Alfred_Thayer_Mahanჰო სერიოზულად გრუზავს პროცესორს. რეკომენდირებულ მოთხოვნებში რაც აქვს ეგ კიდევ არაფერია მაგაზე უკეთესი სჭირდება.
მე მაქვს
I3 10100? მგონი 4 ბირთვი 8 ნაკადი
Gtx 1070
16gb ოპერატიული DDR 4
ნუ მე თუ მკითხავ გრაფიკაზე მეტად მად ფიზიკა გრუზავს იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი რამე აქვს თითოეული ტყვიის ბალისტიკა ცალკე ითვლება მაგალითად გრადები რო ისროდენ სუსტი პროცესორი როცა მქონდა 5 ფპს ზე ჩამოდიოდა. ახლა აღარ შობა ეგრე. აუ კიდე მი 8 ზე რო დავაყენებდი ტყვიამფრქვევებიან გონდოლას და 4 ცალი 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევებით რო ვამუსაავებდი პეხოტას დედა აღარ ყავდა ფპს )))
ამის გარდა თითოეული საფრენი აპარატის ჰაერში ტრაექტორიას და რეალურ ფიზიკასაც პროცესორი თვლის და სერიოზული ძალა ადგია საწყალს. თან როოგრც უმრავლეს სიმულატორში აქაც ძირითადად ერთი ბირთვი მუშაობს ( მწარმოებელი გვპირდება ვულკანზე გადასვლას და მულტიქორის მხარდაჭერას ) ამიტომ ძლიერი 4 ბირთვიანი ჯობნის სუსტ 12 ბირთვს.
ყველა სიმულატორი მაქვს ნაცადი და არსად არაა რეალური ფიზიკა ვერავინ ვერ შეძლო გაეკეთებინა ეგ ამათნაირად. თვითმფრინავების უკან ეგრედ წოდებული „სპუტნი სლედ“ რჩება სადაც თუ მოხვდი გვარიანად შეგაჭანჭღარებს, ვერტმფრენებში რეალიზებულია მზიდი ხრახნის სტალი ეგრედ წოდებული „ვიხრევოე კალცო“ ინგლისურად „ვორტექს რინგ“ და ახლა უკვე აპირებენ კუდის ხრახნის სტალის დამატებასაც უბრალოდ კუდის ხრახნი როდის ხვდება მაგ რეჟიმში აი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული ახლა აქ ვერ ჩამოვთვლი მარა პიზდეცი გამოთვლების ჩატარება მოუწევს კიდე პროცესორს. ანუ სკრიპტებით ამის დამატებას არაფერი არ უნდა აი თვითონ სამყაროში როცაა ინტეგრირებული ეგაა რთული და ესენი რეალიზმიდან ამოდიან. რისი გაკეთებაც არ შეუძლიათ ამბობენ - ეს ვერ გაკეთდება და ვსიო. მაგალითად რუსულ ტექნიკას ვერ აკეთებენ მიუხედავად იმისა რომ ყვეკა ითხოვს გაგვიკეთეთ სუ 27 მაინცო )))) ტიპებს (რუსებს) ეგეც კი გასაიდუმლოებული აქვთ. ანუ თუ ვერ მოიპოვებენ რეალურ გრაფიკებს რა სიჩქარეებზე როგორ უნდა იქცეოდეს, თუ ვერ იპოვებენ ინფორმაციას შიდა სისტემებზე, შეიარაღებაზე და ასშ ამბობენ რო ვერ გავაკეთებთ. იდეაში კომერციულად ძალიან ბევრს გაყიდდნენ სუ 27 ან მიგ 29 რომ გააკეთონ მაგრამ ვერ აკეთებენ. ახლა დაგვპირდნენ მიგ 29 ისიც პოლონეთიდან თუ სადღაციდან მიიღეს დოკუმენტაცია. ასევე გადაჭით თქვეს რომ ფ22 ს და ფ35 ნუ დაელოდებითო. ევროფაიტერი ალბათ ყველაზე თანამედროვე ფიფრინავი იქნება პროექტში - ევროფაიტერის ყოფილი პილოტი აკეთებსო მაგასო მაგრამ ვნახოთ რო გამოვა მეეჭვება რეალისტური თუ გამოუვათ. შევხედავ კრიტიკას და იმის მიხედვით ვიყიდი. თვითონ სიმულატორის შემქმნელებმა ხელი არ მოკიდეს და ცალკე კანტირა აკეთებს.
