Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
არსენალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(93)
« პირველი
...
89
90
[91]
92
93
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ავიაცია - 20
, ყველაფერი რაც დაფრინავს
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62594317
· 17 May 2026, 13:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
საინტერესო ვიდეო "სუპერტუკანოზე".ბევრმა შეიძლება ბევრი რამე იცით ამ თვითმფრინავზე.ჩემთვის საიხლე იყო რაღაცეები.ერთი საათი ფრენა ჯდებაო 1,5 ათასი$.თან შეუძლია 8 საათი მუშაობაო გადაბმულად,თან დაბალ სიჩქარეზე და ა.შ. მოკლედ სდიე ამ "შახედებს"
მანდ კაცი ზის, ის 8 საათი კაცმა უნდა იფრინოს. რამდენი აპარატი გყავს ჰაერში 2 იმდენი კაცი უნდა გეჯდეს. ანუ 8 საათი პისუარით უნდა იფრინოს ტიპმა.
ჩემი იდეის შემთხვევაში, დაფრინავს დრონების ხროვა, რომლებიც ერთმეორეს ესაუბრებიან, არავინ არ იღლება არავინ არ ფსავს შარვალში, არა კრიტიკულ მომენტებში 1 ოპერატორი გიზის 10 მანქანაზე ალბათ. კრიტიკულში მანქანა ოპერატორი.
რავი... უკეთესია ჩემი აზრით. სად კაბინეტში მჯდარი ოპერატორი რომლის ასაკიც 17 წლიდან 65 წლამდე შეგიძლია დასვა, ნებისმიერი ფიზიკური შესააძლებლობებით (მათ შორის შშმ პირებიც გამოდგებიან) და სად კიდევ ტუკანოსთვის მომზადებული მფრინავი, რომელიც სპეცმომზადების გარეშე შანსი არაა არ გამოგადგება. თან ასაკი მუდამ შეზღუდულია. 45 წლის მერე პენსიაზე გადის ეგეთი მფრინავი.
This post has been edited by
pilo772
on 17 May 2026, 13:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62594607
· 17 May 2026, 16:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pilo772
რას იტყვი Jetson One-ზე? საინტერესო რამაა :) რაღაც ასეთზე ღირს ჩალიჩი ჩემი აზრით.უფრო უკეთესი იქნებოდა,ვიდრე თვითმფრინავი.
ახლა "სუპერ ტუკანოს" რაც შეეხება:ყველაფერი მარტივადაა.აგერ გამზადებული პლატფორმა უკვე ყველა საჭირო მონაცემებით.ეგაა უნდა გადააქციო უპილოტოდ და მორჩა.
ასაფრენი წონაც მოიკლებს.ისე "სუპერ ტუკანო" ჩემი აზრით სავსებით გამოსადეგია ჩვენთვის საჰაერო პატრულირებისთვის და საზღვაო აკვატორიაზე სათვალთვალოდ.თან შესაძლო ომშიც გამოდგებოდა აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში
This post has been edited by
mamukasokhumeli
on 17 May 2026, 17:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62594687
· 17 May 2026, 17:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
QUOTE
რას იტყვი Jetson One-ზე?
ჯერ ჯერობით ეგ სათამაშოა. მანამ მის ბატარეას არ შეეძლება იფრინოს მასეთ რეჟიმში მინიმუმ რამდენიმე საათი, უაზრობაა მაგის ქონა. ნახევარი საათი და მერე 8 საათი მუხტვა. გინდაც გამოცვლადი ბატარეა ქონდეს. სამხედრო საქმეში ეგ ჯერ არ გამოდგება.
მაგრამ ტუ კი ფრთებს მიუმაგრებ რომ ფრენა უკვე განახორციელოს არა მზიდი ხრახნიტ არამედ ფრთით და მაგ ხრახნმა მარტო მიმწოლი ან წამყვანი როლი ითამაშოს, მიიღებ 1:1 ზე ჩემ კონცეპტს. კი მასეთ დროს დაჟე მაგის ბატარეიტ იფრენ მინიმუმ 2 ჯერ მეტს ვიდრე ეგ დაფრინავს.
QUOTE
ახლა "სუპერ ტუკანოს" რაც შეეხება:ყველაფერი მარტივადაა.აგერ გამზადებული პლატფორმა უკვე ყველა საჭირო მონაცემებით.ეგაა უნდა გადააქციო უპილოტოდ და მორჩა.
წინა კომენტარებს აღარ გავიმეორებ :gigi: ჩათვალე მტელი ფილმის თავიდან მოყოლა მომიწევს. საბოლოოდ მივალთ ჩემს კონცეპტამდე. უნდა იყოს მანქანა მრავალმიზნობრივი. თუ გინდა ტყუილი სამუშაო არ შეასრულო.
ეგ ტუკანო რატომაა მარტო რამდენიმე წერტილსი და არა მასობრივად, ასევე იქაც სადაცაა რატომაა უმცირესობაში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RedShark
Super Crazy Member ++
ჯგუფი: co-Moderators
RedShark
Super Crazy Member ++
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 20059
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15
#62595093
· 18 May 2026, 00:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Video captured by Shane Ogden shows two F-18 Fighter jets colliding in mid-air near Mountain Home Air Force Base during the Fighter Skies Airshow. All four airmen are reportedly safe.
დღევანდელი შემთხვევაა... პირველად ვნახე ასეთი ავარია ჩახუტებით :დ )))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62595140
· 18 May 2026, 01:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სამხედრო საქმეში ეგ ჯერ არ გამოდგება.
კი ბატონო,გეთანხმები.მაგრამ მასზე მოთხოვნა დიდია...ეგერ ჩინელები დაშტამპავენ და კარგ მაყუთსაც მოღუნავენ.
ჩვენთას საუბედუროდ მაყუთის კეთების წესები თითქმის არ შეცვლილა კომუნისტების დროიდან მოყოლებული და მეეჭვება მოვესწრო მის შეცვლას.
