 წელმა უშველოს.ჯერ არ ყოფილა არასდროს მასეთი გამოცდილება კომუნისტების გარემოში თაობების გაზრდა და მერე ერთ დღეს სხვა წესწყობაზე გადასვლა.ეს რომანტიკული მოლოდინები ამ კეთილ და კაცთმოყვარე დასავლელებზე კიდევ დიდ ხანს გაგვყვება.ამ რომანტიკას შეეწირენ თვითმფრინავის ბიჭები".ამ თემას საეთოდ ვარიდებ ხოლმე თავს.მაინც ვერ გაიგებს ვერავინ და ტყუილად გინებები უნდა ვისმინო.
QUOTE
დიდთოვლიანი და ზვავ საშიში გარემო გვაქვს. საბერძნეთი არაა ასეთ ზონაში. აქ ერთი თუ დაითოვლა ნოემბერში და მერე ზვავი ჩამოწვა, მანდ უკვე გაზაფხულამდე ვეღარ მიხვალ. ამიტომ არაა ეგეთი ტექნოლოგიები მთებში გაკეთებული, ან სულ გალერეები უნდა აკეთო გვირაბებტან ერთად და ისე ძვირი გამოვა ყველაფერი რომ ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარს შეჭამს.
კი ბატონო :yes: მამაჩემი იყო რკინიგზელი,მეც მიმუშავია რკინიგზაზე.სწორი ორგანიზების შემთხვევაში თოვლის ზვავები და დიდთოვლობა არაა რაღაც სერიოზული ზღუდე.მაგას სწრაფად მოევლება.შვეიცარიაში არ მინახავს პირადად მსგავსი მიმოსვლის სისტემა.საბერძნეთში კი ბატონო,კლდეშია გამოჭრილი ერთგვარი გალერეები სადაც საჭიროა.არის გვირაბებიც.ზღვისპირიდან სათხილამურო კურორტზე დადის ეს მატარებელი.თავის დროზე ხარილაო ტრიკუპიმ(საბერძნეთის პრემიერმინისტრი მაშინდელი,ძალიან წინდახედული კაცი) ადგილის გასავითარებლად და ქალაქ პატრასთან(მაშინდელი სამრეწველო ცენტრი) დასაკავშირებლად შექმნა.ვერანაირი დრონი ვერ შეედრება ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო ხაზს.მისი შენახვაც ბევრად უფრო იაფი დაჯდება ვიდრე ჩვეულებრივი და თან ასეთი გეგმები გათვლილია დიდ დროის მანძილზე.სამაგიეროდ ნებისმიერ ბინადარს ჩვენი მთიანი რეგიონებიდან შეეძლება სწრაფად ჩამოსვლა-ასვლა ბარში გასაყიდი თუ საყიდის აქონელით.+ ამას საბერძნეთში "კბილანებიანი" რკინიგზა ტურისტული გასართობიცაა და დამსახურებულადაც.გავა OFF-ეთ მწარედ.
QUOTE
დისტანციურად მართვადი აპარატი, რომელსაც მძღოლი არ ეყოლებოდა, უკნიდან წარვმართავდი ასე ვთქვათ, გაცილებით იაფი დამიჯდებოდა ეგ პროცესითქო
მაგრამ რაც არ უნდა იყოს ავტონომიურს ვერც ვენახში ვერც ბაღში კონტროლის გარეშე მაინც ვერ შევუშვებ. ლომის წილით გადაჯეგავს იქაურობას.
სრულაიდ ავტონომიური რობოტის შექმნა შეიძლება ჩემი აზრით.შეიძლება ამან იმუშაოს მხოლოდ მოცემულ ნაკვეთში,ან ნაკვეთებში.მიფიქრია ამაზე.თუმცა სხვაა ჩემი ნაფიქრი,სულ სხვა ვინმე მცოდნის.უბრალოდ საინტერესო გამოწვევაა,ერთგვარი ჰობი ვთქვათ.
ჯოისტიკით დისტანციური მართვაც სულაც არაა ურიგო გამოსავალი სხვათა შორის(სიბერეც წამოგვეწევა).კი,კარგია სრულიად ავტონომიურად მიყვეს რობოტი და მორწყოს ხეები.თან ხეები როცა რიგშია დარგული მოცემულ მანძილზე,ბევრად მარტივდება ამოცანა.მე ვფიქრობდი სიმინდის კულტივატორზე.სიმინდი დაითესება რიგში(თავისი სტანდარტი და წესი აქვს) და წავიდა.მაგრამ ერთია ბრტყელ პროფილზე მუშაობა,მეორე უსწორმასწორეზე.მაგრამ საინტერესო ამოცანაა :)
ეგაა რა...არის ამოცანა და ვინც გადაწყვეტს...აი როცა გადაწყვეტილ და წარმატებულ ამოცანას წარადგენ ვთქვათ,მაშინ იცვლება მიდგომებიც :) არსებობს "ობიექტური პერსპექტივა" და არსებობს "აღქმითი პერსპეტქივა".დიდი სხვაობაა მათ შორის.შეიძლება რაღაც სასწაული პროექტი გქონდეს,მაგრამ არავინ არ შეხედოს და არც კი დაინტერესდეს რა წერია შიგ.ადამიანი კომფორმისტია მაინც ;) აი რომ დაინახონ უკვე მოქმედი და წარმატებული ერთეული,მერე ნახე :)
This post has been edited by
mamukasokhumeli
on 27 Apr 2026, 22:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gugusha-l
Crazy Member
ჯგუფი: Members
gugusha-l
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2017
წევრი No.: 78883
რეგისტრ.: 16-December 08
#62572113
· 28 Apr 2026, 10:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(pilo772 @ 24 Apr 2026, 13:22 )
gugusha-l
QUOTE
ისე საინტერესო ამბავია. რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეყლი. ან ძალიან ცოტა ქართველს აინტერესებს ავიაციის თემა ან კონტენტის ფორმა არ არის ისეთი რომ დაჯდეს და უყუროს. ან თემები შეიძლება იყოს არასწორად შერჩეული ან იუთუბის ალგორითმების გაუთვალისწინებლობა
ავიაცია ბევრს რომ არ აინტერესებს ისედაც ვიცი, მაგრამ შენ თუ ნახე ეგ ფილმი? როგორი კონტენტია?