პროფესიონალური სიმულატორებიც კი არაა ამდენად დეტალიზირებული როგორც ეს იმიტომ რომ პროფესიულ სიმულატორებს სხვა მიზნები აქვს ის იმენა სისტემების დამუღამებაზეა ორიენტირებული თორე ფრენის შეგრძნებებს და გრაფიკებს პილოტი რეალობაშიც საკმარისად ღებულობს. აქ ყველაფერია ერთად. ამიტომ საკმაოდ ძვირი ღირს თუნდაც იმიტომ რომ თითოეულ მოდულს 3-4 წელი აკეთებენ. მაგალითად მე რა მოდულებიც მაქვს -
ფ18-... 80$ 4 წელია აკეთებენ და ჯერ არაა ბოლომდე დასრულებული
ფ14-.... 80$ 3 წელია აკეთებენ და ჯერ არაა დასრულებული
მი-24-.. 70$ 1.5 წელია აკეთებენ და არაა დასრულებული
მი-8 .... 50$ დასრულებულია
A10C.... 80$ დასრულებულია
ავიამზიდი 40$? მემგონი ეგრე ღირდა. 3 წელია აკეთებენ და არაა დასრულებული ჯერ.
ამ ფასს კიდევ უნდა დაუმატო 400-500 დოლარი ჯოისტიკის და პედლების ფასი რომლის გარეშეც ამ სიმულატორში არაფერი გესაქმება. ( ნუ იაფიანებიც არის მაგრამ სერიოზულად ვინც შეტოპა იმათ ყველას ძვირიანები გვაქვს თუმცა 30-50 დოლარადაც იყიდი მხოლოდ ჯოისტიკს პედლების და რუდ ის (რუჩკა უპრავლენია დვიგაწელემ) გარეშე თუმცა ფ18 და ყველა თანამედროვე ფიფრინავისის მთელი სისტემა აწყობილია HOTAS სისტემაზე სადაც ბევრი ღილაკები გჭირდება რუდზეც და რუს ზეც ამიტომ ძვირიანი ჯოისტიკია საჭირო - მე ფ16 ის ზუსტი ანალოგი მაქვს და ფ18 ზეც მიდის ასე თუ ისე)
როცა ამდენ ფულს იხდი ხარისხსაც ითხოვ რა. თან ძალიან პრეტენზიული აუდიტორია ყავს - რეალური და ყოფილი პილოტები ფორუმებზე სკანდალს ატეხავენ ხოლმე როცა თვითმფრინავი რეალურ გრაფიკს 1% ითაც აცდენილია. მაგალითად ფ18 50% იანი საწვავით და სუფთა ფრთით უნდა აკეთებდეს ვირაჟს 22 გრადუსი წამში და თუ 23 ს აკეთებს ან 21 ს ეგრევე მიდის გინება )))
ეს მარტო თვითმფრინავებს არ ეხება რაკეტებსაც ანალოგიურად აკეთებენ დაჟე აეროდინამიკულ ტრუბებში ცდიან რომ მაქსიმალურად რეალისტური დინამიკა გააკეთონ.
შესაბამისად ეს ყველაფერი აწვება პროცესორს და აჩოქებს )))
zzz77ჰო ვარიანტები ბევრია კაცო ეგ კონკრეტული მოდიფიკაცია ეგეთია ურადარო
This post has been edited by misha-htc on 21 Sep 2021, 16:27