ახლა ეგრე რომ მიხვიდე ვინმესთან "აუ ძმა მაგარი იდეა მაქვს(ვთქვათ ანტიდრონის) და მაყუთი ჩადე ამ ამბავში",თან ნახაზზეც კი არაა დატანილი...რასაც მე ვხედავ,მაყუთს დებენ მაშინ,როცა არსებობს რაღაც ხელმოსაკიდებელი შედეგი,რომლის მასშტაბირებაა საჭირო და მოთხოვნაც არსებობს.ანდა უნდა იყოს გუნდი,რომელსაც აქვს სახელი უკვე ამ სფეროში.
QUOTE
ეგ ტუკანო რატომაა მარტო რამდენიმე წერტილსი და არა მასობრივად, ასევე იქაც სადაცაა რატომაა უმცირესობაში?
ჩემი აზრით
"სუპერ ტუკანოს აქვს სპეციფიკური სამოქმედო არე.რაღაც მოცემული ამოცანების შესასრულებლად შეიქმნა მგონი ხომ?თან არ შექმნილა რაღაც ახალი.არსებული მანქანა გამოიყენეს თავიდან.ფაქტია აშუშუ-ც იყენებს მათ და უშვებს.თან ეს დრონების პრობლემა ახალია ფაქტიურად და ჯერ კიდევ ძიების პროცესშია ხალხი რითი და როგორ ებრძოლოს.მოკლედ მგონია,რომ ვიხილავთ კიდევ მის უფრო გავრცელებას.მითუმეტეს სწორედ ასეიმტრიული საფრთხის წინააღმდეგ შეიქმნა და წარმატებითაც გაართვა თავი როგორც ვიცი.თან ასიმეტრიული საფრთხე უფრო გავრცელდება.ხედავს ხალხი იგივე უკრაინისა და ირანის მაგალითებს,სადაც უკრაინამ სიტყვაზე ლამის მთელი შავი ზღვის ფლოტი ჩაძირა(თუმცა მანდ დასახვეწია რიგი რაღაცეები.ეგ საზღვაო დრონები შესაიარაღებელია ტორპედოებით).
QUOTE
საბოლოოდ მივალთ ჩემს კონცეპტამდე
შეიძლება ასეც იყოს.შეიძლება სულაც უფრო ეფექტური,ან აქამდე უცნობი მეთოდი მოიგონოს ვინმემ.თუ თვითმფრინავზე მიდგა საქმე მაინც და მაინც,მაშინ შეიძლება დაეყრდნო კაცი უკვე არსებულ ტექნიკას ვთქვათ და მოარგო ის ამ ამოცანას.ისე კი მიკვირს უკრაინელებმა "ბაირაქტარით" რომ არ სცადეს "შახედების" ჩამოგდება.არამგონია ვერ შეძლოს 7.62X54 კალიბრის სროლა.ან საერთოდ 12,7×108-ს."აკინჩი" ნაღდი შეძლებს,დარწმუნებული ვარ.
მაგრამ...რახან ხროვა ახსენე ზემოთ...რაღაც მეეჭვება ასეთი თვითმფრინავი ხორვას გაუმკლავდეს...
This post has been edited by
mamukasokhumeli
on 18 May 2026, 02:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62595246
· 18 May 2026, 10:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mamukasokhumeli
წრეზე ვტრიალებთ
QUOTE
საბოლოოდ მივალთ ჩემს კონცეპტამდე
QUOTE
შეიძლება ასეც იყოს
გარანტირებულად ასე იქნება.
ანუ თემა რა არის.
გვაქვს შემდეგი სახის ამოცანა. გვაქვს დასაცავი გარკვეული ობიექტები. ავიღოთ ერთი რომელიმე, ვთქვათ გარდაბნის ქვესადგური. გინდაც ენგურჰესი. გინდაც ზაჰესი, გინდაც ორთაჭალჰესი... რავი რამე რაც დენს გამოიმუშავებს.
ვიცით რომ ამ ობიექტზე გარანტირებულად იქნება თავდახმა. 100% გარანტიით დაანგრევენ.
დავუშვათ და გვაქვს გადასარევი მიწა ჰაერი რაკეტები, რის მესვეობითაც შეგვეძლება მტრის ავიაციის შეჩერება. ვგულისხმობ მოიერიშე თვითმფრინავებს და ბომბდამშენებს. რის გამოც მტერი აღარ გაწევს რისკს დაკარგოს ძვირად ღირებული აპარატები და კიდევ უფრო ძვირად ღირებული მფრინავები. ასე ვთქვათ დროენბით ამ ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა გროშების საკითხია ომის ფინანსების თემით.
ერთბაშად იგივე გარდაბანზე ვტქვათ გამოუშვებს მინიმუმ 20 შაჰედს.
ყველა შაჰედი მოვა სხვადასხვა მხრიდან.
შენ არ იცი დრო როდის გამოუშვებენ. რადიოლოკაცია მაგათ ვერ აღმოაჩენს. იმიტომ რომ მოფრინავენ 100 მეტრის სიმაღლეზე ან უფრო დაბლა. თუ რამეს არ ადაახვედრებ ისეთს რაც ზემოდან დააფიქსირებს ამათ არსებობას, ვერც მიხვდები რა მომენტში გბომბავენ.
რა გავაკეთოთ?
ერთად ერთი ვარიანტი ჩემი კონცეპციაა.
გყავს გაშვებული ამ ობიექტის დასაცავად მინიმუმ 4 მანქანა. რომელსაც შეუძლია 12 საათი ჰაერსი დარჩენა საწვავის დამატების გარეშე. არიან დაახლოებით 1500-3000მ სიმაღლეზე. ყველა მათგანი ასკანერებს სივრცეს თავის ქვემოტ და თავის ზემოთ. მირებულ ინფორმაციას გადაცემენ ცენტრს სადაც ეს ინფორმაცია მუშავდება მომენტ ხელოვნური ძმაკაცის მეშვეობითაც თუ მაგდნეი გავიქაჩეთ. მაგ 4 მანქანას მწყემსავს სულ 1 ოპერატორი მორიგე. რომელიც სინამდვილეში არა აქტიურ რეჟიმში მამენტ ყავას წრუპავს და მარტო მონიტორებზე აქვს თვალები მიკრული რამე არ გამორჩეს.