თეორიულად ავიაცია უფრო მეტს აინტერესებს ვიდრე 500-600 კაცია. ნუ სხვადასხვა დონის "სიღრმეებით" აინტერესებ და ეგ გრადაციას იძლევა.
რაც შეეხება ბოლო ვიდეოს დავიწყე ყურება პირველი დრო ვუყურებდი ყურადღებით . მერე რაAღცაზე გადავერთე.
ხო კიდე ზოგადად არ ვიცი ანუ ვერ დავასახელებ მაგრამ ჩემი გადმოსახედიდათ თითქოს რაღაც აკლია არხს ვიდეოებს. მარილი :) რომ შევადარო მაგალითად რომელიმე ავიასმოტრს. პირობითად ის ვიდეოები უფრო კარგად მიდის საყურრებლად ვიდრე ესენი.
კონკრეტულად რომ კითხო რაო ვერ გეტყვი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14048
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62572122
· 28 Apr 2026, 10:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gugusha-l
QUOTE
ხო კიდე ზოგადად არ ვიცი ანუ ვერ დავასახელებ მაგრამ ჩემი გადმოსახედიდათ თითქოს რაღაც აკლია არხს ვიდეოებს. მარილი რომ შევადარო მაგალითად რომელიმე ავიასმოტრს. პირობითად ის ვიდეოები უფრო კარგად მიდის საყურრებლად ვიდრე ესენი.
კონკრეტულად რომ კითხო რაო ვერ გეტყვი.
აი ეგ მარილი მაპოვნინე :)
მე უბრალო ინჟინერი ვარ, ერთგვარი ჰობი მაქვს ეს ვიდეოების კეთება. ამით არც ფული გამომუსავდება არც არაფერი, უბრალოდ ვიღებ ინფორმაციას და გარკვეულ წილად გადმოვცემ.
არც ფილოლოგიური განათლება მაქვს არც ჟუნრალისტური რომ რამე ისეთი გამოვიდეს... არც კიდე გუნდი მუშაობს ჩემთან ერთად რამე მსგავსის შესაქმნელად. პაწა ხელოვნური ძმაკაცები წამემატნენ თემაში და ვიზუალიზაციის გარკვეული ნაწილი იმათი დამსახურებაა.
გემოვნების საკითხიცაა.
მაგრამ ჩემს საახლობლო წრეში 100 ადამიანიდან მაქსიმუმ 20 ვიცი რომ ავიაცია აინტერესებთ. დანარჩენს ბოდიში და სულ ქინძზე კიდიათ ფრთები აქვს თუ დაღოღავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62572664
· 28 Apr 2026, 18:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰო,როგორც ვუკვირდები იგივე უკრაინა-რუსეთის ომს,მზვერავი დრონებით იწყება ყველაფერი.მზვერავი დრონები პოულობენ სამიზნეებს,ახდენენ საზარბაზნე ცეცხლის შესწორებას,შედეგების გადაცემას და ა.შ. ჯერ კიდევ მაშინ,როცა ჩვენ დავიწყეთ მზვერავი დრონების გამოყენება,ვიფიქრე,რომ ახლავეა საჭირო მუშაობის დაწყება მტრის სადაზვერვო დრონების წინააღმდეგ მეთქი.ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.საერთოდ ეს დრონების საკითხი კიდევ ბევრ ამოცანებს მოიტანს თანდათან და ისინი წინასწარ უნდა გავთვალოთ.
მოკლედ: საჭიროა მუშაობის დაწყება და ჩართვა რიგი დარგების მცოდნეების.სიტყვაზე ერთია ჩემი წარმოდგენა რა შეუძლია და სადაა ზღვარი ამა თუ იმ რადიოელექტრონული,ოპტიკური და ა.შ> ხელსაწყოს შესაძლებლობების ზღვარი,ანდა ამა თუ იმ ჩიპის ვთქვათ.შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო რაღაც ზერთული და ძვირი ჩიპების გამოყენება მაინც და მაინც.სხვა საკითხია ახლა მთელი კომპიუტერი რომ ჩადგა შიგ,მისი შესაძლებლობები ფართე იქნება :D ცნობოსმოყვარეობის დონეზე დავინტერესდი ჩიპებით ერთ დროს,შეიძლება თუ არა მათი ხელმეორედ დაპროგრამება და როგორ და ა.შ. თან მე პირადად არ ვიცი სიტყვაზე როგორი ალგორითმი დასჭირდება ამა თუ იმ პროექტს და როგორი ჩიპი შესაბამისად.მუშაობის პროცესი და გამოცდილება ბევრ რამეს გამოავლენს,რასაც თეორიულად ვერ გათვლი ადამიანი."მე არ ვიცი" ან "მე არ შემიძლია" არ ნიშნავს რომ შეუძლებელია.არა და ასეთი მიდგონა ძალიან გავრცელებულია.არ შეუძლია,არ იცის და ეგრევე დასკვნა "არ გამოვა","შეუძლებელია"
This post has been edited by
mamukasokhumeli
on 28 Apr 2026, 18:35
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RedShark
Super Crazy Member ++
ჯგუფი: co-Moderators
RedShark
Super Crazy Member ++
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 20065
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15
#62573830
· 29 Apr 2026, 04:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
მაინეტრესებს რამდებნადაა შესაძლებელი ამ ხარახურების ჩახშობა ზემოდან.ესეიგი ჩამხშობი მუშაობდეს არა დედამიწის ზედაპირიდან,არამედ რაღაც სიმაღლიდან.ლოგიკით სანავიგაციო სიგნალის ჩახშობა უფრო ადვილი უნდა იყოს ჩემი აზრით.
