სიომა პეტრიაშვილის კურსელი ყოფილხარ
კიდე მჭ იყო მაგათ ჯგუფში

2006 წლამდე საავიაციო ქარხანაში ვმუშაობდი. 1 წელიწადი დაახლოებით აუტოკადს ვასწავლიდი საავიაციო უნივერსიტეტში. მანამ ტვინი რ გაღუნეს ჩემი ბაკალავრის დიპლომით.
2006 წლის მერე წავედი სხვა დარგებში. რა მექნა?
საავიაციო ქარხანაში 1997 წელს მე 4 კურსის სტუდენტის სახით მოვეწყვე ნახევარ განაკვეთზე. თვეში 8 ლარი მქონდა ოკლადი. საიდანაც საშემოსვლოს, სამედიცინო და პროფკავშიების გადასახადსაც მაწერებდნენ საერთო რაოდენობით 23% მდე

.
მერე 1998 წელს უკვე როცა სრულ განაკვეთზე გადავედი, დიპლომირებულიც თან, გამიორმაგეს!!! ხელფასი. როგორ ჟღერს არა?
1999 წელს პანტიფიკი მოვიდა დირექტორად და ოკლადს 1 ნოლი მიეწერა. სამაგიეროდ ხელფასმა ჯერ 5 თვე, შემდეგ 9 თვე დააგვიანა.
მაგ 160 ლარიდან კაი შემთხვევაში მიხდიდნენ 110 ლარს. 5 წუთ დაგვიანებისთვის ნახევარი დღის ნორმას მაკლებდნენ. არრა და საბურთალოდან საავიაციო ქარხნამდე ან 2 ტრანსპორტით უნდა მოსულიყავი ან 10 ნომერი მარშუტკით. ყველა არასტაბილურად დადიოდა. უდამ ვაგვიანებდი.
შემდეგ ე.წ. ატესტაცია ჩაგვიტარეს და 320 ლარი გამიხდა ოკლადი. მეტი არ გეკუთვნისო. არა და ჩემზე აშკარად დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლებს 460 ლარი გაუხადეს ოკლადი

საბოლოოდ 2006 წელს საგზაო საპროექტოში შემომთავაზეს მხაზველის პოზიცია 700 ლარად თვეში ხელზე... ნამეტანი დებილი უნდა ვყოფილიყავი უარი მეთქვა.
მის მერე სხვა დარგზე ვმუშაობ. ეს თემა კიდე საბოლოოდ ჩაკლეს
მქონდა თვით შემოქმედების და ენთუზიაზმის მომენტებიც, მაგრამ კრახი განვიცადე ისეთი რომ ვეღარ ვუბრუნდები თემას