თუ აღმოჩნდა რომ ყველა ამ მანქანის ზონაში შემოჭრა დაიწყო, ირთვება განგაში და 4 ივე მანქანას ოპერატორი მართავს. განსხვავებით სხვა სიტუაციისგან. ჩემი კონცეპტის მანქანის ბორტ ელექტრონიკა თვითონ ისვრის მიზანზე. ოპერატორი მხოლოდ მიმართულებას აძლევს და ნებართვას რომ გაისროლოს. მისი საბორტე იარაღი სრულიად საკმარისია რომ არა თუ უბრალოდ შაჰედი. მათ შორის მი-28 ან კა-52 თანაც იომოს. საჭIროების შემთხვევაში.
ვერც ერთი პილოტირებადი აპარატი ვერ გამოგადგება ასეთ შემთხვევაში. იმიტომ რომ საფრთხის პერიოდში შეგიძლია განუწყვეტლივ გქონდეს ჩაკეილი ცა. მტერი არ შეგითანხმებს დარტყმის დროს. მფრინავი იღლება ცაში. გამანადგურებელს აქვს მაქსიმუმ 1.5 საათი ფრენა, ესეც საკმაოდ დამღლელია და უკან მობრუნებულ მფრინავს არ შეუძლია ერტბაშად გადაიმუხტოს და უკან გაფრინდეს მეორე წრეზე. მინიმუმ 20 წუთი მაინც უნდა დაწვეს დაისვენოს. პრინციპში იმ გამანდგურებლის გადამუხტვა საწვავით გამართვასაც არ უნდა მაგაზე მცირე დრო.
როგორ დაუყენებ წინ ამას?
გაგიმეორებ არ ვიცი რატომ არ აკეთებენ იმას რაც მე მოვიფიქრე. არ მაქვს პრეტენზია გენიოსობაზე.
მანდ იაკი რომ დაფრინავს ვიცი, ადრევე მაქვს ნანახი. მაგავე უკრების მაგივრად მაგ იაკ-52 ის დახვეწა რომ ზედ 2 ცალი 12.7 კალიბრი დამეყენებინა არ იყო პრობლემა, აქვტ რესურსები. არ ქნეს... მანდ მთელი ეჭვები შემიძლია ჩამოვაყალიბო რატომ არ ქნეს. მაგრამ ეს ჩემი ეჭვებია საფუძველ მოკლებული. იმიტომ რომ არ ვფლობ სრული სურათის 10% საც. მაგრამ ეგ იაკის მასე გამოყენება არის პირველი მსოფლიო ომი 21 საუკუნეში. როცა ავიაცია ახალი გამოსვებული იყო, რომელსაც ბომბები დაკიდეს პირველა და დაიწყო ბომბდამშენების ეპოქა. რაღაცით რომ შეწინააღმდეგებოდნენ ნაგანით შეიარაღებული მეორე მფრინავი გააყოლეს მანქანას. ცოტა მოგვიანებით ტყვიამფრქვევი დაუდგეს ზუსტად მასე როგორც მანდ ეგ ტიპი ისვრის. რაც საბოლოოდ კლასიკურ გამანადგურებელ ომში გადაიზარდა.
ისტორია სპირალურია, დღეს მასე ისვრიან. ხვალ გაისვრიან ისე როგორც მე ვთქვი.
ის რომ აპირებენ მართვადი დრონის დაკიდებას ფრთებ ქვეს და იმ დრონებით სხვა დრონების ცამოგდება, მაგაზეც დავწერე. თან მგონი რამდენიმეჯერ
ძვირია!!!!
ძალიან ძვირია!!!
რუსეთს აქვს მაგის თავი. უკრაინას ეხმარებიან აქვს მაგის თავი.
ჩვენ არც დაგვეხმარებიან არც თავი არა გვაქვს რომ ვაწარმოოთ ეგეთი ელექტრონიკა შეუზღUდავად. პლიუს ისევ და ისევ, ომი ეკონომიკაა. ტუ შეგიძლია მტრის განეიტრალება მაქსიმუმ 20$ ში, რატომ უნდა გაანეიტრალო ის 1500$ ად? იმიტომ რომ დღეს ეგრე მოიფიქრეს მდიდარმა მტრებმა?
აზრი?
აჰა არ დაგზარდი კიდე გაგიმეორე.
გაუგებარია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62595407
· 18 May 2026, 14:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
წრეზე ვტრიალებთ
QUOTE
აჰა არ დაგზარდი კიდე გაგიმეორე.
გაუგებარია?
ეგ ძიების პროცესია,როცა რაღაც მდგომარეობიდან ეძებ გამოსავალს.მითუმეტეს როცა
QUOTE
ჩვენ არც დაგვეხმარებიან არც თავი არა გვაქვს რომ ვაწარმოოთ ეგეთი ელექტრონიკა შეუზღUდავად
ვინც ეძებს პოულობს.წრეზეც ივლი,ერთსა და იმავე კარს მიადგები და ა.შ.მაგრამ შეიძლება გაგინათდეს კაცს გონება :)
საერთოდ ჩვენ რატომღაც ვეშინია იმ არსებული გამოცდილების ჩარჩოებიდან გასვლა,რომელშიც ვიმყოფებით.ეს ყველაფრიდან ჩანს,ყველა სფეროში.მაგიტომ ვერ ვაწარმოებთ ჩვენ ჩვენთან ეგეთ ელექტრონიკას ვერასდროს,სანამ ვინმე არ მოინდომებს გარედან ამ წარმოების შემოტანას რატომღაც.ორი საინტერესო ვიდეო მაქ ნაანხი იაპონელებზე სხვა და სხვა დროს.ერთი იყო როგორ შექმნეს ავტომატური სიჩქარეების კოლოფი,რომელიც ამერიკელებმა შექმენს,ვერ იმუშავა,5000-კმ-ზე ტყდებდა და მიაგდეს.იაპონელებმა წაიღეს და არ მოეშვნენ სანამ არ გამოვიდა გამოსადეგი ერთეული.მეორე:ლამის მთელი სიცოცხლე მოანდომა ერთმა იაპონელმა უფერული შუქდიოდის შექმნას.არ გამოდიოდა არაფრით,მაგრამ არ მიატოვა,სანამ არ გამოუვიდა.ქართველი იზამს ამას?აი ეს მიკვირს.რატომ არ გვაქვს ეს ჟინი მიზნის მიღწევის?