ლოგიკა სწორია (ქვემოდან დამცავი ეკრანები და ფილტრები აქვს დრონების GPS/GLONASS/GALILEO - ს მიმღებ ანტენებს.. ამიტომ გაცილებით დიდი შანსია ზემოდან ჩახშობის) და გაკეთებაც სრულიად შესაძლებელია, მაგრამ იქნება იმდენად ეფექტური რომ ამაზე რესურსების ხარჯვა ღირდეს?... მხოლოდ თანამგზავრული სიგნალების ჩახშობით სიზუსტეს აურევ და სამიზნე ობიექტს დიდი ალბათობით ვეღარ მოხვდება, მაგრამ თანამგზავრული ნავიგაციის გარდა ბორტზე როგორც მინიმუმ INS - იც არის... და თუ ვთქვათ თბილისში უმიზნებდნენ რამეს, იმ კონკრეტულ ობიექტს შეიძლება ვეღარ მოხვდეს, მაგრამ თბილისში ნამდვილად შემოფრინდება და ნებისმიერ რენდომ შენობას შეიძლება შეასკდეს...
და თუ რამე შაჰედზე უფრო "ნავაროჩენნი" დრონია, INS - ის გარდა ბორტზე შეიძლება TERCOM/DSMAC ან როგორც მინიმუმ კამერა და მანქანური ხედვის სისტემა ჰქონდეს... ამ შემთხვევაში მსგავსი ძვირადღირებული ჯამერის გამოყენება ფაქტიურად აზრს კარგავს...
ჩემი აზრით, რაც შეეხება დრონების განეიტრალებას, ჯობია რესურსები მთლიანად აღმოჩენა-ჩამოგდებაზე მიიმართოს....
This post has been edited by
RedShark
on 29 Apr 2026, 04:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62574498
· 29 Apr 2026, 19:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვააააახ...ამეშალა ახლა საღერღელი :D არა და ვიყავი ჩემთვის მშვიდად :D :D :D წარმოვიდგინე ისევ
pilo772
-ს ვარიანტი,თვითმფრინავის მსგავსი დრონი ვთქვათ დაფრინავს სადღაც რაღაც სიმაღლეზე,მოცემულ სივრცეში შეიარაღებული ტყვიამფრქვევით.ვთქვათ შეამჩნია იგივე "შახედი" და ამოიცნო კიდეც.მიიღო თავად დამოუკიდებლად გადაწყვეტილება იერიშის,ანდა ოპერატომა მისცა ბრძანება იერიშის.შემდეგ რა ხდება?თუ სწორად გავიგე იმ ვიდეოში ნათქვამი,ტყვიამფრქვევი ისვირის მისი მატარებელის კურსზე ხომ?ესეიგი თავად ანტიდრონი უნდა დადგეს საიერიშო კურსზე.ჰო და წარმოვიდგინოთ ახლა ეს სურათი.დრონი დ ანტიდრონი დაფრინავენ ერთ სიმაღლეზე ვთქვათ.ანტიდრონი უნდა გაუსწორდეს სამიზნეს ჰორიზონტალურ სიბრტყეზე. წარმოვიდგინოთ,რომ ეს ყველაფერი ხდება იდეალურ პირობებში და რამდენ ხანს მოუნდება ანტიდრონი ამ მანევრის განხორციელებას დამოუკიდებლად?გააჩნია მის საფრენოსნო თვისებებს და ოპტიკურ-ელექტრონულ და სანავიგაციო ხელსაწყოებს.რა თქმა უნდა პროგრამულ უზრუნველყოფასაც.
ახლა წარმოვიდგინოთ იგივე,ოღონდ ამ შემთხვევაში დრონი და ანტიდრონი მდებარეობენ სხვა და სხვა სიმაღლეზე და ვთქვათ ქრის ქარი,პირობები არაა იდეალური და ა.შ.მაშინ ანტიდრონს მოუწევს უკვე არა მხოლოდ ჰორიზონტალურ,ასევე ვერტიკალურ სიბრტყეში შესრულება საჭირო მანევრების,რომ დადგეს საიერიშო კურსზე.ჩემს ფანტაზიაში იხატება შემდეგი სურათი:მიფრინავს 'შახედი" და მის წინ თუ უკან ფარფატებს ჰაერში ანტიდრონი,რომელიც ცდილობს გაასწოროს საკუთარი კურსი და დადგეს საიერიშო კურსზე.ეს ყველაფერი მაშინ,როცა ანტიდრონი დამოუკიდებლად აკეთებს ყველაფერ ამას,ხოლო გამოცდილი ოპეატორი ამას უფრო ადვილად გართმევს თავს.კი,შეიძლება დამოუკიდებლადაც გააკეთოს იგივე წარმატებით,მაგრამ მაშინ უკვე ჩნდება მართლაც იმ არაერთხელ ნახსენები ძვირადღირებული "ჩიპების" საკითხი სათანადო პროგრამული უზრუნველყოფით და წავიდა ფასი კოსმოსში.თუ დრონების ხროვას გადაეყარა,მაშინ მიდი და სდიე ყველას სათითაოდ.ოღონდ "საკურსო" ტყვიამფრქვევის შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ტყვიამფრქვევის უკუცემის გათანაბრება,გაწონასწორება.აქვს ეს დადებითი.კი ბატონო.მაშინ ანტიდრონიც უფრო პატარა იქნება საჭირო.