ჩემი აზრით უნდა ვეძებოთ ყველა შესაძლო ვარიანტი.ისეთიც,რომელიც დღეს არ ვიცით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54600
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#62595630
· 18 May 2026, 19:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
----------------------------------------------
* * *
mamukasokhumeli
QUOTE
საერთოდ ჩვენ რატომღაც ვეშინია იმ არსებული გამოცდილების ჩარჩოებიდან გასვლა,რომელშიც ვიმყოფებით.ეს ყველაფრიდან ჩანს,ყველა სფეროში.მაგიტომ ვერ ვაწარმოებთ ჩვენ ჩვენთან ეგეთ ელექტრონიკას ვერასდროს,სანამ ვინმე არ მოინდომებს გარედან ამ წარმოების შემოტანას რატომღაც.
აქ შიშში არაა საქმე
საქმე საქართველოში გაბატონებულ ფეოდალურ-კლანურ სისტემაშია რომელიც ყოველგვარ ინოვაციას ძირშივე სპობს. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არაა, ესაა მთელი არადასავლური სამყაროს პრობლემა სადაც არ არსებობს ინდივიდუალური თავისუფლება და მთელი საზოგადოება ჯოგურ კოლექტივიზმზე დგას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62595706
· 18 May 2026, 20:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ეგ ძიების პროცესია,როცა რაღაც მდგომარეობიდან ეძებ გამოსავალს.მითუმეტეს როცა
ხო და რავი მოვძებნე და ის რაც გავლილი და გადამუშავებულია იმას მიჩვენებ ეგ რატომ არაო და :gigi:
QUOTE
საერთოდ ჩვენ რატომღაც ვეშინია იმ არსებული გამოცდილების ჩარჩოებიდან გასვლა,რომელშიც ვიმყოფებით.ეს ყველაფრიდან ჩანს,ყველა სფეროში.მაგიტომ ვერ ვაწარმოებთ ჩვენ ჩვენთან ეგეთ ელექტრონიკას ვერასდროს,სანამ ვინმე არ მოინდომებს გარედან ამ წარმოების შემოტანას რატომღაც
არ გვეშინია და გავაკეთებდით კიდეც. გვყავს მინიუმ 1 კომპანია შპს აზრი. ყველა ტაბლო, ყველა მეტროს შესასვლელი, ყველაფერი რაც ელექტრონულია და სატრანსპორტო კვანძებშია გამოყენებული მაგ კომპანიის შესრულებულია. ვიცნობ პირადად მაგ ხალხს და მითანამშრომლია არა ერთხელ როგორც კონსტრუქტორს.
პირად საუბრებში იყო კიდეც ჩემი მხრიდან დრონის თემა წამოწეული არა ერთხელ. რა თქმა უდნა შეპარვით. თან საუბარი არაა ბოლო წლებზე. საუბარია ომამდე პერიოდზე. ანუ ჯერ კიდევ 2007 წელზე. შემდეგ უკვე ომის სემდგომ ეპრიოდზეც როცა ასევე სხვა პროექტზე ვმუშაობდი მაგათი დაკვეთით.
არა მარტო დრონი. სუშკას მოდერნიზაციაზე იყო საუბარი. იმ დროს ელბიტი მუსაობდა მოდერნიზაციაზე. მე დავუსვი შეკითხვა, რა მოხდებოდა თუ კიეგენი დაითრევდნენ სკორპიონისთვის რაიმე ბლოკის დაპროექტების თემას და აქ დამზადდებოდა მისთვის ეგ ამბები...
ხელები გაასავსავეს. სამხედრო საქმე ჰარამ
მერე ომი მოხდა, გვბომბეს ძმარი გვადინეს ცხვირიდან. მეორედ დავსვი საკითხი უკვე დრონზეც. თავადაც ქონდათ მცდელობა თვითნაკეთი დრონი გაეკეთებინათ. არაფერი ისეთი FPV დრონზეა საუბარი. ითამაშეს გაოუვიდათ. მეთქი რომ გავაკეთოთ...
მოკლე პასუხი. ჩვენმა ძალიან ახლო მეგობარმა ამერიკამ და კიდევ უფრო ახლო მეგობარმა ხრენოკავშირმა ემბარგო დაგვადეს 2 მაგი დანიშნულების დეტალებზე. ყველა მიკროჩიპი რასაც ყიდულობდა ეგ კომპანია უმკაცრესად კონტროლდებოდა რომ არ გამოყენბულიყო ის სამხედრო საქმისთვის. თუ აღმომიჩენენ რომ თუნდაც ირიბად სამხედრო თემაში ვართო, დავკარგავთ ლიცენზიასო.
გავიდა წლები კიდე იყო კონტაქტი სხვა პროექტზე. ისევ იგივე შეკითხვა. არ გვაწვდიან ჩიპებს გავიგე. ჩიპის საბეჭდი ყველაზე პრიმიტიული დანადგარი რო დავითრიოთთქო?
მოკვდა სიცილით, გგონია შენ ხარ მარტო ჭკვიანიო? ვცადეთო. მანდ ჩამოტანილ მაგ აპარატს ვერ გაგიკონტროლებთ სამხედრო მრეწველობისთვის იქნება თუ სამოქალაქოსთვის დაბეჭდილი ჩიპებიო. თორე ძვირი არ ღირსო. ჩვენ რაც გვინდაო, არა უმეტესნახევარი ლიმონი ღირსო... ნუ იქ მართლაც პრიმიტიულ პროცესორებზე იყო საუაბრი და ეგ პოლიგრაფიც მასე იაფი მაგიტომ ღირდა.
აქ შიში არაა მთავარი. მთავარია აქ დავალება ბატონისგან. ბატონმა დაგავალა რომ უნდა დეგრადირდე და გადაშენდე. დაგინიშნა დიქტატორი 1 რომელიც შეგიცვალა დიქტატორი 2-3-4 და აშ თი. რომელიც კეთილის მყოფელი ნიღბით ასრულებს მის საქმეს. ერთი შეხედვით ვიტომ იმ ბატონს ებრძვის მაგრამ სინამდვილეში მისი ყურმოჭრილი მონაა. ძნელია ვერ დაინახო.
აქ სახელმწიფო დაინტერესება რომ იყოს და პლიუს კიდევ მართლა კონფრონტაცია ხრენოკავშირთან, პლიუს უარს თუ იტყოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდზეც და რამენაირად პოლიტ ეკონომიურ თუ სამხერდრო ნეიტრალიტეტზე იმუშავებდნენ. მაშინ დამიჯერე მსგავსი პროეტების განხორციელება პრობლემა არ იქნებოდა.
ამ მომენტში ჯერ გავიმეორებ, მთავრობა გყავს ევროჩმორი. მერე კიდევ მოსახლეობის ის ნაწილი რომელმაც ეგ უნდა გააკეთოს ან გაქცეულია, ან უბრალოდ მახათს იყრის იცი სადაც.
QUOTE
ქართველი იზამს ამას?აი ეს მიკვირს.რატომ არ გვაქვს ეს ჟინი მიზნის მიღწევის?
ჩემი აზრით უნდა ვეძებოთ ყველა შესაძლო ვარიანტი.ისეთიც,რომელიც დღეს არ ვიცით
რაღაც ჩვენც გვაქვს გაკეთებული, გინდა მეცნიერებაში გინდა ტექნიკაში. ასე რომ... რატომ გვაკნინებ? გაგიმეორებ. არ დაგზარდები, როცა შენი ქვეყნის ხელისუფალი რომელიღაც ორგანიზაციის ჩმორია. ნუ გექნება იმედი და აზრი რომ აქ რამე გამოგივა.
მერე კიდე არა მარტო ხელისუფალი. ხალხიც პრობლემაა, დიდ ნაწილს სრულიად კიდია სამშობლო და ისე წავიდა აქედან აქ მომბრუნებელი არაა. მაქსიმალურად სჯერა წასულს რომ ქართველი იდიოტი და უსაქმურია, იმ დროს როცა ის რომ არსებობს და ქვეყანა საიდანაც ჩამოვიდა სწორედ მისი წინაპრის აშენებული და შემონახულია... როგორ გინდა ასეთნაირად დაქსაქსულ და საკუთარ ერზე გულაყრილ ხალხს მოსთხოვო რამე გააკეთოს? რომც იცოდეს გააკეთებს?
სამშობლოსთვის არვინ თავს აღარ გადადებს იშვიათების გარდა (ნუ მე იდიოტი გამოვედი ბევრის თვალში)
თუ დააკვირდები მაგხრენოკავშირიდან მოსული არც ერთი დაფინანსება არ ეხება ტექნოლოგიებს და ტექნიკას, აი არაფრის მომცემ და სინამდვილესი უსაქმურების გამამრავლებელ და დასახურ უნივერსიტეტბს კი გრანტებს აძლევენ ლამის ბოლო 30 წელიწადია. რატომ თუ იცი? იმიტომ ხომ არა რომ იმათი პოლიტიკაა ეგეთი რომ აქ შენ მოგიკვდეს ყველაფერი რაც გქონდა სავოკის დროიდან შემორჩენილი, ფრჩხილი არ უნდა დაგრჩეს რომ კინკრიხო მოიფხანოო იმ გენიალურ ქართულ ფილმსია ნათქვამი. თუ ქართველს დააფინანსებენ რომ ტექნოლოგიები ისწავლოს, მხოლოდ იმიტომ რომ იქ... დიად დასავლეთში ამუშავონ სიცოცხლის ბოლომდე. და არ იმიტომ რომ აქ შექმნან რამე სამეცნერო და ტექნოლოგიური მიმართულება. ეგ აქ ჰარამ
zindiosama
QUOTE
საქმე საქართველოში გაბატონებულ ფეოდალურ-კლანურ სისტემაშია რომელიც ყოველგვარ ინოვაციას ძირშივე სპობს.
გეთანხმები
QUOTE
ეს მარტო საქართველოს პრობლემა არაა,
აქაც
QUOTE
ესაა მთელი არადასავლური სამყაროს პრობლემა სადაც არ არსებობს ინდივიდუალური თავისუფლება და მთელი საზოგადოება ჯოგურ კოლექტივიზმზე დგა
აქ აბსოლუტურად არ ხარ მართალი.
ჩინეთის და ირანის მაგალითი საწინააღმდეგოს გეუბნება თავისი არსით, გაქანებით თუ მიღწევებით.
აი დასავლეთზე კი გეტყვი. მაჰმადიანურმა სამყარომ თავისი ნაგავი ბიომასა მოიშორა თავიდან და ეგ დასავლეთი დაბომბა რომ იქ ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური წინსვლა შეაჩეროს და შეაჩერა კიდეც ფაქტია. ევრომწვანე პოლიტიკის ეგიდით ფაქტობრივად მთელი ევროკავშირის ინდუსტრიული პოტენციალია მოკლული. ახლა ვითომ დაიწყეს ფაფხური გამოღვიძებაზე. მაგრამ როგორც მგონია (დიდი იმედით რომ ვცდები) ძალიან დააგვიანდათ. მით უემეტეს რომ ევროკავშირს კრიჭაში კი აღარ უდგას, მტრად მოეკიდა ამერიკაც.
ის კიდე რაც ჩვენს ფეოდალურ სისტემას კვებავს და ამოძრავებს, სწორედ ევრომწვანე ნარატივები და პოლიტიკაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54600
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#62595952
· 19 May 2026, 00:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pilo772
QUOTE
ის კიდე რაც ჩვენს ფეოდალურ სისტემას კვებავს და ამოძრავებს, სწორედ ევრომწვანე ნარატივები და პოლიტიკაა.
ეს რანაირად?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14047
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62596232
· 19 May 2026, 11:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zindiosama
QUOTE
ეს რანაირად?
ეგე მაგრე. ბოლო 5 წელიწადია იმათი თამაში მიდის ქვეყანაში და ქუჩაში. მტელი ეს ფსევდო რევოლუციები და ყალბი ხალხი ქუჩაში რომლებიც ვითომ ქოცებს ებრძვიან და სინამდვილეში დაუბეტონეს ის მორყეული ტახტი კიდე კაი ხნით, სწორედ ევროპელების სპეცსამსახურების თამაშია. იდეაში ალბათ იყო ამერიკელებისთვის ამ ტერიტორიის კონტროლის შეზღუდვა. იმიტომ ეკვეხებოდა მერე ის ტრამპიც ზანგეზურში. მთელი ეგ ვიტომ ქოცებზე გაბრაზებული ევროპარლამენტარები ერთი დიდი ფარსია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამერიკელების მოსატყუებლად.