ახლა მეორე ვარიანტი:ვთქვათ ანტიდრონი შეიარაღებულია ტყვიამფრქვევებით,ოღონდ ეს ტყვიამფრქვევი არის მოთავსებული ტურელზე...ანუ არაა ხისტად დამაგრებული და აქვს სროლის დიდი კუთხე სამივე კოორდინატში.ამ შემთხევაში მცირდება საჭირო მანევრების აუცილებლობა და გაადვილდება დამიზნება.თან როცა საქმე გაქ დრონების ხროვასთან,მაშინ შეიძლება ცეცხლის გადატანა სამიზნედან სამიზნეზე.ბუნებრივია გაიზრდება კონსტრუქციის წონა და მოთხოვნა ტვირთამწეობის მიმართ.
ბარემ გავიხსენოთ აქ მეორე მსოფლიო ომის საჰაერო ბრძოლების მაგალითებიც.ავიაგამანადგურებელის სამიზნე იყო ნაკლებად მანევრული ბომბდამშენიც და მანევრული მტრის ავიაგამანადგურებელი.ბუნებრივია მასაც ესაჭიროებოდა სიჩქარე და მანევრულობა.ბომბდამშენს არ ჰქონდა მასეთი მანევრულობა და ამიტომ ავიაგამანადგურენლების თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებდა ქვემეხებს ტურელებზე.ჩვენს შემთხვევაში ჯერ ჯერობით დრონები ვერ გამოირჩევიან მაღალმანევრულობითა და ვერც სისწრაფით დაიკვეხნიან.ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ვარიანტს შევარჩევთ ანტიდრონის მათთან საბრძოლველად,საკურსო ტყვიამფრქვევით თუ ტურელზე.ჯერ გასათვლელია სასარგებლო წონა,რომელიც უნდა ზიდოს ამ ანტიდრონმა,რა სიჩქარით და რა სიმაღლეზე უნდა იმოძრაოს,რა მენევრებზე და გადატვირთვაზე უნდა იყოს გათვლილი და რომ გვექნება მოცემულობები ხელში,მერე გახდება შესაძლებელი თავად ანტიდრონის კონსტრუქციაზე საუბარი.სხვა საკითხია სახელდახელოდ თუ ვცდილობთ რაიმე არსებული ტექნიკის მორგებას იმ ამოცანის შესრულებაზე,რომელზეც ის თავიდან არ იყო გათვლილი.მაშინ გავარკვევთ კლასიკური თვითმფრინავის,შვეულმფრენი თუ იმ კომბინირებული (გამწევი და შვეულად ასაფრენი ხრახნები რომ აქ ერთად) ვარიანტი გამოდგება უფრო.
ამას იქეთ უკვე ჩნდება სხვა წვრილმანებიც.სროლის დროს გამოწვეული ვიბრაციის ზემოქმედება ოპტიკურ ხელსაწყოებზე(აგერ სიტყვაზე როგორ კანკალებდა გამოსახულება ძრავის ვიბრაციით "ჩვენს" სადაზვერვო დრონზე).
ჩამოყალიბებულ და სისტემაში მოყვანილ გეგმას გამოუჩნდება აუცილებლად დაინტერსებული და განმხორციელებელიც,რომ შესაძლებელი იყოს კოოპერირებაზე საუბარი.მაგრამ მაქამდე გრძელი გზაა ჯერ კიდევ.ახლა ჩვენს მეოცნებეობას არავინ აღიქვამს სეროზულად რა თქმა უნდა.
This post has been edited by
mamukasokhumeli
on 29 Apr 2026, 19:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14048
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62574606
· 29 Apr 2026, 20:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
რთულად ხატავ სიტუაციას. თუ კი ვთქვათ ტურელს დავაყენებ ანტიდრონზე მაშინ მომიწევს არა 1940 წლის გამანადგურებლის პარამეტრების აპარტის გაკეტება, რომლის ასაფრენი წონა არა უმეტეს 2.5 ტონაა და სიჩქარე კიდევ 450კმ/სთ. არამედ დაახლოებით პე-2 ის მასაგაბარიტის მქონე აპარატის გაკეთება. მანდაც მაქსიმუმ შეგიძლია დააყენო 1 ტურელი შეწყვილებული ტყვიამფრქვევით.
და რატომ გინდა ტურელის დაყენება?
ფრენის დინამიკიდან გამომდინარე გადამტაც პოზიციაზე მყოფი ანტიდრონისთვის, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ლარივით სწორი კურსით მიმავალი ობიექტის გადატაცება. ერთია რომ თუ შაჰედი იქნება მაღალ სიმაღლეზე ვიდრე ანტიდრონი, მაგას დასჭირდება დრო რომ საჭრო სიმაღლეზე და დისტანციაზე დადგეს. დანარჩენი იმავე სიმაღლეზე ან მაღლა მყოფი ანტიდრონი... და საერთოდაც ეს ანტიდრონები მაღლა უნდა იყვნენ მუდამ ვიდრე დრონები, თავისუფლად წავლენ იერიშზე. არც პიკირებაა პრობლემა, არც პილოტაჟის ჩატარება.
საკურსო იარაღი გჭირდება გარნტირებულად.
ერთი ვერსია ისიც განვიხილეთ რომ გარდა 12.7 კალიბრისა ზედ 23მმ კალიბრის ქვემეხი დაგვეყენებინა იმავე დაჯავშნული ვერტმფრენების წინააღმდეგ. ხო რა თქმა უნდა მისი მასაც იზრდებოდა შესაბამისად.
განსხვავებით იმავე მფრინავიანი ვერსიის აპარატისა, ამ შემთხვევაში მანქანას თუ ელექტრონიკა გაგიქაჩავს თუ გინდა 12ჟ მიეცი გადატვირთვა. ანუ ზე მანევრული გააკეთე თუ გინდა. გონებას არავინ დაკარგავს მის ბორტზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62575136
· 30 Apr 2026, 02:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pilo772
ავიატორი შენა ხარ და უკეთ იცი.მე ზოგადი წარმოდგენა მაქ ავიაციაზე,როგორც ვთქვი არაერთხელ.
გასაგებია რაც უფრო მეტია ჭურვის თუ ტყვიის განივკვეთი,მით უფრო დააზიანებს სამიზნეს.აგერ უკრაინა-რუსეთის ომში სამოქალაქო მსუბუქ თვითმფრინავში იჯდნენ ორნი პილოტი და მსროლელი(ნანახი გექნება) და მსროლელი ღია კაბინიდან ესროდა დრონებს ავტომატს :) არ ვიცი ახლა 'შახედისთანა" კამეჩის ჩამოსაგდებად კმარა თუ არა 5.45 მმ.კალიბრზეც ბევრი რამაა დამოკიდებული:წონა,უკუცემა,ვაზნების მარაგი და ა.შ.ყოველ შემთხვევაში რაც უფრო მსუბუქი იქნება ანტიდრონი,მით უკეთესი ჩემი აზრით.თორე ეგრე შეიძლება აიღო რომელიმე ძველი თვითმფრინავის ნახაზები და გაიმეორო,რომლებმაც შეიძლება 23 მმ ქვემეხიც ატარონ.
QUOTE
და რატომ გინდა ტურელის დაყენება?
ტურელის დაყენება მომივიდა აზრად იმიტომ,რომ
QUOTE
აქვს სროლის დიდი კუთხე სამივე კოორდინატში.ამ შემთხევაში მცირდება საჭირო მანევრების აუცილებლობა და გაადვილდება დამიზნება.თან როცა საქმე გაქ დრონების ხროვასთან,მაშინ შეიძლება ცეცხლის გადატანა სამიზნედან სამიზნეზე
იქვე:
QUOTE
ბუნებრივია გაიზრდება კონსტრუქციის წონა და მოთხოვნა ტვირთამწეობის მიმართ.
მითუმეტეს თუ საუბარი იქნება 12.7,ან საერთოდ 23მმ-ზე...მაშინ ტურელი გასაგებია რა მახინაც გამოვა.მაგრამ 7.65 არა მგონია მძიმე გამოვიდეს.
QUOTE
დაახლოებით პე-2 ის მასაგაბარიტის მქონე აპარატი
Пе 2 იყო პიკირებადი ბომბდამშენი,რომელსდაც შეეძლო 2 ნახევარ ტონიანი ბომბის წაღება...აასეთი ტვირთით რომ შეხვალ პიკირებაზე და მერე იქედან უნდა გამოხვიდე,რა სიმძლავრის ძრავები დასჭირდებოდა და რას იწონიდნენ ისინი?და ა.შ. ახლა ერთ ტილიან ტურელს ამდენი რიღასთვის უნდა?
ახლა ჩემსაზე კია რ ვდგევარ ჯიუტად გინდა თუ არა ასე და არა ისე მეთქი.ვმსჯელობთ.ვიმსჯელოთ რომელი აჯობებს რომ გამოვიდეს მარტივი და შედეგიანი კონსტრუქცია.
ახლა თუ ანტიდრონი დიდ ხანს უნდა იყოს ჰაერში მორიგეობაზე(მითუმეტეს რამდენიმე),მაშინ დგება მისი საექსპლუატაციო ხარჯის საკითხიც...მეორე მსოფლიო ომის დროინდელი,თუნდაც 1940 წლის დროინდელი ავიაგამანდგურებლები...
Supermarine Spitfire Mk.I/Mk.V и Hawker Hurricane
Messerschmitt Bf 109E
МиГ-1,Як-1, ЛаГГ-3,И-153 «Чайка»
Curtiss P-40 Warhawk,Bell P-39 Airacobra
Mitsubishi A6M Zero...
ახლა დაწვრილებით ვერ ვერკვევი მათ მახასიათებლებში,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ არ იქნება იაფი არც მათი(მათი მსგავსების) აგება,ფრენა და ტექნიკური მომსახურება.თან წინ უნდა გავიხედოთ.საბრძლო მქომედებები არ დგანან უძრავად და ყოველ გამოწვევას სწრაფად პასუხობენ მხარეები.აი ვთქვათ ვხედავ ჩემს დრონებს აგდებს მტრის ანტიდრონი,რომელიც აგებულია რომელიღაცა დროის თვითმფრინავის მსგავსად თუ მიხედვით.რას გავაკეთებ?გავუშვებ დრონებთან ერთად ანტიდრონის საწინააღმდეგო ანტიდრონს(ასეთს "მუხლზე" ააწყობს სწარფად),რომელიც მას კოხტად და ლამაზად ჩამოაგდებს შორი მანძილიდან და საამისოდ შეიძლება ერთი ტილიანი "მანპადის" წაღების უნარი იქნეს სრულიად საკმარისი.ზარალი კი იქნება სერიოზული.ჩამოგდებული ანტიდრონი თავისი ჩიპებით და ა.შ. მეურნეობით,რომელიც იაფი არ ჯდება და ვერც დიდი რაოდენობით დაშტამპავ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14048
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62575253
· 30 Apr 2026, 10:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
ავიატორი შენა ხარ და უკეთ იცი.მე ზოგადი წარმოდგენა მაქ ავიაციაზე,როგორც ვთქვი არაერთხელ.
გასაგებია რაც უფრო მეტია ჭურვის თუ ტყვიის განივკვეთი,მით უფრო დააზიანებს სამიზნეს.აგერ უკრაინა-რუსეთის ომში სამოქალაქო მსუბუქ თვითმფრინავში იჯდნენ ორნი პილოტი და მსროლელი(ნანახი გექნება) და მსროლელი ღია კაბინიდან ესროდა დრონებს ავტომატს არ ვიცი ახლა 'შახედისთანა" კამეჩის ჩამოსაგდებად კმარა თუ არა 5.45 მმ.კალიბრზეც ბევრი რამაა დამოკიდებული:წონა,უკუცემა,ვაზნების მარაგი და ა.შ.ყოველ შემთხვევაში რაც უფრო მსუბუქი იქნება ანტიდრონი,მით უკეთესი ჩემი აზრით.თორე ეგრე შეიძლება აიღო რომელიმე ძველი თვითმფრინავის ნახაზები და გაიმეორო,რომლებმაც შეიძლება 23 მმ ქვემეხიც ატარონ.