ქართველებისთვის იმიტომ რომ იმათი ყველა მოთხოვნების შესრულება ჩვენთვის სასიკვდილოა. მიშას დროიდან მოდის ეგ მოთხოვნები, ჯერ კიდევ მისი უწმინდურესობა ბენდუქიძე ქადაგებდა იმ ყველაფერს და არეფორმებდა ქვეყანას რასაც ესენი აკეთებენ. პროცესის ბოლოს ქართველი აღარ იარსებებს. მაგრამ პროტესტი რომ მოკვდეს საჭიროა მართვადი მუდმივი პროტესი ქვეყანაში, რომელსაც მოსახლეობის მინიმუმ 80% მხარს არ დაუჭერს. ანუ ის მარაზმი რაც ჩვენთანაა. შედეგად რაც მართლა გასაპროტესტებელია იმაზე ხალხი ვერ გამოდის. იმიტომ რომ არავის უნდა იმ მუდმივად ქუჩაში მდგარი მარაზმის ნაწილი გახდეს. მაინც გამობედავს და ჯერ რომ ის მარაზმი შეეცდება შეინივთოს, მერე კიდე ტავად ქოცები დაარქმევენ იმ მარაზმის ნაწილიაო. უპოვიან რამეს, თუ ვერ უპოვიან დააბრალებენ და ერში მაგათ უმრავლესობა ზედაც არ შეხედავს.
სამაგიეროდ ქოცები გააკეთებენ იმას რასაც ორსულა ფუნა დერ ლაიერი ავალებს. მერე რა თუ კვირაში 3 ჯერ პაპუაშვილი სირობებს მიედ მოედება ტელეეთერში ევროპელებზე? ეგ დანამდვილებით არ ნისნავს არაფერს. ამდენი ხნის განმავლობაში ვითომ დაპირისპირებისას რა ქნეს ევროპელებმა? ცარიელ დარბაზებში ხელმოწერილი არაფრის მომცემი და ძალაულების არ მქონი რამდენიმე ფურცლის იქეთ იყო რამე? ის რასა იუკნევიჩია მარტო რომ აქტიურობს და რამდენიმე მაგის ნაირი ხო? დანარჩენი?
ეს გაგრძელდება კიდე კარგა ხანი რამე თუ არ შეიცვალა.
სამაგიეროდ. ხალხის ლომის წილი არ აპროტესტებს არაფერს. ნიჰილიზმშია. უფრო მარტივად იყიდებიან მონებად იმავე ევროპაში და მუშაობენ მესამედ ფასად ვიდრე ადგილობრივი იმუშავებდა. პლიუს აქედან ჩარეკილი მონა გაცილებით უფრო მისაღებია ვიდრე მაჰმადიანური წარმომავლობის მონა. რომელიც ასიმილაციასაც არ განიცდის. პლიუს არც წესიერად არ მუშაობს. პარალელურად იმათი მეწილე ბანკები ცალკე გძარცვავენ აქ და კოლოსალური ფული გააქვტ აქედან
მანდვე. მაქსიმალურად გიკეტავენ ყველანაირ ტექნოლოგიებს. თან ისე ხდება რომ შენ გაჯერებენ რომ დებილი ხარ და არ შეგიძლია თორე კი არ გაქვს აკრძალული. მიდი კაცო გააკეთე რა პრობლემაა. უბრალოდ ვერ გააკეტებ. იმიტომ რომ ნებისმიერ ტექნოლოგურ თემას ფული უნდა. ეგ ვის აქვს? ევროპაზე ჩამოკიდებულ ღორზნესმენს? ეგ თეთრს არ გაიღებს რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლა დააფინანსოს. დღეს აქვს ეგ ფული იმისთვის რომ ხვალ როცა თავისი ბატონი ეტყვის აქედან ააჯვას და წაიღოს მთელი ქონება. ძირითად თანხებს აქ არც ინახავენ არვინ. ისევ ევროპულ ბანკებსი აქვთ ფული. რაში ჭრდებათ ახლა მაგათ ფულის დაბანდება ისეტ საქმესი რომელიც შემოსავალს მოუტანს მინიმუმ 10 წელსი? აგერ კორპუსის ბეტონს მოგიზელს და იმ კოპრპუსის ბეტონით უახლოეს 3 წელში 1:10 წაიღებს.
მეორე სახელმწიფოა რომელსაც შეუძლია ავიაცია ან გინდაც ელექტრონიკა დაგიფინანსოს. მაგრამ ეგ არ დაგიფინანსებს. იმტომ რომ ის არჩეული არის არა ქართველი ხალხის მიერ, არამედ ევროკონცერნების და კავშირის ხელმძღვანელობის მიერ, ესენი პატაკებს აბარებენ იმათ და არა ქართველ ხალხს. ანუ ესენი გააკეთებენ ყველაფერს რასაც იქედან ეტყვიან. იქედან კიდე 90 იანი წლებიდან მოყოლებული აკრძალვა და ემბარგო გვადევს ნებისმიერ ტექნოლოგიურ განვიტარებაზე. შენს მიერ მიტანილ ნებისმიერ იდეას მოისვრიან ნაგავსი და შესაძლოა შენც ისეტ დღეში ჩაგაგდონ ქვეყნიდან გაქცევა მოგიწიოს.
ამას მე მოგონილს კი არ გეუბნები. ჩემს გარეშემო ხდება ეგ. შენ თუ სოცმედიით და ტელევიზიით იგებ რამეს, მე პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი 90 იანებიდან.
1998 წელს გამოცვალეს დირექტორი. ხოფერია იყო მანადე და ხელფასი დაგვიგვიანდა 5 თვე. მოვიდა პანტიკო. გამოასწორა ხელფასი, ის 5 თვე დაარიგა, პაწა ვალები გვაქვს გავისტურებო და დანარჩენ პერიოდზე პრობლემა არ იქნებაო, ცოტა დაუმატა კიდეც ხალხს ხელფასები. მე 16 ლარი მქონდა თვეში და 160 გამიხდა :D.
მერე მოვიდა ამერიკული დელეგაცია ქარხანაში...