ავაციას აქვს ასეთი დაწერილიც (და დაუწერელიც) კანონი... არ შეიძლება ნებისმიერი აპარატის ვიწრო პროფილურად გამოყენება. ის უნდა იყოს მრავალმიზნობრივი დანიშნულების. რაც მეტი რამე შეეძლება მანქანას მით უფრო რენტაბელური იქნება მისი ექსპლოატაცია.
ეგ 23მმ კალიბრის თემა სწორედ მანდედან წამოვიდა რომ განხილვებისას დავდეთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც იგივე 12.7 კალიბრი იმავე ყველა მსუბუქი დაჯავშნული მანქანის წინააღმდეგადაც არაა ეფექტური. თავის დროზე მი-24 ზე წინა ტურელიდან 12.7 კალიბრის ტყვიამფრქვევი მაგიტომ გაქრა. ეცადნენ 30მმ კალიბრი დაეყენებინათ ტურელზე მაგრამ არ გამოდის, ზედმეტად დიდი უკუცემაა და.. მოკლედ არ გამოდის. სამაგიეროდ საკურსო დაუყენეს 30მმ კალიბრი მი-24 და თან ლულა 3 ჯერ გრძელი ვიდრე ტურელზე ეყენა. გვერდიდანაა მიმაგრებული ეგ შეწყვილებული ქვემეხი. სამაგიეროდ არა თუ მსუბუქი ჯავშანმანქანა, ზოგიერთ შემთხვეაში ტანკებზეც მუშაობს ჯიგარი.
ხო და ეგ კრაკადილი კიდე კარგად შეჯავშნულია. მაგის წინააღმდეგ 12.7 ით გალაშქრებას შეიძლება არ მოჰყვეს წესიერი შედეგი. აი თუ კი ბორტზე გექნება 23მმ კალიბრი (გინდაც 20), მაშნ სხვა ნოტებზე ვიმღერებთ.
რაც შეეხება შაჰედს რომ 5.45 იდან ესროდნენ კაბინიდან. რამდენი ტყვიის მოხვედრის მერე ჩამოაგდეს ეგ არსად თქმულა და რამდენად ეფექტური იყო ასევე ეგ სროლაც. ფართო გავრცელება არ ქონია მაგ თემას ეგეც ფაქტია. ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, ზოგი ვერტმფრენის კაბინიდან ესვრის.
ჩამოგდება შესაძლებელია მაგ აპარტის თუ კი მართვას ან ძრავს დაუზიანებ. კი 5.45 საკმარისია ამ მიზნისთვის. მაგრამ ტყვიაწამალი მეტი გინდა. იმიტომ რომ ერთი ჯერი შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი. ბოლოს და ბოლოს მაგის წინააღმდეგ იმ მართვის ბლოკს ჩადებკევლარის ჯავშან ყუთში და ისე გაუშვებ შაჰედს. არ დაჯდება ძალიან ძვირი, სამაგიეროდ დაიცავ. მაგრამ უფრო მსხვილ ყალბზე უკვე ბოდიში.
QUOTE
ტურელის დაყენება მომივიდა აზრად იმიტომ,რომ
QUOTE
აქვს სროლის დიდი კუთხე სამივე კოორდინატში.ამ შემთხევაში მცირდება საჭირო მანევრების აუცილებლობა და გაადვილდება დამიზნება.თან როცა საქმე გაქ დრონების ხროვასთან,მაშინ შეიძლება ცეცხლის გადატანა სამიზნედან სამიზნეზე
შენ როგორც ჩანს ეს წარმოიდგინე როგორც 2დ არკადული თამაში.
სინამდვილეში შაჰედები მიდიან გაურკვეველი მიმართულებით, თავად ირჩევს რანდომად გზას. ისე რომ გამშვებმა ოპერატორმა მას მისცა მხოლოდდანიშნულების ადგილი და არა სვლის გზა. ერთი გამშვები სტენდი 15 მდე შაჰედს უშვებს გარკვეული ინტერვალით. მგონი 2თუ ცოტა უფრო მეტი წუთია დრო თითო გაშვებიდან. ეს იმისთვის რომ შემთხვევით ეგ დაბდურები ერთმანეთს არ გადაეკვეთონ გზაში.
არ ხდება ისე რომ ფრთა ფრთაზე მიჯრით მფრინავი ტალღა მოდის. ერთი გაშვება ტალღის თითოეულ შაჰედს შორის შესაძლოა ასეულობით მეტრი იყოს, ან შეიძლება კილომეტრებიც. ასეთ შემთხვევაში ტურელი მაგათ წინააღმდეგ სრულიად კარგავს აზრს. მაინც კურსზე უნდა დაჯდე და ზედმეტი მექანიზმი რომელსაც შესაძლოა გზად დაზიანება მოყვეს და არ იმუშავოს რამის გამო, რად გინდა?
QUOTE
მაგრამ 7.65 არა მგონია მძიმე გამოვიდეს.
გამოვა რომელია. თავის მაბრუნი მექანიზმიანად მინიმუმ სრული კონსტრუქციის 10% შეიძლება აღმოჩნდეს ეგ ტურელი. კოლოსალურად დიდი წონაა.
QUOTE
Пе 2 იყო პიკირებადი ბომბდამშენი,რომელსდაც შეეძლო 2 ნახევარ ტონიანი ბომბის წაღება...აასეთი ტვირთით რომ შეხვალ პიკირებაზე და მერე იქედან უნდა გამოხვიდე,რა სიმძლავრის ძრავები დასჭირდებოდა და რას იწონიდნენ ისინი?და ა.შ. ახლა ერთ ტილიან ტურელს ამდენი რიღასთვის უნდა?
ისევ და ისევ არ შეიძლება ვიწრო პროფილური დანიშნულება. ეგ მხოლოდ ერთჯერად აპარატებზეა დაშვება. პლიუს ტურელს ამაგრებ გარანტირებულად წონა მიგდის.
იმ 7.62 საც აქვს უკუცემა, პლიუს საიმედოობისთვის 2 უნდა დადგა, ერთის გაჭედვის შემთხვევაში მეორე მაინც ისროდეს.
არც ამ აპარატს უნდა ცნობისთვის დაბალი სიმძლავრე. გადატაცებაზე თუ გინდა ამუშავო მინიმუმ 450კმ/სთ უნდა ქონდეს. სხვანაირად ვერ დაეწევი გაბნეულ ბომბებს.
QUOTE
ახლა დაწვრილებით ვერ ვერკვევი მათ მახასიათებლებში,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ არ იქნება იაფი არც მათი(მათი მსგავსების) აგება,ფრენა და ტექნიკური მომსახურება.
რატომ გგონია რომ თუ კი ზომაში შეამცირებ უფრო იაფი დაგიჯდება?
მცირე ზომა უკვე ნიშნავს მცირე შესაძლებლობებს. ეს კიდევ ეწინააღმდეგება ვიწროპროფილურ თემას :lol:
QUOTE
გავუშვებ დრონებთან ერთად ანტიდრონის საწინააღმდეგო ანტიდრონს(ასეთს "მუხლზე" ააწყობს სწარფად),რომელიც მას კოხტად და ლამაზად ჩამოაგდებს შორი მანძილიდან და საამისოდ შეიძლება ერთი ტილიანი "მანპადის" წაღების უნარი იქნეს სრულიად საკმარისი.
ანუ უნდა არ უნდა უკვე მოუწევს მტერს შენი თამაშის წესები დაიცვას. ანუ თავის ბომბებს უნდა გამოაყოლოს მცველი ხო? ის რითი აგდებს ჩემს ანტიდრონს? ასევე ქვემეხით თუ ჰაერიჰაერი რაკეტა მოაქვს?
მერე კიდევ მანდვე კარგი შეკIთხვა, რომელ კურსზე რომელ დრონს მოყვება? გავიმეორებ შაჰედები გაბნეულად გაურკვეველი კურსით მოდიან მიზნებისკენ. ერთი და იგივე ქვესადგური რომ აეფეთქებინათ რუსებს უკრაინაში 5 დრონი გამუშვეს. ყველა სხვა მხრიდან მოვიდა. ერთ ერთმა დაჟე შემოუარა და დასავლეთიდან დაარტყა მიზანს :D
ან მუხლზე რომელს ააწყობს? მანევრულ მანქანაზე მიდის უკვე საუბარი, რომელიც უნდა დაეწიოს ჩემს გადამტაცს და იქეთ გადაიტაცოს. ამის ამოცნობაც მარტივად შეიძლება. რაც რა ტქმა უნდა გათვალისწინებული იქნება შენივე ანტიდრონის პროგრამაში. ის თავს დაიცავს. განსხვავებით ადამიანისა კიდევ მას ექნება 360 გრადუსი ხედვა ორივე ნახევარსფეროში. პლიუს დიდი გადატვირტვაც... სე საინტერესო სანახაობა იქნება :lol:
მანდ უკვე დაიწყება ბრძოლა აეროდინამიკებს შორის. ვის უფრო მანევრული ექნება ის მოიგებს. ან ვისი მიწის ზედა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ზოლის თავზე იქნება ეგ ბრძოლა ის მოიგებს. იმიტომ რომ ეგ ბრძოლა 100მ სიმაღლეზე არ იქნება. გარანტირებულად მინიმუმ 1000მ იქნება. შენ ამ დროს უკვე გიღირს მსგავსი აპარტის მიმართ მიწა ჰაერი რაკეტა გამოიყენო. აღარ დაჯდება ძვირი სიამოვნება. შესაბამისად გადამტაცის წინააღმდე3გ სხვა გადამტაცი დრონის გამოშვება საერთოდ აზრს კარგავს საფუძველშივე.
QUOTE
მეურნეობით,რომელიც იაფი არ ჯდება და ვერც დიდი რაოდენობით დაშტამპავ...
რატომ ვერ დაშტამპავ? თუ ემბარგო გექნება ვერაფერს ვერ დაშტამპავ. თუ არა და ნებისმიერ რამე შეგიძლია დაშტამპო რამდენიც გინდა. ჩვენ გვაქვს ქვოტა, არ შეგვიძლა გვყავდეს 60 ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი. მაგრამ არაფერია ნათქვამი რომ არ შეგვიძლია გვყავდეს მეტი გადამტაცი უპილოტო.
ისე ეს მიმოწერა გადასარევი იქნებოდა თუბეზე რომ გაგვეკეთებინა. აქტივობაში ჩამეტვლებოდა და მეტი ნახვაც გამიჩნდებოდა. 318 ზე გაიჭედა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62575683
· 30 Apr 2026, 17:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ისე ეს მიმოწერა გადასარევი იქნებოდა თუბეზე რომ გაგვეკეთებინა. აქტივობაში ჩამეტვლებოდა და მეტი ნახვაც გამიჩნდებოდა. 318 ზე გაიჭედა.