მის მერე 9 თვე დაგვიანდა ხელფასი და დაპირებული მომატება კი არ განახორციელა, რისი გაყდვაც შეიძლებოდა ქარხნიდან, ანუ ხელშეუხებელი მარაგები, ისე მარაგები თუ სუ-25 ის საწარმოო სორტამენტი სრულიად გაიტანა და გაყიდა, დაჟე ტიტანის ვაჭრობაზე კინაღამ ჩააყუდეს. მერე ჯერ ხალხი გაუშვა უხელფასო შვებულებაში, მე "გამიმართლა" და იმ მიზერულ სტაფში მოხვხდი რომ არ გაუშვეს. შემდეგ იმ ხალხის სამუსაო ადგილები ზოგი ჯართში ცააბარა ზოგი ირანში და თურქეთში გაყიდა. საუბარი მანქანა დანადგარებზეა. ათეულამდე საკმაოდ დიდი საამქრო, სადაც ფრეზერი, ტოკარი და კიდე ყველა ჯურის დაზგა იდგა თავისი სატვიფრი საწნეხი და კიდე საღუნი დანადგარებით, ამ ტიპმა 3 თვეში გააქრო... იმ 1 დელეგაციის შემდეგ.
ხო და რა ვიცი ძმაო? რანაირადო?
აგე მაგნაირად.
ჩრდილოეთით მოსისხლე მტერი გიზის. ფერდში დანა აქვს გაყრილი და დროდა დრო გიტრიალებს რომ სისხლი არ გაგიჩედეს.
პირისპირ კიდე ფლიდი მატყუარა მეგობრად თავ გასაღებული მტერი გიდგას, რომელიც იმ ჩრდილოელი მტრის პარტნიორი და მეგობარია. ვითომ გემეგობრა და სინამდვილეში სანამ სენ ტკივილისგან იკლაკნები, იმან ჯერ მთელი ჯიბეები ამოგიცარიელა, მერე ტანისამოსიც გაგაძრო რაც შეიძლებოდა.
აგე მაგნაირად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54600
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#62596308
· 19 May 2026, 13:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pilo772
უკრაინასაც ეგრე უკეთებენ მაგ ლოგიკით?
* * *
QUOTE
მოკლე პასუხი. ჩვენმა ძალიან ახლო მეგობარმა ამერიკამ და კიდევ უფრო ახლო მეგობარმა ხრენოკავშირმა ემბარგო დაგვადეს 2 მაგი დანიშნულების დეტალებზე. ყველა მიკროჩიპი რასაც ყიდულობდა ეგ კომპანია უმკაცრესად კონტროლდებოდა რომ არ გამოყენბულიყო ის სამხედრო საქმისთვის. თუ აღმომიჩენენ რომ თუნდაც ირიბად სამხედრო თემაში ვართო, დავკარგავთ ლიცენზიასო.
და სად ყიდულობდნენ მაგ ჩიპებს?
მაინცდამაინც ევროპაში?
ტაობვანში ტო ეყოდათ ვერა?
თუ TSCM-საც ევროკავშირი აკონტროლებს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!
ჯგუფი: Members
წერილები: 14138
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09
#62596431
· 19 May 2026, 14:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pilo772
(IMG:
https://img.forum.ge/V_GipPinQinsTb.jpg
)
ზუსტად იგივე მოყევი,რაზეც მქონდა ეჭვი...რაც შეიძლება კაცმა დაასკვნა გარედან დაკვირვებით.90-იანების დასაწყისში მეც ვიყავი იმ ორმოტრიალში,როცა "პარტნიორები" NGO სექტორს ქმნიდნენ.მაშინაც მომეჩვენა რაღაცეები საეჭვოდ.მაგრამ მაშინ,სუსურუკუდან ახალი გამოსული(ჩვენ თან ვიყავით სამყაროს მოწყვეტილი ერთი დიდი იმპერიის ერთი პროვინცია...რადაც დავრჩით დღემდე),ბევრი რამის აზრზე არ ვიყავით.მერე წლების განმავლობაში გახდა გასაგები და ნათელი ბევრი რამ.
ეგ ეგრეა,ნებისმიერი ასე თუ ისე განვითარებული ქვეყანა პრობლემა ხდება დომინანტ სახელმწიფოებისათვის.თანაც ხშირად საკმაოდ სერიოზული.ბუნებრივია არ მისცემენ გასაქანს.ეს არცაა ისე რაღაც სიახლე.ისტორია კარგი მასწავლებელია ყურადღებიანი და დაკვირვებული მოწაფისათვის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
zindiosama
A word of tough guy
ჯგუფი: Members
წერილები: 54600
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
#62596552
· 19 May 2026, 16:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(mamukasokhumeli @ 19 May 2026, 14:57 )
pilo772
(IMG:
https://img.forum.ge/V_GipPinQinsTb.jpg
)
ზუსტად იგივე მოყევი,რაზეც მქონდა ეჭვი...რაც შეიძლება კაცმა დაასკვნა გარედან დაკვირვებით.90-იანების დასაწყისში მეც ვიყავი იმ ორმოტრიალში,როცა "პარტნიორები" NGO სექტორს ქმნიდნენ.მაშინაც მომეჩვენა რაღაცეები საეჭვოდ.მაგრამ მაშინ,სუსურუკუდან ახალი გამოსული(ჩვენ თან ვიყავით სამყაროს მოწყვეტილი ერთი დიდი იმპერიის ერთი პროვინცია...რადაც დავრჩით დღემდე),ბევრი რამის აზრზე არ ვიყავით.მერე წლების განმავლობაში გახდა გასაგები და ნათელი ბევრი რამ.
ეგ ეგრეა,ნებისმიერი ასე თუ ისე განვითარებული ქვეყანა პრობლემა ხდება დომინანტ სახელმწიფოებისათვის.თანაც ხშირად საკმაოდ სერიოზული.ბუნებრივია არ მისცემენ გასაქანს.ეს არცაა ისე რაღაც სიახლე.ისტორია კარგი მასწავლებელია ყურადღებიანი და დაკვირვებული მოწაფისათვის.
აი სიტყვაზე რომ დაიკიდო მაგათი დავალება/რეკომენდაციები და ნაღდად შეუდგე საკუთარი ჰაიტეკის განვითარებას რას იზამენ?