იუთუბზე...ძნელია კომენტარებში იქ ასე წერა.არ ვიცი ფრომატი იძლევა თუ არა ასე ვრცლად საუბრის შესაძლებლობას.თან აქ იცი სად რა ნახო,შემოდიხარ,კითხულობ,დაფიქრდები,გაიაზრებ.მოგივა რამე შთაგონება და ეგრევე პოულობ რომ დაწერო ან პასუხი,ან აზრი გამოთქვა ვთქვათ :D
ნორმალურ გარემოში სავსებით ბუნებრივია მოზარდების და ახალგაზრდების დაინტერესება ავიაციით.მეც ვოცნებობ მთელი ცხოვრება ფრენაზე :D მაგრამ ნორმალურს ჰგავს საერთოდ ჩვენი გარემო?ფასეულობათა მძიმე კრიზისი გვაქვს.ამდენი დაძაბულობა და შფოთი კუბაშიც კი არ იქნება დარწმუნებული ვარ.სასწაული შინაგანი სიღატაკე...ვინმე რამეში მოახერხებს მაყუთიოს გაკეთებას და ეგრევე იწყება იმავე საქმიანობის ბუმი :D ცალკე ეგრევე გაეძრობიან მუქთაზე მონადირე აფთრებიც.ჩვენთან სიღარიბე ტეხავს,დანარჩენი ყველაფერი მოსულა.ავიაციას შემოქმედებითი აზროვნება უნდა.
ახლა თემაზე:ესეიგი საბოლოოდ საჭიროა საკურსო იარაღი და სოლიდური ტვირთამწეობისა და საფრენოსნო მახასიათებლების მქონე თვითმფრინავი ვთქვათ...არ ვიცი...ასეთ ამოცანის გადაჭრას ჩემი წარმოდგენით უკვე სერიოზული საკონსტრუქტორო ბიურო სჭირდება.არა მგონია ჩვენისთანა მეოცნებეებმა გაართვან თავი ამ საქმეს.წუხელ გამახსენდა ნაწყვეტი წავიკითხე ერთ ერთ მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა ავიაგამანადგურებელის მართვის ინსტრუქციის(არ მახსოვს რომელის).მოკლედ მთელი ლექცია იყო იმაზე რა უნდა გააკეთო აფრენის დროს,რა დაშვების დროს და ა.შ. და ა.შ. მერე რომ წარმოვიდგინე ახლა ეს ყველაფერი დისტანციურად,თან რომ არ გრძნობ თავად მანქანას...
* * *
საინტერესო ვიდეოა.ანტიდრონს არ ეხება პირდაპირ.მაგრამ საინტერო რამეა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14048
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62576493
· 1 May 2026, 14:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
წუხელ გამახსენდა ნაწყვეტი წავიკითხე ერთ ერთ მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა ავიაგამანადგურებელის მართვის ინსტრუქციის(არ მახსოვს რომელის).მოკლედ მთელი ლექცია იყო იმაზე რა უნდა გააკეთო აფრენის დროს,რა დაშვების დროს და ა.შ. და ა.შ. მერე რომ წარმოვიდგინე ახლა ეს ყველაფერი დისტანციურად,თან რომ არ გრძნობ თავად მანქანას...
იმ პერიოდის საბჭოთა მანქანები სუფთა სატანჯველი იყო. იმტომ რომ არანაირი ავტომატიკა არ ქონდა მართვაში. ახლა პრაქტიკულად ყველა პროცესი ავტომატიზირებულია
QUOTE
ჩემი წარმოდგენით უკვე სერიოზული საკონსტრუქტორო ბიურო სჭირდება
გარკვეული რაოდენობა ხალხი არის გავნეული ზოგი სად ზოგი სად. თუ კი დაფინანასება იქნება ამ ხალხის თავის მოყრა არაა რთული საკითხი. შეიძლება ჯერ კიდევ მოფაფხურდეს საკონსტრუქტორო რომელსაც ანალოგიური პროექტის შესრულება შეეძლება. კონსტრუქცია და აეროდინამიკა აღარაა პრობლემა, პრაქტიკულად სტატისტიკური მონაცემებით უნდა გახვიდე ფონს. აი ელექტრონიკაზე კი არ ვიცი. ეგაა ყველაზე რთული და ჩემთვის დახურული საგანი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62587363
· 10 May 2026, 18:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
https://img.forum.ge/P_Gip8iM1insxX.png
)
(IMG:
https://img.forum.ge/P_GipIiMRinsx8.png
)
(IMG:
https://img.forum.ge/P_GipPiMWinsxk.png
)
(IMG:
https://img.forum.ge/P_Gi6aiMainsxb.png
)
ეს ფბ-ზე ვიპოვე,ვიდეოა.ვიდეო ვერ გადმოვიტანე და კადრები ამოვჭერი,ხორთუმივით რომ ატრიალებს ამ ლულების ბლოკს.არ ვიცი ჰაერში რას იზამს,როგორ მოახერხებს სროლას,ვნახოთ.მაგრამ მიდის მუშაობა როგორც ჩანს ასეთ ტიპზე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RedShark
Super Crazy Member ++
ჯგუფი: co-Moderators
RedShark
Super Crazy Member ++
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 20065
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15
#62590170
· 13 May 2026, 02:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
:alk:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62590491
· 13 May 2026, 16:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს დრონებისაგან თავდაცვის მეთოდებია ამ ვიდეოში.საინტერესო წვრილმანებია,რაც არ ვიცოდი მე პირადად აქამდე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62594106
· 17 May 2026, 03:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საინტერესო ვიდეო "სუპერტუკანოზე".ბევრმა შეიძლება ბევრი რამე იცით ამ თვითმფრინავზე.ჩემთვის საიხლე იყო რაღაცეები.ერთი საათი ფრენა ჯდებაო 1,5 ათასი$.თან შეუძლია 8 საათი მუშაობაო გადაბმულად,თან დაბალ სიჩქარეზე და ა.შ. მოკლედ სდიე ამ "შახედებს" :D
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
არსენალი
|
იქით
»
Pages:
(93)
« პირველი
...
88
89
[90]
91
92
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1409 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.