ბომბებს დაგაყრიან?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RedShark
Super Crazy Member ++
ჯგუფი: co-Moderators
RedShark
Super Crazy Member ++
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 20059
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15
#62596671
· 19 May 2026, 18:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორც იტყვიან, უნდა გავაცალკევოთ ბუზები კატლეტებისგან ))
არსობობს ჩიპები რომლების ყიდვაც პოლიტიკური შეთანხმების საგანია. ეს არის ძირითადად Nvidia - ს პროცესორები სპეციალურად AI დატაცენტრებისთვის (რომლებიც ასევე ორმაგი დანიშნულებისაა და შეგიძლია "ჭკვიან" სამხედრო დევაისებშიც გამოიყენო) რომლებზეც სხვათაშორის ახლახანს გააფორმა ხელშეკრულება სომხეთმა ამერიკასთან... და არამარტო ჩიპებზე, ახალი ტიპის ატომურ რეაქტორებზეც :)
არ ვიცი... სომხებს ალბათ ჩვენზე ლამაზი თვალები აქვთ...
ყველაფერი დანარჩენი, თუ რამე სპეციალური სამხედრო დევაისი არ არის, იყიდება თავისუფლად... უამრავი ჩიპი გადის ორმაგი დანიშნულების კატეგორიაში.. ბევრი საკმაოდ უბრალო ჩიპებიც კი... საკმარისია თუნდაც ინდუსტრიული ან გაფართოებული ტემპერატურული დიაპაზონი ჰქონდეს (-40°C-დან +85°C-მდე) უკვე ორმაგი დანიშნულების ჩიპში გადის და აშშ-ის საექსპორტო კონტროლის კლასიფიკაციის კოდი (ECCN) ენიჭება...
ამის გამო ყველაფერი შეზღუდვებით რომ ყიდონ და სათითაოდ აკონტროლონ (ან როგორ უნდა აკონტროლონ?... ათობით მილიარდებს ყლაპავს ყოველწლიურად ბაზარი... და მილიონობით შემსყიდველი ჰყავს ჰობისტებიდან დაწყებული, მსხვილი ინდუსტრიული კომპანიებით დამთავრებული... როგორ უნდა გაიგო ყოველი ერთეული რომელი სად წავიდა?... ) ეს ბიზნესი ჩამოიქცევა და ზედ მიჰყვება მსოფლიო ეკონომიკაც და მთლიანად თანამედროვე ცივილიზაციაც )))
ამიტომ ამ პროდუქციის კონტროლი არ არის ასეთი მკაცრი... თუ სანქცირებული ქვეყნიდან არ ხარ, ჩვეულებრივ შეგიძლია იყიდო როგორც ინდივიდუალურმა მომხმარებელმა, ისე კომპანიამ... უბრალოდ ყიდვისას უნდა მიუთითო ვინ ხარ და რა სფეროს წარმოადგენ (ინდივიდუალური ჰობისტი, სკოლა/უნივერსიტეტი, რამე კველვითი ინსტიტუტი, ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია და ა.შ.)...
თუ ვთქვათ ჰობისტი ხარ და 10-100-200 ცალს ყიდულობ, ვთქვათ აქ:
https://www.digikey.com/
(უმსხვლესი ამერიკული მომწოდებელი) აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის... უბრალოდ სისტემა ავტომატურად გადაგამოწმებს შავ სიაში ხომ არ ხარ და პირდაპირ გამოგიგზავნის. თუ რამე მსხვილ პარტიას ყიდულობ შეიძლება დამატებითი ინფორმაციები მოგთხოვენ (პირადად მე ამხელა პარტიები არასოდეს მიყიდია, მაგრამ როგორც ამბობენ მეილზე ითხოვენ რაღაც დამატებით ინფორმაციებს)..
თუ კომპანია ხარ და მსხვილ შესყიდვებს ახდენ ამ შემთხვევაში End-User Certificate (საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი) გჭირდება, ოფიციალურად უნდა მიუთითო დოკუმენტში რა მიზნით ყიდულობ ჩიპებს, რაში აპირებ გამოყენებას. შემდეგ მარეგულირებელი ამოწმებს შავ სიაში ხომ არ ხარ და თუ ყველაფერი რიგზეა, ლიცენზიას გაძლევს.
შავ სიაში იმ შემთხვევაში მოხვდები თუ ჩიპებს სანქცირებულ ქვეყნებს მიაწვდი ან სამხედრო ტექნოლოგიებში გამოიყენებ..
ეს უკანასკნელი არ ნიშნავს იმას რომ საქართველოს ამ ჩიპების სამხედრო მრეწველობაში გამოყენების უფლება არ აქვს.. ეს აბსურდია... არანაირი ემბარგო საქართველოს ამ მხრივ არ ადევს...
უბრალოდ სამოქალაქო კომპანიას ან ცალკეულ ინდივიდს არ აქვს უფლება სამხედრო ტექნოლოგიები შეიმუშაოს ან/და აწარმოოს (ეს ასეა მსოფლიოში ყველგან), ამისთვის ლეგალურად უნდა დააფუძნო სამხედრო საწარმო, უნდა გაიარო მთელი რიგი ბიუროკრატიული ნაბიჯები.. პირველ რიგში უნდა მიიღო თავდაცვის სამინისტროს ან/და ეკონომიკისა სამინისტროს სპეციალური ლიცენზია, ასევე საჭიროა სერტიფიკაცია (ნატოს ან/და ეროვნული თავდაცვის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს), ასევე ტექნოლოგიური უსაფრთხოების კონტროლის სტანდარტები და ა.შ. და ა.შ. ბიუროკრატია საკმაოდ დიდია... ამ ყველაფერს რომ გაივლი და ლეგალურად დააფუძნებ სამხედრო საწარმოს/R&D - ს, ამ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ გაქვს...
მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე არის შენი ქვეყნის კოლაბორაციონისტული რეჟიმი!...
რომელიც, ახალი დაგაფუძნებინოს კი არა, რაც არის იმასაც ანგრევს...
This post has been edited by
RedShark
on 19 May 2026, 21:11
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
არსენალი
|
იქით
»
Pages:
(93)
« პირველი
...
89
90
[91]
92
93
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0578 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.